ბუქარესტში 5-9 აპრილს გასამართ ევროპის პირველობაზე ჩვენი გუნდები ორივე ასაკში ოპტიმალური შემადგენლობით გამოვლენ
2 აპრილს სამბოს ცენტრალურ დარბაზში ევროპის ჩემპიონატის სამზადისში გართულ ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გია გალდავა და სამბოს ფედერაციის ახალარჩეული პრეზიდენტი სოსო ლიპარტელიანი შეხვდნენ.

ევროპის პირველობა 5-9 აპრილს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჩატარდება. ჩვენი გუნდები ორივე ასაკში ოპტიმალური შემადგენლობით - 10-10 მონაწილით გამოვლენ.

მწვრთნელებმა ნაკრების კანდიდატები საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით შეარჩიეს. ახალგაზრდებში საქართველოს ღირსებას ავთანდილ მზარეულაშვილი (48), ლევან ბერბერაშვილი (52), გიორგი მესაბლიშვილი (57), შმაგი ლაგაზაური (62), ტრისტან ფეიქრიშვილი (68), მიხეილ ჩოხელი (74), ამირან იანვარაშვილი (82), ალექსანდრე მილდიანი (90), გიორგი ქავთარაძე (100) და უშანგი კოკაური (+100) დაიცავენ; ჭაბუკებში - ლერი ბედიანიძე (48), იოსებ მელაძე (52), მირზა გუჯეჯიანი (56), ზაზა როსტომაშვილი (60), გიორგი კირკიტაშვილი (65), ომარ ნიაზაშვილი (70), უშანგი მარგიანი (75), ჯონი ჭითანავა (84), ზაზა მამარდაშვილი (87) და გიორგი ლაზუაშვილი (+87).

გალდავამ სამბისტებს მომავალ ტურნირზე წარმატება უსურვა და გამოთქვა იმედი, რომ ტრადიციას ახალი თაობაც გააგრძელებს. "ჩვენი ასაკობრივი გუნდები ყოველთვის კარგად გამოდიოდნენ ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე. მჯერა, ამჯერადაც ასე იქნება. სამბოს ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას კარგი სპორტული მემკვიდრეობა დახვდა. სამინისტრო ყველანაირად დაეხმარება სამბისტებს" - განაცხადა მან.

"საქართველოს პირველობის შემდეგ გამოიკვეთნენ წონების ლიდერები ახალგაზრდებშიც და ჭაბუკებშიც. ევროპის ჩემპიონატზე ორივე გუნდი სრული შემადგენლობით იასპარეზებს. მათ გაიარეს შეკრება, კარგ ფორმაში არიან და შედეგსაც კარგს ველოდებით. როგორც არჩევნებისას სამბოს სამყაროს დავპირდი, დაახლოებით ათ დღეში ახალ მწვრთნელებს დავასახელებ, როგორც ასაკობრივ, ისე ეროვნულ ნაკრებში.

აქვე აღვნიშნავ, რომ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის შეთავსებას არ ვაპირებ - ყველას თავისი საქმე ექნება და ფედერაცია ფედერაციას დაემსგავსება" - თქვა ლიპარტელიანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად