საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში ყველაფერი თავდაყირა დადგა. ექვსი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში ბასკური "ბაიონი" "უდგას, რომელსაც...

ზირაქას დაწყებული გულივერამ გააგრძელა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში ყველაფერი თავდაყირა დადგა. ექვსი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში ბასკური "ბაიონი" "უდგას, რომელსაც სეზონის დაწყებამდე ელიტურ, პირველ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლთა შორის მოიაზრებდნენ. კიდევ ერთი მოულოდნელობა ყველაზე ქართული ფრანგული კლუბის ლიდერთა შორის ყოფნაა. "მონპელიემ" ექვსი თამაშიდან ოთხი მოიგო და ახალა მესამე ადგილზეა. სასიხარულოა, რომ ზედიზედ მეორე ტურია, ქართველები მოედნიდან ულელოოდ არ გადიან. ამჯერად თავი მონპელიელმა მამუკა გორგოძემ გამოიჩინა.

მისი, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" შინ შარშანდელი ჩემპიონატის პლეი ოფის მონაწილეს, აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს" მოუგო - 23:12.

თამაში მონპელიელთათვის უიღბლოდ დაიწყო და სტუმრები რომენ ტულეს ორი საჯარიმოს წყალობით დაწიანურდნენ - 0:6. მალე მასპინძელთა მგეზავმა ფრანსუა ტრინ-დუკმა ასევე ორი საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ტულემ 27-ე წუთზე ისევ შეძლო თავისიანების სამი ქულით დაწინაურება. შვიდ წუთში საქართველოს ნაკრების მეორეხაზელის, მამუკა გორგოძის დროც დადგა. "გულივერამ", რომელსაც ფაბიენ გალტიე ბოლო მატჩებში მესამე ხაზში, შვიდი ნომრის პოზიციაზე, ანუ ფლანკერად ათამაშებს, ლელო გაიტანა. არგენტინელმა გარემარბმა მარტინ მოიანომ გარდასახა - 13:9.

ამის შემდეგ მონპელიელებს მატჩის სადავეები ხელიდანა აღარ გაუშვიათ და ჩემპიონატში მეოთხე გამარჯვება მიითვალეს. გორგოძემ სრულად ითამაშა. ჟღენტი სათადარიგოთა შორის იყო, შველიძე, ჩხაიძე და ნარიაშვილი განაცხადში არ იყვნენ. არ უთამაშიათ კასტრელ ქართველებსაც.

"მონპელიეს" კვალში უდგას დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივი", რომელმაც სტუმრად უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა ფრანგული რაგბის ერთ-ერთი გრანდი, პარიზული "სტად ფრანსე" - 29:27.

აღსანიშნავია, რომ 55-ე წუთისთვის მასპინძლები 27:12-ს იგებდნენ და, როგორც ჩანს, გამარჯვება ნაადრევად ირწმუნეს. ბრიველებმა კი, პირიქით - ფარ-ხმალი არ დაყარეს, მეტოქეს ორი ლელო გაუტანეს. მეორე, გამარჯვების ლელოს გატანა კი სულაც კაცნაკლულებმა 77-ე წუთზე მოახერხეს. შუალედში კი ერთი საჯარიმოც მიითვალეს და პარიზიდან უმნიშვნელოვანესი ოთხი ქულა წამოიღეს.

ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს. კაკოვინი თადარიგში გახლდათ, თუმცა არ უთამაშია.

დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" სტუმრად დამარცხდა გათამაშების ლიდერ "ბაიონთან" - 16:18. საფრანგეთის ჩემპიონი სათანადოდ ვერ ირჯებოდა, ერთადერთი ვინც "ვულკანების" შემადგენლობაში გამოირჩეოდა, ფიჯელი გარემარბი ნაპოლეონი ნალაგა იყო. ზირაქაშვილი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო.

დავით ქუბრიაშვილის "ტულონი" საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ აუტსაიდერს, ბექა შეყლაშვილის "აჟენს" გაუსწორდა - 41:10. ტულონელებს 21 ქულა ინგლისის ნაკრების მგეზავმა ჯონი ვილკინსონმა მოუტანა (ორი ლელო, ოთხი გარდასახვა, ორი საჯარიმო). შეყლაშვილი თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო. ცხრა წუთის შემდეგ მოედნზე ქუბრიაშვილიც გამოჩნდა.

საფრანგეთი. I დივიზიონი

VI ტური

ბაიონი-კლერმონი 18:16, ტულონი-აჟენი 41:10, პერპინიანი-ბურგუენი 27:20, მეტრო რასინგი-ლა როშელი 43:18, სტად ფრანსე-ბრივი 27:29, მონპელიე-კასტრი 23:12, ბიარიცი-ტულუზი 25:20.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბაიონი - 21 ქულა, 2. მეტრო რსინგი - 18, 3. მონპელიე - 17, 4. ტულუზი - 17, 5. კლერმონი - 15, 6. ბრივი - 15, 7. ტულონი - 15, 8. პერპინიანი - 14, 9. ბიარიცი - 14, 10. სტად ფრანსე - 14, 11. კასტრი - 14, 12. ლა როშელი - 9, 13. აჟენი - 7, 14. ბურგუენი - 6.

VII ტური

ტულუზი-ბაიონი, პერპინიანი-სტად ფრანსე, კასტრი-ბრივი, მეტრო რასინგი-ბურგუენი, ლა როშელი-ბიარიცი, ტულონი-კლერმონი, აჟენი-მონპელიე.

ელიტურ, მეორე დივიზიონში სამი მატჩიდან სამივე მოიგო გურამ კავთიძის "ლიონმა", რომელმაც მესამე ტურში შინ დაამარცხა "დაქსი"-28:13. კავთიძე განაცხდაში არ იყო.

ზედიზედ მეორე თამაში წააგო მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა". ჩვენებურთა გუნდი შინ ვერაფერს გახდა გათამაშების ლიდერ "ალბისთან" - 24:30. მაგრაქველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს. მირცხულავას არ უთამაშია.

მიჯრით ორი მარცხის შემდეგ პირველად მოიგო გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა". "ალპელებმა" შინ დაამარცხეს დივიზიონის დებიუტანტი "კარკასონი" - 31:18. მენაბდიშვილს არ უთამაშია.

II დივიზიონი

III ტური

მონ დე მარსანი-ოში 35:11, ტარბი-ალბი 24:30, ორიაკი-ექსი 36:9, გრენობლი-კარკასონი 31:18, ოიონაქსი-ბორდო 26:9, ლიონი-დაქსი 28:13, კოლომიე-პო 33:19, ნარბონი-სენტ ეტიენი 15:24

სატურნარო მდგომარეობა

1. ალბი - 13 ქულა, 2. ლიონი - 12, 3. ოიონაქსი - 11, 4. ორიაკი - 10, 5. მონ დე მარსანი - 10, 6. კოლომიე - 8, 7. პო - 8, 8. გრენობლი - 7, 9. ტარბი - 6, 10. ნარბონი - 5, 11. კარკასონი - 5, 12. ბორდო - 5, 13. ექსი - 4, 14. ოში - 2, 15. დაქსი - 0, 16. სენტ ეტიენი - 0.

IV ტური

ოში-ექსი, დაქსი-კოლომიე, ორიაკი-პო, ალბი-ნარბონი, გრენობლი-ბორდო, ოიონაქსი-კარკასონი, სენტ ეტიენი-ტარბი, მონ დე მარსანი-ლიონი.

surameli
აუ, საფრანგეთის მეორე ლიგაზეც დაწერეთ ხოლმე რა;) წინასწარ მადლობა:)
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა