ბაქოს "ინტერის" პრეზიდენტი სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს
როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის პრემიერლიგის 26-ე ტურში კახა ცხადაძის "ინტერმა" ლენქორანში "ხაზართან" 0:2 წააგო.

სტუმრებმა შეხვედრა 9 მოთამაშით დაასრულეს, რადგან არბიტრმა ორი ფეხბურთელი მოედნიდან გააგდო, მათ შორის, ვალერი აბრამიძეც.

აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ბაქოს "ინტერის" მცველი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, მისი საქციელისთვის კი კლუბი - 4000 მანათით. დისციპლინარები ამტკიცებდნენ, რომ აბრამიძემ მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენაო.

ამ გადაწყვეტილებებზე კომენტარი "ინტერის" პრეზიდენტმა, ბულგარელმა გიორგი ნიკოლოვმა გააკეთა:

"ვნახე "ხაზართან" შეხვედრის სადავო ეპიზოდები და უმრავლეს შემთხვევაში, კვლავ პრეტენზიები გაგვაჩნია. სერიოზული კითხვები ჩნდება მსაჯების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ამიტომ დისციპლინარებს ვერ დავეთანხმები.

მათ თქვეს, რომ მსაჯთან დაკავშირებითაც ზომები უნდა მიეღოთ, მაგრამ არბიტრის გადაწყვეტილებები უცვლელი დარჩა. ჩემი აზრით, დისციპლინარებმა უფრო კონკრეტულად უნდა ილაპარაკონ, ვინაა მართალი და ვინ მტყუანი.

მჯეროდა, რომ ჩვენს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მაგრამ ეს არ მომხდარა. მესმის, რომ მსაჯთა და დისციპლინარულ კომიტეტს მსაჯის დაცვა სურს, მაგრამ ფეხბურთის ფედერაცია უპირველესად კლუბებისთვის არსებობს.

აქვე ვიტყვი, რომ მსგავს უსამართლობას წააწყდა არა მხოლოდ "ინტერი", არამედ ბევრი სხვა კლუბიც, მაგალითად, იგივე "ხაზარი", "ნეფთჩი"...

ყველაფერი გასაგები იქნებოდა, შეცდომა ახალგაზრდა, გამოუცდელ მსაჯს რომ დაეშვა, მაგრამ ფიფას არბიტრს ეს არ უნდა მოსდიოდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4
abramiZe 4 matCiT dasajes, ~interi” - 4000 manaTiT

rogorc cnobilia, azerbaijanis premierligis 26-e turSi kaxa cxadaZis ~interma” lenqoranSi ~xazarTan” 0:2 waago. stumrebma Sexvedra 9 moTamaSiT daasrules, radgan arbitrma ori fexburTeli moednidan gaagdo, maT Soris, valeri abramiZec.

azerbaijanis fexburTis federaciis sadisciplino komitetma baqos ~interis” mcveli 4-matCiani diskvalifikaciT dasaja, misi saqcielisTvis ki klubi - 4000 manaTiT. disciplinarebis amtkicebdnen, rom abramiZem msajs sityvieri Seuracxyofa miayena. am gadawyvetilebebze komentari ~interis” prezidentma, bulgarelma giorgi nikolovma gaakeTa: ~vnaxe ~xazarTan” Sexvedris sadavo epizodebi da umravles SemTxvevaSi, kvlav pretenziebi gagvaCnia. seriozuli kiTxvebi Cndeba msajebis gadawyvetilebebTan dakavSirebiT. amitom, disciplinarebs ver daveTanxmebi. maT Tqves, rom msajTan dakavSirebiTac zomebi unda mieRoT, magram arbitris gadawyvetilebebi ucvleli darCa. Cemi azriT, disciplinarebma ufro konkretulad unda ilaparakon, vinaa marTali da vin mtyuani.

mjeroda, rom Cvens sasargeblo gadawyvetilebas miiRebdnen, magram es ar momxdara. mesmis, rom msajTa da disciplinarul komitets msajis dacva surT, magram fexburTis federacia upirvelesad klubebisTvis arsebobs. aqve vityvi, rom msgavs usamarTlobas waawyda ara mxolod ~interi”, aramed bevri sxva klubic. magaliTad, igive ~xazari”, ~nefTCi”... yvelaferi gasagebi iqneboda, Secdoma axalgazrda, gamoucdel msajs rom daeSva, magram fifas arbitrs es ar unda mosdiodes”.

merab mamulaSvili

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა