რუსეთიდან დაბრუნებული თავდამსხმელის აზრით, საქართველოში ნაღდი საფეხბურთო ატმოსფერო არაა

გორის "დილასა" და მარტვილის "მერანის" შეხვედრა (4:2) არა მხოლოდ იმით იყო გამორჩეული, რომ უხვგოლიანი გამოდგა. დიდი ხნის შესვენების შემდეგ მათე ვაწაძემ პირველად შეასრულა ჰეთ-თრიქი და გორელთა წარმატება განაპირობა.

ტურის გამორჩეულ მოთამაშეს ინტერვიუ ჩამოვართვით. მათე ვეღარ იხსენებს, ბოლოს სამი გოლი ვის გაუტანა:

- ჰეთ-თრიქი ბოლოს საქართველოს თასზე 2008 წელს შევასრულე, მაგრამ რომელ გუნდთან, ეს აღარ მახსოვს. შარშან რუსეთში, "ვოლგას" ორმხრივ მატჩში, ოთხი გოლი გავიტანე, მაგრამ ეს ოფიციალური შეხვედრა არ ყოფილა.

- თავდამსხმელისთვის ჰეთ-თრიქი ყოველთვის მოვლენაა...

- მე ამას ვერ ვიტყოდი, რადგან საკუთარი თავით ჯერ კმაყოფილი არ ვარ. "მერანთან" თამაში კარგად წაგვივიდა და ბევრი მომენტი შევქმენით. პირადად იმდენი მომენტი მქონდა, ვალდებულიც ვიყავი, მეტიც გამეტანა. ამას გულწრფელად ვამბობ და სულაც არ მსურს მეტოქის დაკნინება. ჩემთვის კი მთავარია, ფორმა აღვიდგინო.

- ტრავმა თავს კიდევ გახსენებს?

- დიახ, რადგან კუნთი დღემდე საბოლოოდ არ მომირჩენია და ყოველი თამაშის წინ და შემდეგ მასაჟებს ვიკეთებ. ამტკივდება თუ არა, ამინდზეც არის დამოკიდებული.

- კუნთი თუ გაწუხებს, ხელოვნურ საფარზე თამაშსაც უნდა ერიდებოდე...

- სახიფათოა, მაგრამ ჩვენთან შეხვედრების დიდი ნაწილი ხელოვნურ საფარზე იმართება და ამას რომ ვუყურო, ნახევარი წელი გამიცდება.

- საერთოდ, მოედნებზე რას იტყვი?

- სამწუხაროა, საქართველოში კარგი მოედნები თითქმის რომ არ არის. რუსეთიდან ჩამოსული ამ ყველაფერს ყურადღებას უფრო ვაქცევ. ჯერ ნაღდი საფეხბურთო ატმოსფეროც არაა.

- ეს ყველაფერი სათამაშო განწყობაზეც აისახება?

- შეუძლებელია, არ დაგეტყოს. როგორია, გასახდელში შედიხარ და შუქი არ არის! ფეხბურთი მარტივი თამაშია, შეხვედრამდე განწყობა გჭირდება. როდესაც თამაშისთვის ემზადები და მოედანზე გადიხარ, მაშინ წვრილმანი არ არსებობს. მაგალითად, ზუგდიდში რომ ვითამაშეთ, ასეთი ცუდი ხალიჩა არსად მინახავს.

- ანუ საქართველოს ჩემპიონატში უკეთესობას ვერ ამჩნევ ?

- მასეც ვერ ვიტყვი, რადგან გამოჩნდა გუნდები, სადაც მოთამაშეებს სოლიდური ანაზღაურება აქვთ. მერწმუნეთ - ეს პატარა ამბავი არ არის. მაგალითად, თბილისის "დინამო" ჩემი ყოფილი კლუბია და მიხარია, იქ მოთამაშეები თავს კარგად რომ გრძნობენ. იმავეს ვიტყოდი გორის "დილაზეც". პირობების გაუმჯობესების გარეშე კი საერთო დონე ვერ აიწევს.

- საქართველოს ჩემპიონატის დონეზე რაღას იტყვი?

- პატარა წინსვლა ამ კუთხითაც არის. გუნდებს ბაზებს და სტადიონებს უკეთებენ, რაც ბევრს ნიშნავს და გუნდების განვითარებას აუცილებლად შეუწყობს ხელს. მართლაც ძალიან მომეწონა "დინამოს" ბაზა. ახლა "დილასაც" უშენებენ სტადიონსა და ბაზას.

თუმცა, კარგი იქნება, უმაღლესი ლიგის შეხვედრებს ხელოვნურ საფარზე თუ არ ჩაატარებენ და მოედნების ხარისხი გაუმჯობესდება. არ მინდა დაკონკრეტება, მაგრამ ნაქებ მოედნებზეც ვითამაშე და ვერ ვიტყვი, რომ გაოცებული დავრჩი. შესაძლოა, სასურველ მდგომარეობაში იმიტომ არ არის, მძიმე ზამთარი რომ გადავიტანეთ.

- ახალი მწვრთნელების მოსვლით "დილაში" რა შეიცვალა?

- მახარაძე უფრო დაცვით ფეხბურთს გვათამაშებდა და საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე მეტს ფიქრობდა. შალამბერიძე და ცეცაძე კი ითხოვენ, რომ მეტი ყურადღება შეტევას მივაქციოთ და თანაც, ლამაზად ვითამაშოთ.

მიაჩნიათ, რომ "დილას" იმხელა პოტენციალი გააჩნია, მეტოქეები იქით უნდა შევაწუხოთ და მხოლოდ დაცვაზე ვაფიქროთ. ასეც არის, ჩვენთან მართლაც ბევრი ძლიერი მოთამაშეა და ნებისმიერ მეტოქეს უნდა ვუტევდეთ.

ათი დღეა გასული, რაც შალამბერიძე და ცეცაძე დანიშნეს და ვნახოთ, მათი ჩანაფიქრით რა გამოგვივა. თუმცა, "მერანთან" მოგების შემდეგ თავად მარტვილელები ამბობდნენ, რომ არც ერთ მეტოქესთან ასე არ დაჩაგრულან.

"დილას" მართლაც აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, მაგრამ ამას შენარჩუნება უნდა. ჯერ ხომ ისიც არ ვიცით, ამ შემადგენლობით როდემდე ვითამაშებთ.

- შესაბამისად, გაურკვეველია, დარჩები თუ არა გუნდში?

- დიახ, გაურკვეველია. ალბათ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რა შედეგს ვაჩვენებთ საქართველოს თასზე და გავამართლებთ თუ არა იმედებს.

- "დილაში" უკვე 6 გოლი გაიტანე. სეზონის ბოლოს რა შედეგი იქნება შენთვის მისაღები?

- ვერ გეტყვით და არც მიყვარს ამაზე ლაპარაკი, რადგან ცუდად მაქვს დაცდილი. რაც მეტს გავიტან, მით უკეთესი.

- საქართველოში რაც უნდა კარგი პირობები გქონდეს, დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა, ამბიციური თავდამსხმელი ისევ უცხოეთში წასვლაზე იფიქრებ...

- რა თქმა უნდა, ეს დასამალი არც არის. ყველა ფეხბურთელს სახლში ყოფნა ურჩევნია, თუკი ქვეყანაში კარგ პირობებს გიქმნიან და უზრუნველყოფილი ცხოვრება გაქვს. მაგრამ უცხოეთში დონეც მეტია, პირობებიც და ასარჩევიც არაფერია. ფეხბურთელი კი ყოველთვის უკეთეს პირველობაზე თამაშს ფიქრობს.

მქონდა "ანორთოსისისა" და "კარპატის" შემოთავაზებები. მიზეზთა გამო ახლა საქართველოში ვთამაშობ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, ზაფხულში სად ვიქნები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?