მსოფლიოს ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, იკვეთება ტურნირში მონაწილე ფავორიტი გუნდების შემადგენლობების კონტურები
მსოფლიოს ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, იკვეთება ტურნირში მონაწილე ფავორიტი გუნდების შემადგენლობების კონტურები. გუშინ, ამასთან დაკავშირებით, მოკლედ გესაუბრეთ და გაგაცანით NHL-ში მოთამაშე ის ჰოკეისტები, რომლებიც პლანეტის პირველობაზე აპირებენ გამოსვლას. დღეს უფრო ვრცლად გაგაცნობთ ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის - კანადის ნაკრების გეგმებს.

კანადელებმა უკვე დაიწყეს მზადება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც შვედეთსა და ფინეთში გაიმართება. გუნდის გენერალური მენეჯერის, კევინ ლოუს თქმით, კანადა მხოლოდ ოქროს მედლებს უმიზნებს და თან გონებაში აქვს სოჭის 2014 წლის ოლიმპიადა.

"ვეცდებით, რაც შეიძლება ძლიერი შემადგენლობა ჩავიყვანოთ ჩემპიონატზე. საქმე მხოლოდ სოჭის ოლიმპიადისთვის მზადებაში არ არის - რაც შეიძლება მაღალი ადგილი უნდა დავიკავოთ მსოფლიოს რეიტინგში ზაფხულის თამაშების წინ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს რეიტინგი ოლიმპიადის დროს ყველგან იქნება გამოყენებული: ჯგუფების შემადგენლობების დადგენიდან დაწყებული, ვარჯიშების დროის განსაზღვრით დამთავრებული.

ჯერჯერობით მეოთხე ადგილზე ვართ და ყველა მოთამაშეს, ვისაც გუნდში ვიწვევთ, ვაცნობთ ამ ინფორმაციას. ეს ყოველ ჰოკეისტს აძლევს საშუალებას, კარგად დაფიქრდეს გადაწყვეტილების მიღებამდე. მესმის, რომ NHL-ში სტენლის თასის მიღმა დარჩენა ან პირველი რაუნდიდან გავარდნა დიდი დარტყმაა მოთამაშის ამბიციებისთვის. მაგრამ საერთოდ მიღებულია, რომ ჰოკეისტებს, თუ ისინი ტრავმირებულები არ არიან, თამაშის სურვილი უნდა გააჩნდეთ", - განაცხადა ლოუმ.

შარშან კანადის ნაკრები მეოთხედფინალიდან გამოეთიშა ტურნირს და მაშინ გაისმა კრიტიკა იმ ჰოკეისტების მისამართით, რომლებმაც უარი თქვეს შეთავაზებაზე.

ამჯერად უკვე გამოთქვეს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის სურვილი კორი პერიმ და რაიან გეტცლაფმა (ორივე - "ანაჰაიმი"). სკანდინავიაში ელიან რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერს სტივენ სტემკოსს ("ტამპა ბეი"), ერიკ სტაალს, ჯეფ სკინერს ("კაროლინა"), ჯონ ტავარესს ("აილენდერსი"), რიკ ნეშსა ("კოლამბუსი") და დიონ ფანოფს ("ტორონტო").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა