ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის კახეთის პირველობას ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სასპორტო სკოლის დარბაზმა უმასპინძლა
ახმეტაში ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სასპორტო სკოლის დარბაზმა უმასპინძლა კახეთის რეგიონალურ პირველობას 1999-2000 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის 8 წონით კატეგორიაში.

ამ ასაკის სპორტსმენებს ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ფესტივალში მოუწევთ ასპარეზობა. როგორც ცნობილია, ფესტივალი თბილისში გაიმართება, რაც დამატებითი მოტივაციაა ჩვენი ახალგაზრდა ათლეტებისა და მათი მწვრთნელებისთვის.

გამარჯვებულებისა და პრიზიორებისგან დაკომპლექტებულმა კახეთის ნაკრებმა თბილისში საქართველოს პირველობაზე იასპარეზა. ოქროს მედალი მოიპოვა ბაჩანა სარქისაშვილმა (30); ამავე წონაში ვერცხლის მედალი ხვდათ წილად დავით ნინიაშვილს, გიორგი სუხოშვილს (46) და ილია ბათურიშვილს (50). მესამე პრიზიორები გახდნენ გიორგი ახალაური (38), გიორგი ბათურიშვილი (50) და მიხეილ ხუცურაული (50). ყველა მედალოსანი ახმეტიდანაა.

კვარცხლბეკი

30 კგ. 1. ოთარ ტალახაშვილი (თელავი), 2. დავით ნონიაშვილი, 3. მიშიკო შათირიშვილი (ორივე - ახმეტა) და მიხეილ ბახუტაშვილი (თელავი).

34 კგ. 1. გიორგი თინაშვილი (დედოფლისწყარო), 2. ლევან ხაბარელი (საგარეჯო), 3. გიორგი ბაღოშვილი (ყვარელი) და დავით კურდღელაშვილი (საგარეჯო).

38 კგ. 1. ამირან დარბაისელი, 2. გიორგი მღებრიშვილი (ორივე - საგარეჯო), 3. გიორგი ახალაური (ახმეტა) და ნიკა კობაიძე (დედოფლისწყარო).

42 კგ. 1. ლაშა ბექაური (დედოფლისწყარო), 2.ნიკა ბასილაშვილი (საგარეჯო), 3. რობი მღებრიშვილი (ახმეტა) და ვალერი ჯავახიშვილი (დედოფლისწყარო).

46 კგ. 1. მიხეილ ბახბახაშვილი (თელავი), 2. გიორგი სუხოშვილი (ახმეტა), 3. ნიკა ზვიადაური (დედოფლისწყარო) და დათო ყაველაშვილი (ლაგოდეხი).

50 კგ. 1. ბაჩანა სარქისაშვილი, 2. ილია ბათურიშვილი 3. გიორგი ბათურიშვილი და მიხეილ ხუცურაული (ოთხივე - ახმეტა).

55 კგ. 1. ლაშა მათიაშვილი (საგარეჯო). 2. ელბრუსი თედეევი (ლაგოდეხი), 3. ალეკო ლორთლიშვილი (გურჯაანი) და კახა არჩემაშვილი (თელავი).

+55 კგ. 1.პაატა მარტაშვილი, 2. თორნიკე ფილაური, 3. ილია ელერდაშვილი (სამივე - საგარეჯო) და სოსო მარგალიტაშვილი (თელავი).

ლელა ხეჩოშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად