ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასზე ჩვენმა ნაკრებმა 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 9 ბრინჯაო დაისაკუთრა
კიევში დასრულებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასზე დიდი წარმატებით გამოვიდა ჩვენი ნაკრები - 14 მედალი მოიპოვა. აქედან 2 ოქროა, 3 - ვერცხლი და 9 - ბრინჯაო.

ოქროს ერთი მედალი გოგონების მონაპოვარია, დანარჩენი - ბიჭებისა. გოგონებიდან ჩემპიონი მარიამ ჯანაშვილი (57) გახდა, რომელმაც ოთხივე შეხვედრაში დიდი უპირატესობით იმარჯვა - ორი წმინდად მოიგო, ორიც - ვაზარით.

ბიჭებიდან ანალოგიურ წარმატებას ვანო ჩურჩხელაშვილმა (73) მიაღწია, რომელიც ადრე ქვედა წონაში გამოდიოდა. კიევში მან თავიდან ოთხი იპონი მიითვალა და მხოლოდ ფინალი მოიგო მინიმალური ანგარიშით, ორი გაფრთხილებით.

ტურნირის ვიცე-ჩემპიონები კობა მჭედლიშვილი (60), გიორგი გველესიანი (90) და ზაზა გოჯიაშვილი (+90) გახდნენ; ბრინჯაოსმედალოსნები - ირაკლი კუპატაძე (50), ბექა ნათათრალიშვილი, გიორგი კაციაშვილი (ორივე - 55), ბექა უდესიანი (60), თამაზ კირაკოზაშვილი (73), გიორგი ქურდიანი, ნიკა მოველიძე (ორივე - 81), დავით რამაზაშვილი (90) და გიორგი ძებისაშვილი (+90).

კიევის ტურნირი ევროპულ თასებში მოწინავეთა შორის გადის - ის სხვებზე მეტ ქულებსაც იძლევა სარეიტინგოდ და წლეულსაც ტრადიციულად ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა. ჩვენებურთა კარგი გამოსვლაც ამიტომ იძენს ორმაგ დატვირთვას. მით უფრო, რომ ორი კვირის წინ მათ ანთალიის კიდევ ერთ პრესტიჟულ ტურნირშიც წარმატებით იჭიდავეს და ასევე 14 მედალი მოიპოვეს.

კიევშიც, ძირითადად, თურქული შეჯიბრების მედალოსნებმა იასპარეზეს და, სავარაუდოდ, ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი თენაძე უკვე შეარჩევდა 22-24 ივნისს ჩერნოგორიულ ბარში ევროპის ჩემპიონატზე წასაყვან შემადგენლობას. მით უფრო, იქ წონაში ორ-ორი კაცის დაყენებაა შესაძლებელი. თუმცა არ გამოვრიცხავთ, ერთი-ორგან კონკურენცია საბოლოოდ მაისში გადაწყდეს ბერლინის ტურნირზე.

კიევში ფავორიტებმა, ძირითადად, გაამართლეს მწვრთნელთა იმედები. მათ შორის - ჯანაშვილმაც, რომელიც ანთალიაში მესამე იყო, თუმცა იმ შეჯიბრების შარშანდელი გამარჯვებულია. ახლა უკვე სავსებით დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სპეციალისტთა იმედების გამართლება მის პერსპექტიულობასთან დაკავშირებით მხოლოდ დროის ამბავია, ანუ საქართველოში ქალთა ძიუდო ძველ შედეგებს დაიბრუნებს.

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად