ციურიხში გუშინ დამთავრდა მოჭადრაკეთა მსოფლიო საუნივერსიტეტო ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოდან ორი გოგონა და ორი ვაჟი მონაწილეობდა...

ციურიხში გუშინ დამთავრდა მოჭადრაკეთა მსოფლიო საუნივერსიტეტო ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოდან ორი გოგონა და ორი ვაჟი მონაწილეობდა.

ბოლო ტურის წინ გოგონებში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ორივე ქართველ დიდოსტატს შეეძლო საპრიზო ადგილებზე გასვლა, მეტიც - ერთპიროვნული ლიდერი, ტურნირის რეიტინგ-ფავორიტი ბათჰუიანგ მონგონთუული თუ წაიფორხილებდა, მაშინ ჩვენებს ჩემპიონობის შანსიც ეძლეოდათ. სამწუხაროდ, თამარ წერეთელი შავი ფიგურებით სერბ ლილია დრლიევიჩთან დამარცხდა და 5,5 ქულით მხოლოდ მე-6 ადგილს გამორჩა.

სამაგიეროდ, სერბმა 6,5 ქულას მოუყარა თავი და მეორე ადგილზე გავიდა - მხოლოდ კოეფიციენტით აჯობა ბათჩმეგ თუვშინთუგსის (მონგოლეთი) მძლეველ სოფიკო გურამიშვილს, რომელიც ბრინჯაოთი დაკმაყოფილდა. გერმანელმა იუდით ფუჩსმა სლოვაკ ზუზანა ბოროსოვას მოუგო და მანაც 6,5 ქულა მოაგროვა, მაგრამ ჩვენებურს კოეფიციენტით ჩამორჩა. ჩემპიონობა 7 ქულით მონგონთუულმა მოიპოვა - ბოლო ტურში მან ინდონეზიელი ირინე კარიშმა სუკანდარი დაჯაბნა.

ვაჟებში რეიტინგ-ფავორიტი იყო ჩინელი იუ ვენი, რომლის რეიტინგია 2732 პუნქტი და უახლოეს მეტოქეს - რუს იგორ ლისის მთელი 94 პუნქტით უსწრებდა, რომ არაფერი ვთქვათ სხვებზე. ჩინელმა მოჭადრაკემ მართლაც შესანიშნავად ითამაშა ჩემპიონატზე - 9 შესაძლებლიდან 8,5 ქულა მოაგროვა და ოქროს მედალსაც დაეუფლა. ბოლო ტურში მან პაველ პონკრატოვს (რუსეთი) სძლია.

მეწინავეთა ჯგუფის 13 პარტიიდან მხოლოდ ერთი დამთავრდა ყაიმით - დავით ბენიძე ლისის დაუზავდა და 6,5 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა. ამდენივე ქულა მოაგროვა კიდევ სამმა მოჭადრაკემ. მათ შორის ყაზახმა ანუარ ისმაგამბეტოვმა (გუშინ მან შავი ფიგურებით შვეიცარიელ იონას ვუსს აჯობა), რომელსაც უკეთესი კოეფიციენტით ვერცხლი ხვდა. 6,5-6,5 ქულით, შესაბამისად, მეოთხე-მეხუთე ადგილებზე ბაიარხან გუნდავაა (ინდოეთი) და ვასილი პაპინი (რუსეთი) გავიდნენ. მართალია, მალხაზ სულაშვილმა გუშინ იბრაჰიმ აჰმაგიდია (ირანი) დაჯაბნა, მაგრამ 5,5 ქულით მხოლოდ მე-15 ადგილი ერგო.

საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე გუნდური ადგილებიც შეჯამდა ამა თუ იმ ქვეყნის საუკეთესო ქულების მქონე სამი მოჭადრაკის შედეგებით. ბენიძეს, გურამიშვილსა და წერეთელს 18,5 ქულა მოუგროვდათ და გუნდური ვერცხლის მედალი ხვდათ. ჩემპიონობისთვის მათ ნახევარი ქულა დააკლდათ (საუკეთესო კოეფიციენტი ჰქონდათ), რომლითაც მონგოლებმა (მონგონთუული, გუნდავაა, ტუვშინთუგსი) აჯობეს და პირველობაც დაისაკუთრეს. 18,5 ქულით და უარესი კოეფიეციენტით მესამე ადგილზე რუსები (ვასილი პაპინი, იგორ ლისი, ტამარა ჩერემნოვა) გავდნენ.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა