საქართველოს 19-წლამდელთა თავკაცმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის სამზადისზე ისაუბრა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდისთვის ემზადება. მთავარმა მწვრთნელმა ოთარ კორღალიძემ 24 მოთამაშე გამოიძახა და მალე გუნდი პორტუგალიაში ოთხთა ტურნირზე ითამაშებს.

19-წლამდელთა პირველი შეკრებისგან განსხვავებით, ამჯერად კორღალიძემ ლეგიონერები გამოიძახა, მაგრამ მხოლოდ არნემის "ვიტესის" ნახევარმცველს, ვაკო ყაზაიშვილსა და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველ დავით კოხიას ელის.

ჩვენი ინტერვიუც ამ თემაზე ლაპარაკით დავიწყეთ.

- ყველა ლეგიონერის გამოძახება რატომ ვერ მოხერხდა?

- ცხადია, ბოლოსწინა შეკრებაზე ყველა წამყვანი მოთამაშის ნახვა მსურდა: "იაგელონიადან" მოვიწვიე მერაბ გიგაური, "ორჰუსიდან"- დავით სხირტლაძე, "ვიტესიდან" კი - გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი. მაგრამ მხოლოდ ყაზაიშვილი გამოუშვეს.

ესეც მერაბ ჟორდანიას დამსახურებაა, თორემ კლუბი სეზონის მსვლელობისას მოთამაშეების გაშვებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, რადგან შეკრება უეფას კალენდარულ დღეებს არ ემთხვეოდა.

- ქართველი გულშემატკივრისათვის უცნობი მოთამაშეა დავით კოხია...

- ადრეც ვთქვი და ვიმეორებ, გვაინტერესებს ამ ასაკის ყველა მოთამაშე საქართველოშიც და უცხოეთშიც. კოხია საყრდენია და როდესაც დავინტერესდი, ძალიან შეგვიქეს. "ვოლგას" მცველმა, გია გრიგალავამაც იგივე გაიმეორა, რომ ამ ბიჭს დუბლშემადგენლობაში სისტემატურად ათამაშებენ, ხშირად კი ძირითად გუნდში ვარჯიშობს.

თუმცა კოხია პორტუგალიაში ვერ მიგვყავს, რადგან რუსული პასპორტი აქვს და მისი საკითხის მოგვარებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ტყუილად არ გამოგვიძახია. დავაკვირდებით და ამ შეკრებაზე წარმოდგენა შეგვექმნება, რეალურად რა შესაძლებლობები გააჩნია.

სხვათა შორის, კიდევ ერთი საინტერესო მოთამაშე შევიგულეთ, რომელსაც ადრეც აკვირდებოდნენ და თუ საშუალება გვექნება, უნდა ჩამოვიყვანოთ - ლუკა ჩხაიძე. ის ქართველი ემიგრანტის შთამომავალია და "მიუნხენ 1860"-ის ასაკობრივ გუნდში თამაშობს. მასზე ინფორმაციებს ვაგროვებ, თამაშობს თუ არა სისტემატურად, რა დონის მოთამაშეა და ა.შ.

- ნაკრები უკვე გაიცანით და კვიპროსში ამხანაგური შეხვედრებიც ჩაატარეთ. გუნდზე როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- გუნდზე სრულყოფილი წარმოდგენა ვერ შევიქმენით, რადგან კვიპროსში ჩასაფრენად ხანგრძლივი მგზავრობა დაგვჭირდა - 18 საათი ვიფრინეთ და სამი რეისი გამოვიცვალეთ. პირველ შეხვედრაზე მოთამაშეები მოედანზე გადაღლილები გავიდნენ და ვერ ვიტყვი, რომ ასეთ პირობებში თავისი შესაძლებლობები სრულად გამოავლინეს.

"კვიპროსმა" პირველ ტაიმში გვაჯობა, მეორე ნახევარში კი უპირატესობა გვქონდა და ანგარიში გავათანაბრეთ. მეორე მატჩი კი ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა და სამი რეალური საგოლე მომენტიც შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ამის მიუხედავად, თემურ ქეცბაია, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, ჩვენი თამაშით კმაყოფილი დარჩა.

ზემოთქმულის გარდა, სხვა სახის პრობლემასაც წავაწყდით: რატომღაც ისე მოხდა, რომ მხოლოდ 15 მოთამაშე წავიყვანეთ. ახლა გაცილებით უკეთესი შემადგენლობა გვყავს და მიმაჩნია, რომ საინტერესო გუნდი გვეყოლება.

- 17-წლამდელთა წარმატებამ გულშემატკივართა მადა გაზარდა და ახლა თქვენგანაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას ელიან...

- ვასილ მაისურაძესა და მერაბ კაციტაძეს უდიდეს წარმატებას ვულოცავ. მონდომებული მუშაობით მათ ეს წარმატება დაიმსახურეს და მიხარია, საქართველოს ამხელა სიხარული რომ მიანიჭეს.

ცხადია, ჩვენი მუშაობაც ამისკენ არის მიმართული და ვისურვებდი, მათი წყალი გადმოგვსხმოდეს; მაგრამ ისეც ნუ ვიტყვით, რომ ფინალურ ეტაპზე აუცილებლად უნდა გავიდეთ.

ასეთ ტურნირებში და ამ ასაკში ძალიან ბევრს ნიშნავს მასპინძლობის ფაქტორი. ჩვენ კი ხორვატიას ვესტუმრებით, რომელსაც მდიდარი საფეხბურთო ტრადიციები გააჩნია და არავისზე ნაკლები გუნდი ჰყავს. მაგალითისთვის კვიპროსთან შეხვედრებს მოვიყვან. საქართველოში რომ გვეთამაშა, ორივეჯერ აუცილებლად მოვიგებდით.

მთავარია, როგორ აეწყობა ელიტრაუნდში საქმეები. თუმცა ყველაფერი მაინც ჩვენზეა დამოკიდებული.

- პორტუგალიაში გამგზავრებისა და თამაშების გრაფიკი ცნობილია. დასკვნით შეკრებას როდის გეგმავთ?

- სავარაუდოდ, შეკრებას 10 მაისს დავიწყებთ. ხორვატიაში ელიტრაუნდის შეხვედრები 25 მაისს იწყება და გვსურს, 20 მაისს გავემგზავროთ. უკიდურეს შემთხვევაში, 22-23 მაისს ჩავალთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ბოლო შეკრება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. 3 მეკარისა და 20 მოთამაშის გამოძახებას ვაპირებ. სერიოზული მზადება იგეგმება და მოთამაშეები ბაზაზე დარჩებიან, გარეთ გასვლა და გართობა გამოირიცხება.

რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა საკონტროლო შეხვედრების ჩატარებაც და იქნებ სომხეთის ან აზერბაიჯანის ნაკრები ჩამოვიყვანოთ. თუმცა ეს საკითხი ჯერაც გადასაწყვეტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა