55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ხუან მანუელ ლოპესი ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა
55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, პუერტორიკოელი ხუან მანუელ ლოპესი ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა პუერტო რიკოს საკრივო კომისიამ.

გარდა ამისა, მოკრივეს 100 საათით საზოგადოებრივი შრომა მოუწევს და ჯარიმის სახით 10 ათას დოლარს გადაიხდის.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ლოპესის მხრიდან რეფერის შეურაცხყოფა. ინციდენტი 10 მარტს, მექსიკელ ორლანდო სალიდოსთან ბრძოლის დროს მოხდა.

წაგებული შეხვედრის შემდეგ ლოპესმა მსაჯი ტოტალიზატორში თამაშში დაადანაშაულა. არბიტრმა ბრძოლა მე-10 რაუნდში შეაჩერა, რადგან ჩათვალა, რომ ნოკდაუნის შემდეგ პუერტორიკოელი ვერ შეძლებდა ბრძოლის გაგრძელებას. ამასთან, ათი რაუნდის შემდეგ ლოპესი ორი მსაჯის ჩანაწერების მიხედვით იგებდა შეხვედრას, ერთ მსაჯს კი ფრე ჰქონდა დაფიქსირებული.

ცნობილმა პრომოუტერმა ბობ არუმმა ლოპესის დისკვალიფიკაციას "აბსურდული" უწოდა.

"ეს ძალიან მკაცრი გადაწყვეტილებაა, მით უმეტეს, რომ ლოპესი ახალი გამოსული იყო ნოკდაუნიდან და ტვინის შერყევა ჰქონდა მიღებული. ამ გადაწყვეტილებას ლოგიკურს იმ შემთხვევაში ვუწოდებდი, მოკრივეს განცხადება საღ გონებაზე რომ გაეკეთებინა, მაგრამ სიტუაცია სხვაგვარი იყო. ეს იგივეა, რომ ვიღაც დასაჯო სიმთვრალისას გაკეთებული განცხადებების დროს", - ამბობს არუმი.

ლოპესის წარმომადგენლები დისკვალიფიკაციის გასაჩივრებას აპირებენ. 2013 წელს, როცა პუერტორიკოელს საკრივო ლიცენზიას დაუბრუნებენ, მას 30 წელი შეუსრულდება. ადრე მოკრივე აცხადებდა, რომ ერთწლიანი დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, შესაძლოა, კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღოს.

უფრო ადრე, 13 მარტს, ლოპესს ერთწლიანი სასჯელი გამოუწერა მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციამაც (WBO). პუერტორიკოელი მონაწილეობას ვერ მიიღებს WBO-ს ეგიდით გასამართ ბრძოლებში და გარიცხულია ამ ორგანიზაციის რეიტინგიდან.

ამასობაში ძმები კლიჩკოების მენეჯმენტი ვლადიმერ კლიჩკოსთვის ახალ მეტოქეს ირჩევს. არჩევანი უნდა გაკეთდეს კრის არეოლასა და სეტ მიტჩელს შორის.

არეოლა ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მიტჩელი კი კრივში ამერიკული ფეხბურთიდან მივიდა. პროფესიული კარიერა 2008 წელს დაიწყო და მას შემდეგ 24 ბრძოლა მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. მისი ბოლო მსხვერპლი გახდა ცნობილი უზბეკი თიმურ იბრაჰიმოვი. მიტჩელი ამჟამად მე-7 ადგილს იკავებს WBO-ს რეიტინგში. ამავე კლასიფიკაციაში არეოლა მეოთხე მოკრივეა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ კლიჩკოს 7 ივლისს აქვს დანიშნული ბრძოლა ამერიკელ ტონი ტომპსონთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად