ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
რეგულარული ჩემპიონატის წინ ოტავაშიც ნაკლებად სჯეროდათ თავიანთი საყვარელი გუნდის და მიიჩნევდნენ, რომ ეს სეზონი "სენატორებისთვის" წარუმატებელი იქნებოდა.

მაგრამ მწვრთნელ პოლ მაკლინის კარგი მუშაობა, მეკარე ანდერსონის საიმედო თამაში, მცველ ერიკ კარლსონის დაუჯერებელი პროგრესი და ჯეისონ სპეცას ძველ სათამაშო დონეზე დაბრუნება "ოტავას" პლეი ოფში გასვლის გარანტია გახდა.

გუშინ, კანადური კლუბი სტუმრად გაუსწორდა "აილენდერსს" - 5:1, რითაც სტენლის თასზე თამაში გაინაღდა. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა თავდამსხმელმა კაილ ტარისმა, რომელმაც ორი შაიბა გაიტანა და ორი შედეგიანი პასიც მიითვალა. კარგი იყო მილან მიხალეკი - გოლი და ორი პასი. თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, "ოტავა" ჩემპიონატს მეშვიდე ადგილზე დაასრულებს. და "სენატორებმა" უკვე იციან თავიანთი მეტოქე. "ბოსტონმა" სტუმრად დაამარცხა "რეინჯერსი" - 2:1.

"დათვებმა" ამ სეზონში პირველად სძლიეს "რეინჯერებს". მარიან გაბორიკის მე-40 გოლის მიუხედავად, "ბოსტონმა" საიდენბერგისა და პატრის ბერჟერონის შაიბებისა და ტიმ ტომასის 33 სეივის წყალობით მოიგო და დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სატურნირო მდგომარებას თუ გავითვალისწინებთ, "ბოსტონი" არ დაკარგავს კონფერენციაში მეორე ადგილს და სავარაუდოდ, პლეი ოფის პირველ წრეში "ოტავასთან" ითამაშებს.

"ფლორიდამ" კი ჯერ ვერ მოაგროვა საკმარისი ქულები დივიზიონში ჩემპიონობისთვის, თუმცა ახლოს არის ამასთან. გუშინ, "პანტერებმა" დაასრულეს რთული გასვლითი ტურნე - ბულიტების სერიაში წააგეს "დეტროიტთან" - 1:2.

თუმცა ფლორიდელებს მარტივი ამოცანა აქვთ - დარჩენილი სამი მატჩიდან ერთი უნდა მოიგონ და მაშინ "პანტერზი" გაიმარჯვებს თავის დივიზიონში და 2000 წლის შემდეგ პირველად გავა პლეი ოფში. "ფლორიდას" წინ აქვს შეხვედრები "ვინიპეგთან", "ვაშინგტონთან" და "კაროლინასთან".

"დეტროიტმა" ორი ქულის წყალობით დაიბრუნა კონფერენციაში მეოთხე ადგილი - გაუსწრო "ნეშვილს". მაგრამ ბრძოლა საკუთარი მოედნის უპირატესობისთვის გრძელდება, რადგან "ნეშვილი" და "ჩიკაგო" "დეტროიტს" ერთი ქულით ჩამორჩებიან. ჩიკაგოელებმა გუშინ ვერ მოუგეს "მინესოტას" (ბულიტებით წააგეს).

"ველურების" რიგებში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა დევინ სეტოგუჩიმ, რომელმაც სამი ქულა დააგროვა და გადამწყვეტი ბულიტი გამოიყენა. "მინესოტას" ეს მოგება დიდად არ სჭირდებოდა, "ჩიკაგო" კი, რომელსაც "დეტროიტსა" და "ნეშვილზე" ერთით ნაკლები თამაში აქვს, მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში არც ისე მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა.

"ანაჰაიმმა" სეზონის ბოლო საშინაო შეხვედრაში ვერ გაახარა თავისი გულშემატკივარი - 1:2 დამარცხდა "ედმონტონთან". "მენავთობეების" რიგებში ჩემპიონატში პირველი ორი შაიბა გაიტანა ტეემუ ჰარტიკაინენმა, "იხვებში" კი მისმა სეხნიამ, ლეგენდარულმა ტეემუ სელიანემ გამოიჩინა თავი. ეს ვეტერანის 26-ე გოლია და ის კლუბის საუკეთესო ბომბარდირად რჩება.

აილენდერსი-ოტავა 1:5

1:1, 0:3, 0:1

გოლები: 1:0 შტრაიტი-7 (ტავარესი-47, მოულსონი-33), 1:1 ტარისი-11 (მ. მიხალეკი-24, გონჩარი-32), 1:2 გონჩარი-5 (მ. მიხალეკი-25, ტარისი-15), 1:3 მ. მიხალეკი-35 (ტარისი-16, ბატლერი-10), 1:4 ფოლინო-15 (ვინჩესტერი-6, გრინინგი-19), 1:5 ტარისი-12 (კ. ნილი-15, ფოლინო-31).

რეინჯერსი-ბოსტონი 1:2

1:0, 0:2, 0:0

გოლები: 1:0 გაბორიკი-40, 1:1 საიდენბერგი-5 (ხარა-40, მარშანი-27), 1:2 პ. ბერჟერონი-22 (სეგუინი-38).

დეტროიტი-ფლორიდა 2:1 (ბ)

0:1, 0:0, 1:0, 0:0

გოლები: 0:1 ფლიშმანი-26 (ვერსტიგი-29, ვაისი-37), 1:1 ჰუდლერი-25 (ფილპულა-42, კინდლი-12).

ბულიტები გაიტანეს: დაციუკი (დეტროიტი), ვოლსკი (ფლორიდა), ჰუდლერი (დეტროიტი).

ჩიკაგო-მინესოტა 4:5 (ბ)

1:2, 2:2, 1:0, 0:0

გოლები: 0:1 სეტოგუჩი-19 (ჰიტლი-28, სკანდელა-8), 1:1 შარპი-33 (ლედი-33, კრუგერი-16), 1:2 ჰიტლი-22 (მ. კოივუ-29, სეტოგუჩი-16), 2:2 სტალბერგი-21 (სიბრუკი-25, ჰიალმარსონი-14), 2:3 სტოუნერი-1 (სეტოგუჩი-17, მ. კოივუ-30), 2:4 ბროძიაკი-22 (გილბერტი-19, ვეილო-2), 3:4 პ. კეინი-22 (მარიან ჰოსა-48, ლედი-34), 4:4 პ. კეინი-23 (შოუ-11).

ბულიტები გაიტანეს: პ. კეინი (ჩიკაგო), კრისტენსენი (მინესოტა), სეტოგუჩი (მინესოტა).

პიტსბურგი-ფილადელფია 4:6

2:1, 0:1, 2:4

გოლები: 0:1 სალივანი-16 (კროსბი-25, დუპუი-31), 2:0 ჯ. ნილი-39 (მალკინი-55, კუნიტცი-32), 2:1 კ. ჟირუ-28 (იაგრი-35, ჰარტნელი-30), 2:2 ტელბოტი-19 (რინალდო-7, კუტურიე-14), 2:3 სიმონდსი-27 (ვორაჩეკი-29, კ. ჟირუ-60), 2:4 ვორაჩეკი-16 (უელვუდი-4, ქობურნი-19), 2:5 ბურდონი-3 (კ. ჟირუ-61), 3:5 სალივანი-17 (დუპუი-32, ზ. მიხალეკი-10), 3:6 ვორაჩეკი-17 (მ. კარლი-34, ტელბოტი-14), 4:6 კუნიტცი-24 (მალკინი-56, კროსბი-26).

ანაჰაიმი-ედმონტონი 1:2

1:2, 0:0, 0:0

გოლები: 0:1 ჰარტიკაინენი-1 (ებერლე-42), 0:2 ჰარტიკაინენი-2 (რაიან უიტნი-17, ნიუჯენტ-ჰოპკინსი-33), 1:2 სელიანე-26 (ჰაგმანი-13, ს. კოივუ-25).

2 აპრილი

ტამპა ბეი-ვაშინგტონი

ლოს ანჯელესი-ედმონტონი

3 აპრილი

ბოსტონი-პიტსბურგი

ბაფალო-ტორონტო

ნიუ ჯერსი-აილენდერსი

ფილადელფია-რეინჯერსი

ოტავა-კაროლინა

ფლორიდა-ვინიპეგი

ნეშვილი-მინესოტა

დალასი-სან ხოსე

ვანკუვერი-ანაჰაიმი

ფინიქსი-კოლამბუსი

4 აპრილი

მონრეალი-ტამპა ბეი

სენტ ლუისი-დეტროიტი

5 აპრილი

კაროლინა-მონრეალი

ვაშინგტონი-ფლორიდა

პიტსბურგი-რეინჯერსი

ფილადელფია-ბაფალო

აილენდერსი-ვინიპეგი

ტორონტო-ტამპა ბეი

ოტავა-ბოსტონი

დეტროიტი-ნიუ ჯერსი

მინესოტა-ჩიკაგო

ნეშვილი-დალასი

კოლორადო-კოლამბუსი

კალგარი-ვანკუვერი

ედმონტონი-ანაჰაიმი

ლოს ანჯელესი-სან ხოსე

6 აპრილი

სენტ ლუისი-ფინიქსი

7 აპრილი

ბოსტონი-ბაფალო

ნიუ ჯერსი-ოტავა

რეინჯერსი-ვაშინგტონი

პიტსბურგი-ფილადელფია

დეტროიტი-ჩიკაგო

კალგარი-ანაჰაიმი

კოლამბუსი-აილენდერსი

ვინიპეგი-ტამპა ბეი

მონრეალი-ტორონტო

ფლორიდა-კაროლინა

მინესოტა-ფინიქსი

დალასი-სენტ ლუისი

კოლორადო-ნეშვილი

ვანკუვერი-ედმონტონი

სან ხოსე-ლოს ანჯელესი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...