კახა კალაძეს დებიუტი "მფრინავმა ვირებმა" ჩაუმწარეს - "ჯენოას" 13-მა ნომერმა პირველად მოირგო "მილანის" გარდა სხვა კლუბის ფორმა ბოლო 10 წელიწადში. ჩვენი ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მან შეუცვლელად ითამაშა.

კახა კალაძეს დებიუტი "მფრინავმა ვირებმა" ჩაუმწარეს - "ჯენოას" 13-მა ნომერმა პირველად მოირგო "მილანის" გარდა სხვა კლუბის ფორმა ბოლო 10 წელიწადში. ჩვენი ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მან შეუცვლელად ითამაშა. "ჯენოამ" სამი ცენტრალური მცველით ითამაშა, კალაძე მარცხენა ცენტრალური მცველი იყო. ჯამპიერო გასპერინიმ თამაშის შემდეგ მარცხზე ილაპარაკა, სხვა მიზეზებთან ერთად მან ფეხბურთელთა ფიზიკური მდგომარეობა დაასახელა, ბევრი მათგანი სანაკრებო პაუზისას გუნდთან ერთად არც იმყოფებოდა. "კალაძემ ჩვენთან მხოლოდ ორი ვარჯიში ჩაატარა", - აღნიშნა მან.

იტალიურმა "დატასპორტმა" ჩვენებურის გარჯა 5 ბალით შეაფასა: "აღარ არის ის დრო, როცა კალაძეს მარტო შეეძლო "მილანის" დაცვის ცენტრის კონტროლი". სერია ბ-ში "ემპოლი" შინ 1:1 დაუზავდა "ტრიესტინას", ლევან მჭედლიძე მე-2 ტაიმის მე-11 წუთზე გამოჩნდა ფოტის ნაცვლად.

ინგლისური ჩემპიონშიპში პირველად უნდა ეთამაშა სეზონში ზურაბ ხიზანიშვილს, მაგრამ "ბლექბერნიდან" "რედინგში" განათხოვრებულმა ფეხბურთელმა მონაწილეობა ვერ მიიღო "კრისტალ პალასის" რბევაში - 3:0, ხიზანიშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. საფრანგეთის ლიგა 2-ში "ლე მანი" ქართველთა გარეშე დაუზავდა "ბულონს" - 1:1 ამირან სანაია და გიორგი მაკარიძე განაცხადშიც არ ყოფილან.

ჯერჯერობით ლევან კობიაშვილის "ჰერტა" უდანაკარგოდ მიიწევს მიზნისკენ - ბუნდესლიგაში დაბრუნებისკენ, "ჰერტამ" ბერლინში 3:1 დაამარცხა "არმინია". ლევანმა 90 წუთი ითამაშა დაცვის მარცხენა ფლანგზე. არადა მატჩის წინ ქართველის თამაში მცირე ტრავმის გამო საეჭვო იყო, თუმცა მარკუს ბაბელი იმედს გამოთქვამდა, რომ კობი მაინც ითამაშებდა. ასეც მოხდა. "შპორტალმა" ჩვენებურს 3,5 ბალი დაუწერა. მათე ღვინიანიძის თამაში სტუმრად "დუისბურგის" წინააღმდეგ საეჭვო იყო და ქართველმა მცველმა ვერც ითამაშა - "დუისბურგმა" 2:1 მოუგო "მიუნხენს". ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუე" დღეს თამაშობს.

beberi-shreki
სტატის ავტორის საყურადღებოთ განატხოვრებული კიარაა ბლექბერთან კონტრაქტი გაუქმდა და თავისუფალი სტატუსით გადავიდაა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...