"მილანის" მთავარი მწვრთნელი "კატანიასთან" (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა
"მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი "კატანიასთან" (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა. საუბარია, რობინიოს არჩათვლილ გოლზე.

"ეს სუფთა გოლი იყო. საუბარი არ არის მთავარ მსაჯზე ან ლაინსმენზე, საქმე ისაა, რომ ბევრმა, ვინც მიკერძოებულ მსაჯობაზე საუბარს აგრძელებს, უნდა მოკეტოს. წავიკითხე, რომ ვიღაცას უპირატესობის მიღება პასუხისმგებელი პირებისგან სურს (საუბარია "იუვენტუსის" გენერალური დირექტორის ბეპე მაროტას ინტერვიუზე).

მუნტარის გოლის დროს ("იუვენტუსთან" მატჩში) მსაჯების შეცდომა შესაძლოა მთელ ჩემპიონატად დაგვიჯდეს. უაზრო დავების მოწყობა არ მსურს, მაგრამ ხალხი ისევ მსაჯობაზე ლაპარაკობს. როგორც ხედავთ, ამ წუთას მეც მსაჯობაზე მიწევს საუბარი.

შეტევაში ბევრი დრო გავატარეთ, მაგრამ ბევრი საგოლე მომენტი ვერ შევქმენით. მეორე ნახევარში "კატანია" ძალიან ძლიერად თამაშობდა, ჩვენ კი ძალიან ადრე დავმშვიდდით. შესაძლოა, ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ დაღლილობის ბრალი იყოს. ჩვენთვის გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ვიცოდით, რომ ამის გაკეთება რთული იქნებოდა", - აღნიშნა ალეგრიმ.

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე