16-წლამდელთა პლეი აუტში, მე-7-მე-8 ადგილებისთვის მატჩში "სამედიცინომ" "ზაზა" 85:12 დაამარცხა
ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში შედგა 16-წლამდელთა პლეი აუტის ერთი შეხვედრა, სადაც მე-7-მე-8 ადგილებისთვის ერთმანეთს "სამედიცინოსა" და "ზაზას" გუნდები დაუპირისპირდნენ.

მატჩი "მედიკოსთა" გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც მეტოქეს დამაჯერებლად, 85:12 სძლიეს.

შეხვედრა თავიდანვე თსსუ-ს სასარგებლოდ წარიმართა. პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა სამედიცინოს ხელიდან აღარ გაუშვია და მე-7 ადგილზე უპრობლემოდ დამკვიდრდა.

"ზაზას" შემადგენლობაში 22 ქულით იური ხალათიანი გამოირჩა, ხოლო 18 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი თორნიკე რაზმაძემ შეასრულა.

თსსუ-ს მხრიდან ყველაზე მეტი, 17 ქულა გიორგი დარსალიამ დააგროვა, ხოლო ორმაგი დუბლი ლუკა ზაქრაძის ანგარიშზეა - 16 ქულა და 10 მოხსნა. ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა ნიკოლოზ ლომიძეს, რომელმაც თსსუ-ს 16 ქულა და 9 მოხსნა შესძინა.

მე-5-მე-6 ადგილები კი "რუსთავისა" და "ავერსის" გუნდებმა გაინაწილეს. "რუსთავი 1"-მა საკუთარ მოედანზე დიდი სხვაობით, 94:59 დაამარცხა "ავერსი 1" და მე-5 ადგილი მოიპოვა. მასპინძლებმა თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს მეტოქეს და იოლი გამარჯვება მოიპოვეს.

"ავერსის" შემადგენლობაში ორმაგი დუბლით, 14 ქულითა და ამდენივე მოხსნით ლუკა მაჩაიძე გამოირჩა, ხოლო ქვემოქართლელთა შემადგენლობაში 17-17 ქულა დიმიტრი მეტრეველმა და ნუგზარ ტაბაღუამ მიითვალეს.

u-16.ge

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა