ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებმა "ეროვნულზე" ინგლისელ თანატოლებს ოთხი გოლი გაუტანა
ჩვენი გულშემატკივრისთვის მთავარი მატჩი "მიხეილ მესხზე" იყო. ამიტომაც ამ შეხვედრას ბევრი მაყურებელი ვერ დაესწრო. თამაში კი ცუდი საცქერი ნამდვილად არ გამოდგა. ინგლისს არ გაუმართლა, თორემ სულაც არ იყო ბეჩავი მოწინააღმდეგე ესპანეთისთვის.

ინგლისელი თინეიჯერები პირველივე წუთებიდან უტევდნენ. ესპანური ნახევარდაცვა აშკარად დაჯაბნეს. მეტოქის საჯარიმომდე არაერთხელ მიიტანეს ბურთი, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში უმალ ფლავდებოდნენ.

ვერ ვიტყვით იმას, რომ ინგლისი უკლასო გუნდია, რადგან მოხდენილად აგორებდა ბურთს და იმდენი ქნა, რომ ესპანეთს მეორე ნომრად თამაში აიძულა.

ბრიტანელებმა პირველ ტაიმში ხუთი საგოლე შესაძლებლობა გაფლანგეს. კალუმ ჩამბერსს, ჩუბა აკპომს და ორჯერ უილიამ ჰიუზს ესპანელთა მეკარე რუბენ ბლანკომ არ დაანება გატანა, რომელიც ახლო მანძილიდან დარტყმულ ბურთებს ფეხითაც იგერიებდა. კალუმ რობინსონს კი მიზანმა უმტყუნა.

პირველ ტაიმში უსუსურად მოთამაშე ესპანეთისგან აბა, ვინ ელოდა იმას, რომ შესვენების შემდეგ ინგლისს გოლებით ამოქოლავდა. კონტრშეტევაზე ივან კალერომ ოციოდე მეტრიდან შორეულ კუთხეში ხვეული დარტყმით გაიტანა და მეტოქე შოკში ჩააგდო.

სანამ ინგლისელები გონს მოვიდოდნენ, ესპანეთმა მეორე ბურთიც შეაგდო. ბრიტანელებმა მყის ვერა, მაგრამ თანდათან მოაწესრიგეს თამაში და კვლავ მძლავრად შეუტიეს. ლუკ ვუდლანდმა თავურით ძელს გაარტყა. დამატებაზე რობინსონმა ვერ ივარგა - ეს მომენტი ინგლისს რომ გამოეყენებინა, ალბათ ძალიან საინტერესო მეორე ტაიმს ვიხილავდით, მაგრამ ალბიონელები თითქოს დათარსულები იყვნენ.

კონტრიერიშებზე კი ესპანეთს ყველაფერი გამოსდიოდა და მოხდენილი გოლებითაც დაიმშვენა მოგება - სერხი სამპერმა და ხოსე ლუის გაიამ სოლოთი გაიტანეს.

ქართველმა გულშემატკივარმა გოლებითა და საგოლე მომენტებით თავი კარგად შეიქცია. მობილურზეც ბევრი ილაპარაკა "მიხეილ მესხზე" მყოფ ახლობლებთან, ინერვიულა პირდაპირი სატელეფონო რეპოტაჟით და, რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილმა დატოვა "დინამო არენა".

31 მარტი. თბილისი. დინამო არენა. 400 მაყურებელი

ინგლისი-ესპანეთი 0:4

0:1 კალერო(45, ბორხას პასით), 0:2 გრიმალდო (48, ბურტოსის პასი), 0:3 სამპერი(56), 0:4 გაია (80)

ინგლისი ესპანეთი

4-2-3-1 4-2-3-1

უილისი ბლანკო

გორდონი ბელერინი

ჰაიდენი საესი

ლ.ჩამბერსი სანჩესი

შაუ რუიზი

კ.ჩამბერსი ფერნანდესი

სვიფტი ბორხა

ვუდლანდი ბურტოსი

ჰიუზი გრიმალდო

აკპომი სამპერი

რობინსონი კალერო

მწვრთნელი: მწვრთნელი:

ჯ.პიკოკი ს.დენია

ინგლისი

51. კ.ჩამბერსი - გრემი

52. სვიფტი - უოლესი

64. რობინსონი - ბენეტი

სათადარიგოები: განი, უები, ინისი, ჯები

ესპანეთი

68. ბურტოსი - კასტილეიო

76.გრიმალდო - გაია

80+1. სამპერი - კოტანი

სათადარიგოები: კანტერო, არგუესი, სკრანო. იგლესიასი

გაფრთხილება: სანჩესი (25), ლ.ჩამბერსი (53), რუიზი(63), კასტილეიო(71), შაუ(80)

არბიტრი: ნ.იოდანოვი(ბულგარეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U19 | საქართველო 2:2 ლატვია
U21. საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო