პლეი-აუტში "გურია" ერთადერთია, გასვლაზე ჯერ რომ არ დამარცხებულა
02.04.2012. ბათუმი. ადელი. 1000 მაყურებელი

დინამო (ბთ)-გურია 1:3

0:1 მაისაშვილი (36. ჩუენსუს პასით), 0:2 კვერენჩხილაძე (76. მაისაშვილის პასით), 0:3 კვერენჩხილაძე (80. ტ. კუკულაძის პასით), 1:3 ა. მუჯირი (90)

დინამო (ბთ) გურია

4-4-2 4-2-3-1

მ. ალავიძე ბუბუტეიშვილი

რამიშვილი ჩუენსუ

ხუხია ბაქრაძე

კაჭკაჭიშვილი რ. ონიანი

ქორიძე ჯანგიძე

თოდაძე ჩარგეიშვილი

ვ. თევდორაძე სამსეიშვილი

ა. მუჯირი მოსიაშვილი

ცნობილაძე მაისაშვილი

ბაციკაძე ტ. კუკულაძე

დიასამიძე კვერენჩხილაძე

მწვრთნელი მწვრთნელი

ი. ნასუაშვილი გ. იმნაძე

დინამო (ბთ)

46. ვ. თევდორაძე - აბუსელიძე

46. ბაციკაძე - ცანავა

72. დიასამიძე - ზოიძე

სათადარიგოები: მაკარიანი, გოგიტიძე, ნ. ნასუაშვილი

გურია

79. მაისაშვილი - ზ. ჩხეტიანი

87. ტ. კუკულაძე - ლაღაძე

90. მოსიაშვილი - ე. კილაძე

სათადარიგოები: გოგუაძე, რ. კუკულაძე, ალავერდაშვილი, შეწირული

გაფრთხილება: ხუხია (11), ონიანი (15), სამსეიშვილი (28), ბუბუტეიშვილი (60), ცანავა (61), მუჯირი (71), ჩუენსუ (83)

გაძევება: ხუხია (80)

არბიტრი: ო. ხეცაძე (თბილისი)

გურულების სტუმრობა ხუმრობა მართლაც არავის უნდა ეგონოს: პლეი-აუტში "გურია" ერთადერთი გუნდია, გასვლაზე ჯერ რომ არ წაუგია და შესაბამისად, ამ მხრივ საუკეთესო შედეგიც აქვს.

სამაგიეროდ, საშინაო არენა ცუდად ბათუმელებმა დასცადეს და ორივე გურულ კლუბთან იმ სამეულს ქმნიან, საკუთარ კედლებში ერთხელაც რომ ვერ მოუგიათ.

მატჩის შედეგს რომ ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, სატურნირო მდგომარეობიდანაც კარგად ჩანდა. ბოლო მატჩებში საშინაო წარუმატებლობების გამო სიტუაცია ორივე გუნდს გაურთულდა და ბათუმურ მატჩს ეს დიდ ინტრიგას მატებდა. ამიტომაც "ადელზე" სრული ანშლაგიც მოსალოდნელი იყო და ამაში წვლილი ლანჩხუთელებმაც შეიტანეს - ბათუმში "გურიის" 300-ზე მეტი ფანი ჩავიდა.

უშუალოდ შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში დაიწყო. თითქოს გურულები ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას, თუმცა რეალურ მომენტამდე საქმე არ მიდიოდა. სამაგიეროდ, საწყის წუთებში ზედიზედ სამჯერ ხიფათი ბათუმელებმა შექმნეს. სამივეჯერ კარგად გაისარჯა "გურიის" მეკარე, თორემ მასპინძლები უთუოდ დაწინაურდებოდნენ. მეოთხედ უკვე გურულთა მეკარის შეცდომას მოჰყვა ხიფათი, მაგრამ "დინამომ" ამით ვერ იხეირა.

სამაგიეროდ, ერთ-ერთი პირველი რეალური მომენტი მასპინძლების კარის აღებით დასრულდა: გურულებს აშკარად ეტყობოდათ, ფრეზე თანახმა არ იყვნენ და მწვავედაც იჩხვლიტებოდნენ, გარკვეული უპირატესობაც მიიღეს და მას შემდეგ, რაც მარჯვენა ფლანგზე კარგად შეჭრილმა, არნო ჩუენსუმ მეკარის ბაქანში ჩააწოდა, მეკარეს დემურ სამსეიშვილმა აჯობა.

მანამდე ერთხელ მიხეილ ალავიძემ გადაარჩინა გუნდი, როცა საჯარიმოს მისადგომებიდან თამაზ ჩარგეიშვილი ურტყამდა, ხოლო გოლის შემდეგ 2-ჯერ სტუმრებმა კარგი შანსი ვერ გამოიყენეს, კონტრშეტევა საგოლე ხიფათამდე მიეყვანათ.

მართალია, მეორე ნახევარში გურულებმა დაცვის გაძლიერებაზე იწყეს ფიქრი და კონტრშეტევების იმედზე იყვნენ, მაგრამ სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, ბათუმელები ლევან ბუბუტეიშვილის კარს რეალურად ვერ ემუქრებოდნენ - "გურიის" დაცვაც საიმედოდ ირჯებოდა და მასპინძლებსაც აშკარად არ გამოსდიოდათ ხეირიანი შეტევა.

ამით კარგად ისარგებლეს ლანჩხუთელებმა - მატჩის გმირი კი გიგა კვერენჩხილაძე გახდა! პლეი-აუტის საუკეთესო ბომბარდირმა 4-წუთიან მონაკვეთში მატჩის ბედი გადაწყვიტა: ორივეჯერ თითქმის ერთნაირ სიტუაციაში ართმევაზე კარგად ითამაშეს ჯერ სამსეიშვილმა, შემდეგ კი ტარიელ კუკულაძემ და კვერენჩხილაძეს საგოლედ უპასეს. თუმცა გამორჩეული გიგას პირველი გოლი იყო - მცველებს შორის გაჭრილმა მეკარეს ბურთი თავზე მაღალოსტატურად გადაუგდო.

მისი მეორე გოლის შემდეგ ნერვებმა უმტყუნა მასპინძელ მცველს ნიკა ხუხიას, როცა არბიტრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ტალახში ამოყირავებულმა ოთარ ხეცაძემ მას მყისიერად წითელი აუფრიალა.

მატჩის მიწურულს ამირან მუჯირმა, მართალია, მხოლოდ პრესტიჟის, მაგრამ მატჩის მშვენება გოლი შეაგდო, როცა საჯარიმოს მისადგომებიდან ბუბუტეიშვილს "ცხრიანში" აუღებელი დაურტყა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"