"ოკლაჰომასა" და "ჩიკაგოს" მატჩისგან ბევრს ელოდნენ. პრესაში ამ დაპირისპირებას სახელიც კი მოუძებნეს - "NBA-ს ფინალის რეპეტიცია"
"ოკლაჰომასა" და "ჩიკაგოს" მატჩისგან ბევრს ელოდნენ. პრესაში ამ დაპირისპირებას სახელიც კი მოუძებნეს - "NBA-ს ფინალის რეპეტიცია".

ამგვარი შეფასება შემთხვევითი არ არის - ერთმანეთს ხვდებოდნენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ლიდერები. მართალია, "ბულზი" უკვე ათი მატჩია, თავისი ლიდერის, დერიკ როუზის გარეშე თამაშობს, მაგრამ უფრო ხშირად იგებს, ვიდრე მარცხდება. მაგალითად, ამ შემადგენლობით მათ "მაიამი" დაამარცხეს.

მაგრამ "ოკლაჰომასთან" მატჩში ჩიკაგოელებს არანაირი კოზირი არ აღმოაჩნდათ. ლიგის მოქმედი MVP-ის გარეშე "ბულზი" უინიციატივო და ნაკლებად მოძრავი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. და, რაც მთავარია, სტუმრებმა ვერაფერი მოუხერხეს უესტბრუკისა და დურანტის სნაიპერულ დუეტს (მათ ჯამში 53 ქულა, 13 მოხსნა, 9 პასი და 5 ჩაჭრა დააგროვეს).

უესტბრუკმა "ჩიკაგოს" ყველა "დაბალი" დაჩაგრა და თითქმის იდეალურად ითამაშა. ასე რომ, დღის მთავარმა მატჩმა, "თანდერის" გულშემატკივრების გარდა, ყველას იმედგაცრუება მოუტანა. "ისინი ხისტად და ჭკვიანურად თამაშობდნენ, ბრწყინვალე დაცვა ჰყავდათ, ბურთს კი იდეალურად ათამაშებდნენ. დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო", - განაცხადა "ჩიკაგოს" დამრიგებელმა ტომ ტიბოდომ.

თუ შეხვედრის პირველ ტაიმში კიდევ რჩებოდა ბრძოლის ილუზია, დიდი შესვენების შემდეგ სკოტ ბრუქსის შეგირდები 13:0 გაიქცნენ, მეოთხედი კი 29-ქულიანი უპირატესობით დაასრულეს - 80:51. ერთადერთი, რაც "ჩიკაგოს" კალათბურთელებმა მოახერხეს, სეზონში ყველა დიდი ანგარიშით მარცხს გაექცა. ეს რეზერვისტებმა გააკეთეს, როცა მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.

არანაკლებ განსაცვიფრებელი აღმოჩნდა "მაიამის" ვიზიტი მასაჩუსეტსში. "ბოსტონმა" მოულოდნელად მიწასთან გაასწორა ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი.

მასპინძლებმა, ფაქტობრივად, მხოლოდ სასტარტო ხუთეულის წყალობით მოიგეს. თანაც, იქ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს გუშინდელმა რეზერვისტებმა - ბრედლიმ (13 ქულა) და ბასმა (10-იდან 10 საჯარიმო და 10 მოხსნა). საუკეთესო კი რონდო იყო, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 16 ქულა, 14 პასი და 11 მოხსნა. ეს სეზონში მეხუთე ტრიპლ-დაბლია რაჟონისთვის - ბოლო 25 წლის განმავლობაში ერთ რეგულარულში უფრო მეტი სამმაგი დუბლი "ბოსტონში" ლარი ბერდს ჰქონდა 1989-90 წლების სეზონში (10).

მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე მეოთხედი, რომელიც "ჰიტმა" 12:31 წააგო. ამის მიზეზი გახდა 14 არაზუსტი ტყორცნა და 5 შეცდომა "მაიამის" შესრულებით. ამას ემატება საჯარიმოებისა (17-იდან 7) და სამქულიანების (16-იდან 3) რეალიზაციის საშინელი პროცენტი. ასე რომ, 29-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილების შანსი ჩემპიონატის ნომერ პირველ პრეტენდენტს არ ჰქონია.

თუმცა ფლორიდელების ჩავარდნა არ უნდა გაგვიკვირდეს - ბოლო 10 გასვლით შეხვედრაში "დიდი ტრიო" არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება - ჯეიმსი, უეიდი და ბოში ერთად 30.1 ქულას აგროვებს და თამაშიდან 37-პროცენტიანი სიზუსტით ისვრის. სეზონის პირველ ნახევარში ანალოგიური მაჩვენებლები 41.1 ქულასა და 44.3 პროცენტს უდრიდა. ლებრონის თამაში ცალკე თემაა - მეორედ კარიერაში "მეფეს" არცერთი შედეგიანი პასი არ ჰქონია - პირველად ასეთი რამ 2009 წლის 26 თებერვალს მოხდა.

"ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა წინა დღეს "ნიუ ორლეანთან" მატჩში 20-იდან მხოლოდ სამი ბურთის ჩაგდების შემდეგ განაცხადა, რომ გადაიღალა და ამიტომაც ითამაშა ასე საშინლად. "ეს არაფერს ნიშნავს, დავისვენებ და ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა "შავმა მამბამ".

კობის ერთი დღე ეყო დასასვენებლად და "გოლდენ სტეიტთან" მორიგი სპექტაკლი შემოგვთავაზა. "მეომრების" კალათში" მან 40 ქულა (28-იდან 16 ზუსტი სროლა) ჩააგდო და თავის გუნდს გაამარჯვებინა.

თუმცა ეს გამარჯვება დამაჯერებელი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ გასოლმა 26 ქულა, 11 მოხსნა, 6 პასი და 3 დაფარება მიითვალა, ხოლო სეშენსს 23 ქულა და 9 პასი ჰქონდა. ჯეფერსონისა და რობინსონის 10-იდან 9 სამქულიანით ინტრიგა თითქმის მთელი მატჩი შენარჩუნებული იყო, მაგრამ "ლეიკერსმა" მაინც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა შეხვედრა.

ოკლაჰომა-ჩიკაგო 92:78

27:20, 22:19, 31:12, 12:27

ო: უესტბრუკი (27+5 პასი+4 ჩაჭრა), დურანტი (26+10 მოხსნა), ჰარდენი (11).

ჩ: ლუკასი (19), კორვერი (14), გიბსონი (10+11 მოხსნა), ბუზერი (8+10 მოხსნა).

ორლანდო-დენვერი 101:104

19:27, 23:21, 32:28, 27:28

ო: ნელსონი (27+5 პასი), ანდერსონი (20+9 მოხსნა), დევისი (18+16 მოხსნა), რედიკი (15), თურქოგლუ (11+6 მოხსნა).

დ: ლოუსონი (25+9 პასი+5 მოხსნა), აფლალო (22+5 მოხსნა), ჰარინგტონი (18), მილერი (15+5 პასი).

ჰიუსტონი-ინდიანა 102:104 (ო)

23:27, 19:17, 31:19, 20:30, 9:11

ჰ: დრაგიჩი (22+6 მოხსნა+6 პასი), ლი (20), პარსონსი (14), სკოლა (13+5 მოხსნა), კემბი (10+9 მოხსნა+4 ჩაჭრა+4 დაფარება).

ი: გრეინჯერი (32+7 მოხსნა), ჰიბერტი (15+9 მოხსნა+5 დაფარება), უესტი (12+6 მოხსნა), კოლისონი (11+7 პასი+5 მოხსნა), ბარბოზა (10), ჰენსბრო (9+10 მოხსნა).

პორტლენდი-მინესოტა 119:106

27:27, 30:23, 31:30, 31:26

პ: ოლდრიჯი (26+8 მოხსნა), ბატუმი (24+5 მოხსნა), მეტიუზი (18), ჰიქსონი (15+9 მოხსნა), კროუფორდი (12), ფელტონი (10+11 პასი+8 მოხსნა).

მ: ლავი (26+9 მოხსნა), უილიამსი (21+6 მოხსნა), რიდნური (21+6 პასი+3 ჩაჭრა), ელინგტონი (12).

ბოსტონი-მაიამი 91:72

29:19, 20:25, 31:12, 11:16

ბ: პირსი (23+7 მოხსნა), ბასი (16+10 მოხსნა), რონდო (16+14 პასი+11 მოხსნა), ბრედლი (13), გარნეტი (10+8 მოხსნა).

მ: ჯეიმსი (23), უედი (15+8 მოხსნა+3 დაფარება), ბატიე (11), ბოში (4+11 მოხსნა).

ტორონტო-ვაშინგტონი 99:92

21:22, 24:21, 25:19, 28:31

ტ: ბარნიანი (18+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), დეროზანი (15+5 მოხსნა), კალდერონი (15+8 პასი), ა. ჯონსონი (10+6 მოხსნა).

ვ: კროუფორდი (18), სერაფინი (16+7 მოხსნა), სინგლტონი (15+8 მოხსნა), უოლი (13+11 პასი), მეისონი (12), ვესელი (10).

ფინიქსი-ნიუ ორლეანი 92:75

26:21, 24:20, 25:17, 17:17

ფ: დადლი (21+7 მოხსნა), ბრაუნი (16), ფრაი (14+11 მოხსნა), გორტატი (13+7 მოხსნა), ლოპესი (10), ნეში (4+14 პასი).

ნ-ო: სმიტი (14), ბელინელი (14+7 მოხსნა), ჯეკი (13+5 პასი).

ლეიკერსი-გ. სტეიტი 120:112

27:26, 30:28, 32:22, 31:36

ლ: ბრაიანტი (40+5 პასი), გასოლი (26+11 მოხსნა+6 პასი+3 დაფარება), სეშენსი (23+9 პასი), მერფი (8+11 მოხსნა).

გ-ს: ლი (27+7 პასი+6 მოხსნა), ტომპსონი (18), რობინსონი (17+7 პასი), ჯეფერსონი (16), რაიტი (14), ჯენკინსი (10+6 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად