საქართველოს ეროვნულ გუნდსა და A ნაკრებს თამაშის ერთი ხელწერა უნდა ჰქონდეთ
ჩვენმა გუნდმა მსოფლიოს რაგბის ოაზისში სამი შეხვედრა გამართა და სამივე მოიგო. ერთმა ინგლისურმა გუნდმა და უელსის კლუბების ორმა ნაკრებმა ქართველ მორაგბეებს ვერაფერი დააკლო.

"შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" გუნდის მწვრთნელმა ლევან მაისშვილმა, ეროვნული ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა და A ნაკრების კაპიტანმა ლექსო გუგავამ პრესკონფერენცია გამართეს.

ლევან მაისაშვილი, საქართველოს A ნაკრების მწვრთნელი:

"ადრეც არაერთხელ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ, რომ საქართველოს ეროვნულ და A ნაკრებებს შორის მჭიდრო ურთიერთობა არსებობს. მუდმივად ვცდილობთ, რომ ამ გუნდებს თამაშის ერთი ხელწერა ჰქონდეთ.

ამჯერად გუნდი ფორსირებულად შევკრიბეთ. ბევრი სასურველი მოთამაშე, სამწუხაროდ, ვერ წავიყვანეთ. ლეგიონერები, ვინაიდან სანაკრებო ფანჯარა არ იყო, კლუბებმა არ გამოუშვეს, ზოგი ტრავმირბული იყო, რამდენიმე ტურნეს მსვლელობისას დაგვიშავდა, ერთი სიტყვით, პრობლემები ბევრი გვქონდა.

გუნდში მოთამაშეების გამოძახებისას აქცენტი მათზე კეთდება, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში ვერ ხვდებიან, მაგრამ გუნდის მწვრთნელებისთვის საინტერესონი არიან. ამ ტურნეში მონაწილე მორაგბეებს დავყოფდი სამ ჯგუფად.

პირველნი, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის რეალური კანდიდატები არიან, მეორენი ახალგაზრდა მორაგბეები არიან, რომლებსაც სამომავლო პერსპექტივა გააჩნიათ და მესამენი ის მოთამაშეები არიან, რომლებიც სხვადასხვა პრობლემურ პოზიციებს ავსებენ. ყველა მათგანის გამოძახება ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან შეთანხემბით ხდება.

სამივე მატჩი საკმაოდ სერიოზულ გუნდთან გვქონდა. განსაკუთრებით ძლიერი მეტოქე კი მეორე მატჩში გვერგო. უელსის კლუბების ნაკრებმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, თუმცა მისი დამარცხებაც შევძელით.

ვფიქრობ, ამ შეხვედრებში მიღწეულმა გამარჯვებამ ნაკრების თითოეულ მოთამაშეს საკუთარ ძალებში მეტი რწმენა შესძინა, მათთვის ეს ტურნე ფასდაუდებელი გამოცდილება იყო.

ზუსტად ათი წლის წინათ 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ვიყავი და ევროპის ჩემპიონატზე მამუკა გორგოძის და მერაბ კვირიკაშვილის თაობამ უელსის ნაკრებთან ექვსი ქულის სხვაობით წააგო. არადა, იმ თამაშის მოგება ნამდვილად შეგვეძლო. ამის გამო დღემდე მქონდა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, რადგან მაშინ ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო დავმარცხდით. გუნდმა ვერ დაიჯერა, რომ უელსელების დამარცხება შეეძლო. ვფიქრობ, რომ ეს კომპლექსი საქართველოს A ნაკრებმა გადალახა.

ჯერჯერობით, ჩვენთვის უცნობია, წელს კიდევ ითამაშებს თუ არა საქართველოს A ნაკრები. უახლოეს დღეებში დავსხდებით, ყოველივეს გავაანალიზებთ და სამომავლო გეგმებსაც დავსახავთ"

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი:

"ბრიტანული ტურნე საქართველოს რაგბის კავშირის გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო. მისი მიზანი, რაც შეიძლება მეტი მოთამაშის საქმეში ხილვა იყო. ნაკრები გამოცდილი და ახლაგაზრდა მოთამაშეების ნაზავს წარმოადგენდა. მათ შანსი მიეცათ შესაძლებლობები წარმოეჩინათ.

საქართველოს A ნაკრების მწვრთნელები შეეცადნენ, გუნდს ეროვნული ნაკრების სტილში ეთამაშა. ეს აუცილებელია, რადგან ამ ნაკრებში ნათამაშები მორაგბის ინტეგრაცია ეროვნულ გუნდში უფრო იოლად ხდება. შედეგი, რაც საქართველოს A ნაკრებმა აჩვენა, ძალიან კარგია.

ქართულმა გუნდმა, ბრიტანიულ მიწაზე სამ მატჩში, სამი ბრიტანული გუნდი რომ დაამარცხა, შესანიშნავია.

ტურნეში მონაწილე მორაგბეების დაახლოებით 90 პროცენტის თამაში ნანახი არ მქონდა. ამიტომ ჩემთვის ძალიან საინტერო იყო საქართველოს A ნაკრების მორაგბეების ხილვა.

ამ გუნდში იყო რამდენიმე მოთამაშე, რომლებსაც შეუძლიათ გარკვეული სამუშაოს შესრულების შემდეგ მოხვდნენ ეროვნულ ნაკრებში.

კონკრეტულად ვინ მყავს მხედველობაში, ამას ვერ გეტყვით. ერთი შემიძლია ვთქვა, A ნაკრების კაპიტანს, ლექსო გუგავას ეროვნულ ნაკრებში დავაბრუნებთ. მასთან ერთად, ქვეყნის მთავარ გუნდში მოხვედრის შანსი კიდევ ოთხ-ხუთ მორაგბეს აქვს. საკმაოდ ბევრს კარგი პოტენციალი გააჩნია, თუმცა უფრო უკეთ რომ ითამაშონ, ბევრი და ბევრი შრომა დასჭირდებათ"

ლექსო გუგავა, საქართველოს A ნაკრების კაპიტანი:

"როცა ნაკრების კვართი გაცვია, ცხადია, უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობ. ამ შემთხვევაში თითოეული ჩვენგანის მოტივაციას ისიც ზრდიდა, რომ თამაშებს თვალს ეროვნული ნაკრების მწვრთნელები ადევნებდნენ. ამიტომ ყველა ძალიან მონდომებულნი ვიყავით საკუთარი შესაძლებლობები წარმოგვეჩინა.

ვცდილობდით, ისეთ სტილში გვეთამაშა, როგორაც ეროვნული ნაკრები ასპარეზობს. მართალია, ყველაფერი ისე არ გამოგვდიოდა, როგორც საჭიროა, მაგრამ გავიმეორებ, რომ უდიდესი მონდომების ხარჯზე სამივე მეტოქის დამარცხება შევძელით. ისინი კი ნამდვილად ძლიერი გუნდები იყვნენ.

მეორე შეხვედრაში, კლუბების ნაკრებში, ნახევარზე მეტს უელსის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის გამოცდილება ჰქონდა მიღებული. ხუთი მორაგბე კი უელსის შვიდკაცა რაგბის ნაკრების წევრია. ასე რომ, ჩვენი ასპარეზობა ბრიტანეთში, ერთმნიშვნელოვნად უნდა შევაფასოთ, როგორც წარმატებული".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა