მიუნხენის "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე "მარსელის" თავკაცმა შედეგს აბსოლუტურად კანონზომიერი უწოდა
"მარსელის" მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის "ბაიერნთან" (0:2) ზედიზედ მეორე მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ მეტოქე მის გუნდზე ერთი თავით მაღლა იდგა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ფრანგთა თავკაცმა საბოლოო შედეგს აბსოლუტურად კანონზომიერი უწოდა.

"როდესაც ამგვარ ტურნირში გამოსვლას ასრულებ, იმედგაცრუებას განიცდი. ახლა ფიზიკური და ფსიქოლოგიური კონდიციები უნდა აღვიდგინოთ. რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ.

სხვათა შორის, "ბაიერნისგან" ჩვენს გუნდს ერთი არსებითი რამ განასხვავებს - ყველა მატჩში ბოლომდე უნდა დაიხარჯო და შეცდომებს ერიდო. დღეს ასე არ მოხდა. პირველი ტაიმის შემდეგ ჩემი მოთამაშეებისთვის ოთხი გოლის გატანა არ მითხოვია. მეორე ტაიმში, უბრალოდ, საკუთარი პრესტიჟისთვის უნდა გვებრძოლა. რა თქმა უნდა, ვცდილობდით, ერთი გოლი მაინც გაგვეტანა ან უბრალოდ, მეტოქისთვის ხელი შეგვეშალა.

ანგარიშის გახსნის შანსი გვქონდა, მაგრამ ჯერ მორელი, რემი და მბია შეცდნენ, შემდეგ კი "ბაიერნმა" პირველივე სახიფათო მომენტი გოლად აქცია.

არ არის გასაკვირი, რომ შემდეგ ეტაპზე სწორედ მიუნხენელები გადიან, განსაკუთრებით პირველი შეხვედრის შედეგს თუ გავითვალისწინებთ. მაგრამ ჩვენ საკუთარი თავით უნდა ვიამაყოთ. წინა ეტაპზე საკუთარი შანსი გამოვიყენეთ, მაგრამ ამჯერად იმ შედეგის გამეორება ძალიან რთული იყო.

ჩვენი ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ადრე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არ უთამაშიათ, ეს სასარგებლო გამოცდილება იყო", - აღნიშნა დეშამმა.

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო