უკრაინიდან ორი პოტენციური სპონსორი ბათუმელთა უმაღლესში გადასვლას ელის
ეროვნული ჩემპიონატის პლეი აუტის საწყის ხუთ ტურში ბათუმის "დინამომ" მხოლოდ ხუთი ქულა მოიპოვა და დღეისთვის მე-7 ადგილზეა. ამას კლუბის ხელმძღვანელობის საკადრო გადაწყვეტილება მოჰყვა - მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან სოსო ნასუაშვილი გაათავისუფლეს და მის ნაცვლად გია გურული დანიშნეს.

გურულს მკითხველის წინაშე ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება - გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ერთ-ერთი წარმატებული ქართველი ფეხბურთელი იყო. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ კი სამწვრთნელო და სამენეჯერო საქმიანობით იყო დაკავებული. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იგი ფრანგი ალენ ჟირესის თანაშემწე იყო და სამწვრთნელო გამოცდილება საფრანგეთშიც დააგროვა.

"ბათუმის "დინამოში" მუშაობა ჯერ კიდევ ორი წლის წინ შემომთავაზეს, მაგრამ მაშინ ოჯახთან ერთად საფრანგეთში ვცხოვრობდი და ამ წინადადებაზე უარის თქმა მომიწია. ახლა კი ჩემი ვაჟი, სანდრო, საქართველოში თამაშობს და ჩვენი ოჯახიც აქ არის", - უთხრა "ლელოს" გურულმა.

მას კლუბის მიზნებზეც ვკითხეთ:

"ბათუმის "დინამო" ისტორიული და ტრადიციული კლუბია. აქედან გამომდინარე, უმაღლეს ლიგაში უნდა თამაშობდეს და საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო უნდა იყოს.

ამ კლუბის მიმართ ყოველთვის მქონდა სიმპათიები და მოხარული ვარ, რომ "დინამოში" მუშაობის საშუალება მომეცა. კლუბის ხელმძღვანელობას ამბიციური გეგმები აქვს და შევეცდები, ამ მიზნების განხორციელებაში ჩემი წვლილი შევიტანო".

გურულის თქმით, მას მენეჯერობაზე მეტად ყოველთვის სამწვრთნელო საქმიანობა იზიდავდა და ახალ გამოწვევას დიდი ენთუზიაზმით შეეჭიდება. ამავდროულად, იმის მიუხედავად, რომ ფრანგული დიპლომები აქვს, თბილისში სამწვრთნელო კურსებზეც ივლის და ჯერ B, შემდეგ კი A ლიცენზიას დაეუფლება.

როგორც ბათუმელთა ახალმა თავკაცმა გვითხრა, ბოლო დროს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე ხშირად დადის და გარკვეულ პროგრესსაც ხედავს.

გურულმა ერთი საინტერესო ინფორმაციაც გაგვიმხილა - ბათუმის "დინამოს" უკრაინიდან ორი პოტენციური სპონსორი ჰყავს, რომელთა მოსაზიდადაც უმაღლეს ლიგაში გადასვლა აუცილებელი წინაპირობაა.

გურული ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო შეხვედრას 6 აპრილს მცხეთაში, "ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"