საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე გუნდის მომზადებაზე და მიზნებზე საუბროს
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ქუთაისის "აია" ახალ სარაგბო სეზონს გაზაფხულის ტურნირზე "თიბისისთან" შეხვედრით იწყებს.

შარშანდელი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ქუთაისური გუნდიდან რამდენიმე წამყვანი მორაგბე წავიდა და "აია" მცირედით გადახალისდა. რა ცვლილებებია გუნდში, როგორ მოემზადა იგი ახალი სეზონისთვის და რა მიზნებს ისახავს გარდამავალ შეჯიბრებაში? ამის შესახებ "აიას" მოთამაშე მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე გვესაუბრა.

- სამწუხაროდ, დიდთოვლობისა და ცუდი ამინდების გამო ტურნირისთვის გეგმის მიხედვით ვერ მოვემზადეთ. კლიმატმა ხელი ყოველნაირად შეგვიშალა. ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი კვირაა, რაც სავარჯიშოდ მოედანზე გავედით. ასეთ ვითარებაში სრულფასოვნად მომზადება შეუძლებელი იყო. თუმცა, ბიჭებს თავი არ დაუზოგავთ და შეძლებისდაგვარად მზადყოფნაში ვართ. ვიმუშავებთ და გუნდი თამაშიდან თამაშამდე, ნელ-ნელა ფორმაშიც ჩადგება.

- შარშანდელი სეზონის შემდეგ რა ცვლილებები მოხდა გუნდში?

- მიუხედავად იმისა, რომ გუნდი რამდენიმე წამყვანმა მორაგბემ დატოვა, ძირითადი ბირთვი მაინც შევინარჩუნეთ. "აიადან" თორნიკე ძაგნიძე, ირაკლი ჩხიკვაძე, ირაკლი დგებუაძე და ერეკლე მეტრეველი წავიდნენ. თორნიკე ლომიძე კი საფრანგეთში, ერთ-ერთ კლუბშია გასინჯვაზე.

სავარაუდოდ, იგი ამ ეტაპზე დაგვიბრუნდება და გაზაფხულის ტურნირზე "აიაში" ითამაშებს, მაგრამ, ზაფხულიდან გუნდს ისიც დატოვებს, კვლავ საფრანგეთში წავა. რაც შეეხება ახალწვეულებს, დავიმატეთ რვა ნომერი ბექა ყურაშვილი, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა და მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება აქვს. კიდევ ორი მორაგბე გიორგი ფრუიძე და შაკო შაშიაშვილი კი "აიას" ახალგაზრდული გუნდიდან გადმოვიყვანეთ.

- ახალწვეულები შეძლებენ გუნდიდან წასულების სრულფასოვან შეცვლას?

- ახალგაზრდა მორაგბეებზე დიდ იმედებს ვამყარებთ. გასულ სეზონში 7 მოთამაშე გადავიყვანეთ ახალგაზრდული გუნდიდან და იმედი ყველამ გაამართლა. დარწმუნებული ვარ, ახლებიც მალე შეეწყობიან გუნდს. პერსპექტიული ბიჭები არიან და "აიას"'' ახალ ენერგიას შემატებენ.

- სამწვრთნელო შტაბში თუა ცვლილებები?

- არა, მხოლოდ ფიზმომზადების მწვრთნელი ავთო ამყოლაძე დავიმატეთ, რომელიც ჩვენს მორაგბეებს ადრეც ეხმარებოდა. ის თავისი საქმის კარგი მცოდნეა და გუნდს გამოადგება.

- გაზაფხულის ტურნირზე რა მიზანს ისახავთ?

- ეს ტურნირი გვინდა ახალგაზრდების გამოსაცდელად, გუნდის ჩამოსაყალიბებლად და ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფინალში გასასვლელად არ ვიბრძოლებთ. ერთი სიტყვით, მთავარი მიზანი გუნდის ჩამოყალიბებაა, პარალელურად კი შედეგზეც ვიზრუნებთ.

- მეტოქეებზე რას იტყვით, საინტერესო და კონკურენტული იქნება ეს გათამაშება?

- ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერი მეტოქე აშკარად "ლოკომოტივია". "ყოჩები" გასული წლის თასის გათამაშების ფინალისტია და ხელწამოსაკრავი მეტოქე არაა. "ხარებთან" "ჯიქებთან" და "თიბისისთანაც" ყურადღებით გვმართებს თამაში, თუ წარმატების მიღწევა გინდა, ყველა მეტოქე უნდა დააფასო. გარდამავალ ტურნირს სხვებიც ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გამოიყენებენ. შარშანდელივით ძლიერი გუნდი ეყოლება "არმიას", როგორც ვიცი, საკმაოდ გაძლიერებულია "ლელო" და სწორედ ეს გუნდები იქნებიან ჩვენი ძირითადი კონკურენტები. ვფიქრობ, საინტერესო თამაშები გველოდება. ხოლო თუ ვინ როგორ ფორმაშია და რისი ძალა შესწევს, ამას უშუალოდ შეხვედრები დაგვანახებს.

- პირველ მატჩში "თიბისის" ფოთში, მალთაყვას სტადიონზე მასპნძლობთ, ქუთაისში რატომ არ ხერხდება ამ თამაშის ჩატარება?

- ქუთაისში, "დინამოს" სტადიონზე, სადაც საშინაო შეხვედრებს ვატარებთ, მოედნის საფარის მოწესრიგება მიმდინარეობს. 23 კვირა კიდევ მოვიცდით და "დინამოს" შემდეგ დავუბრუნდებით. "თიბისისთან" ფოთში ვითამაშებთ, შემდეგ გასვლა გვექნება რუსთავში, მერე აღდგომის კვირეულიც მოვა, ამ დროს შეჯიბრებაში პაუზაა. ამასობაში ჩვენი მოედანიც ჩადგება ფორმაში და იმედია, "ყოჩებთან" ქუთაისში ვითამაშებთ.

- გუნდის დაფინანსებაში ხომ არ არის პრობლემები?

- ქალაქის მერია შეგვპირდა 60 000 ლარით დახმარებას, რაც საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. მთავარი სპონსორი კი "კავკასუს ონლაინია" და მჯერა, ამ მხრივ პრობლემები არ გვექნება.

ქუთაისის აია

პირველი ხაზი: თორნიკე ლომიძე, ამირან წაქაძე, ზურაბ ჟვანია, მერაბ მატკავა, ტარიელ ჩხიკვაძე, ბექა არაბიძე.

მეორე ხაზი: გელა შალამბერიძე, გიორგი ჩიტეიშვილი, ბიძინა ჯიმშიტაშვილი.

მესამე ხაზი: ბექა ყურაშვილი, ირაკლი რევიშვილი, გიორგი ცირეკიძე, ლევან თხელიძე, ნოდარ მარდალეიშვილი.

#9: ლევან გოგია, ზურაბ თუთბერიძე.

#10: ზურაბ ზივიადაძე, გაგა სინაურიძე, ნიკა ჯინჭველაშვილი.

#12-13: ირაკლი გიორგაძე, გია ცნობილაძე, გიგლა კუხიანიძე.

#11-14: ბაკურ გოშაძე, გიორგი აბრამიძე, ზურაბ ძნელაძე.

#15: ბესიკ ხამაშურიძე.

B ჯგუფი

I ტური

1 აპრილი

ლოკომოტივი-ყოჩები, ხარები-ჯიქები, აია-თიბისი

II ტური

8 აპრილი

თიბისი-ლოკომოტივი, ყოჩები-ჯიქები, ხარები-აია.

III ტური

22 აპრილი

ჯიქები-ლოკომოტივი, აია-ყოჩები, თიბისი-ხარები

IV რაუნდი

19 აპრილი

ლოკომოტივი-ხარები, ჯიქები-აია, ყოჩები-თიბისი

V ტური

6 მაისი

აია-ლოკომოტივი, თიბისი-ჯიქები, ყოჩები-ხარები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | "შავი ლომის" დიდი უპირატესობით მეორე მატჩში
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-0 დინამო (თბ). თითქოს, დრო გაჩერდა...
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ითამაშებს მამარდაშვილი "ბრენტფორდთან" და აცილებენ თუ არა ალისონს?
გულიაშვილი ტრავმის გამო ამ სეზონში ვერ ითამაშებს
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
ლეაოს ინგლისში უხმობენ - პორტუგალიელის გაშვების წინააღმდეგი არც "მილანია"
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა