აქა-იქ შემორჩენილმა შარშანდელმა ლიდერებმა დაადასტურეს ფავორიტობა და აგრძელებენ სტაბილურ გამოსვლებს
ამ დღეებში "მართვეს" სპორტულ დარბაზში მიმდინარეობს საქართველოს პირველობა ჭაბუკებში. ოღონდ ამჯერად მასში ბიჭებთან ერთად გოგოებიც მონაწილეობენ.

მართალია, მათი რაოდენობა ჯერ არც ისე ბევრია და შეჯიბრებებიც მხოლოდ ორ წონით კატეგორიაში გაიმართა, თუმცა დასაწყისისთვის ესეც კარგია.

ბიჭებში ორივე სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში თაობათა ცვლა მიდის და, ამდენად, ყველა ტურნირს დიდი მნიშვნელობა აქვს.

გამარჯვებულთა უმრავლესობას უკვე ვიცნობთ აქამდე გამართული შიდა თუ უცხოური შეჯიბრებებიდან, თუმცა არიან ახალი სახეებიც.

ტურნირმა დაადასტურა, რომ ძალიან კარგი ცვლა მოდის; თუმცა ისიც სასიამოვნოა, რომ აქა-იქ შემორჩენილმა შარშანდელმა ლიდერებმაც დაადასტურეს ფავორიტობა და აგრძელებენ სტაბილურ გამოსვლებს.

მაგალითად, "თავისუფლებში" ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი ომარ გურჯიძე (69) და მსოფლიოს პრიზიორი გიორგი ჩხარტიშვილი (76) ჩემპიონები გახდნენ, ოღონდ შარშან ორივე 69-ში გამოდიოდა, წლეულს კი ჩხარტიშვილმა ზევით აინაცვლა. თუმცა გამარჯვებულთაგან ბათუმელ რამაზ ზოიძეს (46) საგანგებოდ გამოვარჩევთ, რადგან ის ორივე სტილით ჭიდაობაში გახდა ჩემპიონი. ასეთი რამ კი ყველა ტურნირზე არ ხდება.

ეს ბიჭი თავიდან "თავისუფლებში" გამოდიოდა, თუმცა მერე ბერძნულ-რომაულში გადავიდა და ჯერჯერობით თავის ყველაზე დიდ წარმატებას იქ მიაღწია - შარშან ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ევროპაზე კი მესამეზე გავიდა.

წლეულს ის ორივე ნაკრებში აპირებს გამოსვლას - იანვარში ბაქოში უკვე "თავისუფლებში" იასპარეზა, ახლა კი ორივეში გაიმარჯვა. ერთი შეხედვით, მისი ასეთი შემართება მისასალმებელია და დასაფასებელი, მაგრამ პროფესიულად მთლად გამართლებული არ გვგონია. ღმერთმა ქნას, ორივე სახეობაში დაიპყროს საჭიდაო მწვერვალები, მაგრამ ეს ჯერ ვერავის მოუხერხებია.

საკითხავია, ეყოფა კი ძალები ორივეგან წარმატებით საასპარეზოდ? ვფიქრობთ, რაც მალე გააკეთებს არჩევანს, მით უკეთესი. ამაში კი მწვრთნელები უნდა დაეხმარონ.

კვარცხლბეკი

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

42 კგ. 1. გენადი ჩიტაძე, 2. თემურ შავაძე, 3. გიორგი მამულაძე (სამივე - აჭარა), შმაგი თოდუა (სამტრედია).

46 კგ. 1. რამაზ ზოიძე (აჭარა), 2. გიორგი კურტანიძე (გარდაბანი), 3. ანზორ ღონღაძე (რუსთავი), იური ლომაძე (ოზურგეთი).

50 კგ. 1. ირაკლი შავაძე (აჭარა), 2. ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი), გიორგი მელია (სამტრედია), მირზა შავაძე (აჭარა).

54 კგ. 1. ბაკურ გოგოლი (სენაკი), 2. გიორგი გუჯაბიძე, 3. გიორგი ხუჭუა (ორივე - ოზურგეთი), გიორგი რიჟვაძე (აჭარა).

58 კგ. 1. თეიმურაზ კვაჭაძე (ოზურგეთი), 2. ლაშა ებილაშვილი (გარდაბანი), 3. გიგა ჩხაიძე, ჯუმბერ წუწუნავა (აჭარა).

63 კგ. 1. მურთაზ ჩაბრავა (სენაკი), 2. გიორგი ჯაფარიძე (ოზურგეთი), 3. კონსტანტინე ბარბაქაძე (გარდაბანი), გელა ბოლქვაძე (აჭარა).

69 კგ. 1. გიორგი ჩხარტიშვილი (აჭარა), 2. დავით გოგიძე (ქუთაისი), 3. ნუკრი შავაძე (აჭარა), ოთარ ბაბლუანი (თბილისი).

76 კგ. 1. ნიკა გავაშელი (თბილისი), 2. გიორგი დარჩია, 3. ვასილ თავბერიძე (ორივე - ოზურგეთი), ლევან გადაბაძე (თბილისი).

85 კგ. 1. ნიკოლოზ კახელაშვილი (თბილისი), 2. სულხან ბუაძე, 3. ზაურ უტიაშვილი (ორივე - ქუთაისი), გიორგი ჯინჭველაშვილი (თბილისი).

100 კგ. 1. ბექა კანდელაკი (თბილისი), 2. ზვიად პატარიძე (ქუთაისი), 3. თენგიზ ძებნიაური, ჯემალ რიჟამაძე (ორივე - თბილისი).

თავისუფალი ჭიდაობა

42 კგ. 1. შმაგი თოდუა, 2. ედემი ბოლქვაძე (ორივე - სამტრედია), 3. გაიოზ გონგლაძე (ხაშური), ნუგზარ ბოლქვაძე (აჭარა).

46 კგ. 1. რამაზ ზოიძე (აჭარა), 2. ტაიფუნ აბდულაევი (მარნეული), 3. დავით როდინაძე (აჭარა), გიორგი პასიკაშვილი (საგარეჯო).

50 კგ. 1. გიორგი ლეჟავა (სამტრედია), 2. ალი მახმადოღლი (ქარელი), 3. იმედა მაკაროვი (ახმეტა), გიგა გიგაშვილი (თბილისი).

54 კგ. 1. ლევან მურცხვალაძე (რუსთავი), 2. გიორგი ყაზარაშვილი (კასპი), 3. მიხეილ მამუკაშვილი (საგარეჯო), იმედა ფანცულაია (სამტრედია).

58 კგ. 1. ედუარდ ნიკოლიშვილი (თბილისი), 2. ბექა წიკლაური (ხაშური), 3. ავთანდილ კობახიძე, გურამ ბერიაშვილი (ორივე - თბილისი).

63 კგ. 1. ტარზან მაისურაძე, 2. ტარიელ გაფრინდაშვილი (ორივე - თბილისი), 3. ცოტნე ყურაშვილი (აფხაზეთი), ვახტანგ ჯამბურიძე (გარდაბანი).

69 კგ. 1. ომარ გურჯიძე (ქუთაისი), 2. ირაკლი კობახიძე (აფხაზეთი), 3. ბორის ნოზაძე (თბილისი), ლევან მურადხანაშვილი (ბოლნისი).

76 კგ. 1. გიორგი ჩხარტიშვილი (თბილისი), 2. დემეტრე ჯანაშია (აფხაზეთი), 3. ზაქრო შამანაძე (აჭარა), ირაკლი პოპიაშვილი (დედოფლისწყარო).

85 კგ. 1. თორნიკე ბასილაშვილი (გორი), 2. ირაკლი მწითური (თბილისი), 3. ლაშა ბოდაველი (დედოფლისწყარო), გიორგი არაბული (გარდაბანი).

100 კგ. 1. ბექა კახეთელიძე (ონი), 2. როლანდ ანდრიაძე (ხონი), 3. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა), გლახო ზედელაშვილი (თბილისი).

გოგოები

46 კგ. 1. ანი ნაზარაშვილი (გორი), 2. ანი კულდუნაშვილი (ბოლნისი), 3. ლია შოშიტაშვილი (თბილისი), გულიკო არუთინიანი (გორი).

65 კგ. 1. მაქსი გიგუაშვილი (თბილისი), 2. ანი ჩარქსელიანი, 3. ხატია ჯოხაძე (ორივე - ამბროლაური), შორენა ნოქარაშვილი (თბილისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
[VIDEO] მაჭარაშვილი და დინგაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
თავისუფალი ჭიდაობა. მაჭარაშვილი და დანგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა