საქართველოს 17-წლამდელთა თავკაცი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი არც ფინალურ ეტრაპზე თამაშს შეუშინდება
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ უკრაინელებთან მატჩში გამარჯვების შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, ქართველ ჭაბუკებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე წარმატების რეალური შანსი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ საქართველოს არ ეგონა, რომ მისი გუნდი ელიტრაუნდს გადალახავდა, მაისურაძე დარწმუნებულია, რომ ქართველი ფეხბურთელები არც ფინალურ ეტრაპზე თამაშს შეუშინდებიან.

"ჩვენ ეს შედეგი დიდი შრომითა და კარგი თამაშით მოვიპოვეთ. ინგლისის, ესპანეთისა და უკრაინის უკან ჩამოტოვება ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო. განსაკუთრებით ბოლო აკორდის მეშინოდა, თუმცა საბოლოდ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ და ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით.

ეს პირველ რიგში ბიჭების შრომის შედეგია რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ", - განაცხადა ვასილ მაისურაძემ.

31 მარტს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინელი თანატოლები ანგარიშით 1:0 დაამარცხა, რითაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ელიტრაუნდი წარმატებით დაასრულა.

ჯგუფში ქართველებმა სულ სამი შეხვედრა გამართეს. პირველ მატჩში ესპანეთთან ფრედ 1:1 ითამაშეს. მეორე შეხვედრაში 1:0 დაამარცხეს ინგლისის გუნდი, უკრაინელებთან ანგარიშით 1:0 გამარჯვებით კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ, რომელსაც სლოვენია უმასპინძლებს.

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"