მცხეთასთან, მდინარე მტკვარზე, ნიჩბოსნობაში საქართველოს საგაზაფხულო ჩემპიონატი გაიმართა
ამას წინათ ვწერდით, რომ მცხეთასთან, მდინარე მტკვარზე, ნიჩბოსნობაში საქართველოს საგაზაფხულო ჩემპიონატი გაიმართა.

იქ ნაჩვენები შედეგებით დაკომპლექტდა ქვეყნის ნაკრები, რომელმაც წარმატებით იასპარეზა მინგეჩაურში აზერბაიჯანის პრეზიდენტის თასზე. ტურნირში ჩვენებურებთან ერთად მასპინძლები, უკრაინელები, რუსები და თურქებიც გამოდიოდნენ.

შესანიშნავად იასპარეზა 17 წლის დუშელმა ეკა შაბურიშვილმა. ერთადგილიანი ბაიდარათი მან უფროსებში მოსინჯა ძალები - 200, 500 და 1000 მეტრზე ვერცხლის მედლები მოიპოვა. სამივე დისტანციაზე მას უკრაინელმა ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა, ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიანტმა ინა ოსიპენკო-რადოვსკაიამ გაუსწრო.

უმცროს ასაკში (1996-97 წლებში დაბადებულები) ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი დაიმსახურა თბილისელმა ბადრი ყაველაშვილმა. ერთადგილიანი ბაიდარათი იგი პირველი მიიჭრა ფინიშთან 200 მეტრზე, 500 და 1000 მეტრზე მეორე ადგილებს დასჯერდა ორადგილიანი ბაიდარათი ფოთელებს - გიორგი ტაბატაძეს და რატი ტუღუშს 200 მეტრზე ბრინჯაო ერგოთ.

აკადემიურ ნიჩბოსნობაში ქართველმა სპორტსმენებმა სამი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს. უმცროს ასაკში ერთადგილიანი ნავით 12 წლის თბილისელმა გიორგი ჯიქიამ 1000 მეტრზე ყველას აჯობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. 1500 მეტრზე ახალგაზრდებში ფოთელებმა - გელა ქოიავამ, ნიკა ქავთარაძემ, გიორგი კუჭავამ და პეტრე ქავთარაძემ ოთხადგილიანი, წყვილმოსასმელიანი ნავით პირველი ადგილი დაიკავეს. ძმებმა ქავთარაძეებმა მეორე ოქრო, ასევე 1500 მეტრზე, ორადგილიანი, წყვილმოსასმელიანი ნავით მოიხვეჭეს.

უფროს ასაკში გამოდიოდა მცხეთელთა კვარტეტი - გიორგი მოთიაშვილი, ოთარ მოთიაშვილი, გიორგი მუხათგვერდელი და გიორგი თოფურია ოთხადგილიანი, წყვილმოსასმელიანი ნავით მესამეზე გავიდნენ.

თანაგუნდელებს არც კანოისტები ჩამორჩნენ: დუშელმა მალხაზ ჭინჭარაშვილმა ჭაბუკებში 200 მეტრზე ყველა დაჯაბნა, 500 მეტრზე კი ვერცხლის მედალი ხვდა - მას აქ ბაქოელმა ნიკიტა საბლინმა მიასწრო ფინიშთან. ორადგილიანი კანოეთი 1994-95 წლებში დაბადებულმა გიორგი შაბურიშვილმა და გიორგი ჭინჭარაშვილმა (ორივე - დუშეთი) უფროსებში იასპარეზეს და 200, 500 და 1000 მეტრზე ბრინჯაოები დაისაკუთრეს.

ჩვენებურებს მასპინძლებმა აჯობეს. საგულისხმოა, რომ პირველ ადგილზე გასული ბაქოელთა ეკიპაჟი (სერგეი ბეზუგლი-მაქსიმ პროკოპენკო) ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მფლობელია. მეორე ადგილი ახალგაზრდებში ევროპის პრიზიორებს - ალექსეი კუპინსა და იგორ ბერესტიანოვს ერგოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
გია გაბედავა 23 წლამდე კანოეისტთა ევროპის ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა
ზაზა ნადირაძემ მესამე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო