ქართულ ჩოგბურთში სანაკრებო სეზონი ახლოვდება, სადაც ქალთა ნაკრები "ფედერაციის თასის" გათამაშებაში იასპარეზებს
ქართულ ჩოგბურთში სანაკრებო სეზონი ახლოვდება. ჯერ ქალთა ნაკრები ჩაებმება "ფედერაციის თასის" გათამაშებაში; შემდეგ კი ესტაფეტას ვაჟთა გუნდი გადაიბარებს, რომელიც "დევისის თასზე" იასპარეზებს.

დრონი იცვლებიან და ერთადერთი, რაც უცვლელია, ეს ქალთა ნაკრების კაპიტანია - ლალი ზერეკიძე. რაც საქართველო დამოუკიდებლად ასპარეზობს "ფედერაციის თასზე" (1994 წლიდან), მას მხოლოდ ზერეკიძე კაპიტნობს. საქართველოს ნაკრები რეიტინგში 54-ე ადგილზეა და ის ევროპა-აფრიკის II ზონაში (უხეშად რომ ვთქვათ, მე-4 ლიგაში) ასპარეზობს.

ევროპა-აფრიკის II ზონის ტურნირი ქაიროში 18-21 აპრილს გაიმართება "გოლფ ელ სოლაიმანიას" კლუბში, სადაც თიხნარის კორტებია.

8 ნაკრები 2 ჯგუფად იასპარეზებს, რომელთა 2-2 გამარჯვებული ბოლოს I ზონის ორ საგზურს გაითამაშებს, ორი უარესი ნაკრები კი III ზონაში ვარდება.

საქართველოს გარდა, მონაწილეობენ: დანია, ფინეთი, ლატვია, ჩერნოგორია, ნორვეგია, სამხრეთი აფრიკა და თურქეთი. არ ვიცით, ასე დარჩება თუ არა, მაგრამ საქართველოს ნაკრებს სამი ჩოგბურთელი ჰყავს განაცხადში (მაშინ, როცა სხვებს - 4-4): ანა ტატიშვილი (80), სოფიო შაფათავა (268) და სოფიო ქვაცაბაია (376). შემადგენლობაში არ არის ჩვენი მეორე ჩოგანი მაკა ჩახნაშვილი (186), რომელმაც სანაკრებო კარიერა დიდი ხანია, დაასრულა.

მეტოქეებზე რა შეიძლება ითქვას? ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ, რომ დანია ფავორიტია, მაგრამ არა - მსოფლიოს მე-6 ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი არ თამაშობს. მათი საუკეთესო ჩოგბურთელი კარენ ბარბატი კი კლასიფიკაციაში ოდენ 655-ეა.

ლატვიელებს არ ეყოლებათ ლიდერი ანასტასია სევასტოვა (264). აფრიკის გუნდიც, წესით, ძლიერი უნდა იყოს, თუმცა ეგვიპტეში არ ჩადის მათი პირველი ჩოგანი ჩენელ სხეეფერსი (40) და არც მეორე - ჩენელ სიმონდსი (198). მართალია, თურქებს რეიტინგის მოწინავე 200-ეულის არავინ ჰყავთ, მაგრამ სხვებთან შედარებით, მათი გუნდი დაბალანსებულია.

ჩვენი დასკვნა ასეთია - საქართველომ, რომელსაც ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავს ასეულიდან, ევროპა-აფრიკის I ზონის საგზური უნდა მოიპოვოს, იმდენად ძლიერი შემადგენლობა ჰყავს მეტოქეებთან შედარებით.

ვაჟთა ნაკრები "დევისის თასის" ფსკერზეა - ევროპა-აფრიკის III ზონაში. იქიდან აღარავინ ვარდება. ტურნირი სოფიაში 2-5 მაისს გაიმართება. 13 ნაკრები 4 ჯგუფში გადანაწილდება. მონაწილეთა სია ასეთია: საქართველო, ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ლიტვა, მაკედონია, მალტა, ჩერნოგორია, ნორვეგია და სან მარინო.

ვიქტორ ბაქშისაც სამი ჩოგბურთელი ჰყავს გამოძახებული: გიორგი ცივაძე, ალექსანდრე მეტრეველი და მიხეილ ხმიადაშვილი. ლიტვის გარდა, ყველა ნაკრები ძალიან სუსტია, სამწუხაროდ, მათ შორის - ჩვენიც. ვაჟთა მსოფლიო რეიტინგის ათასეულის ერთი წარმომადგენელიც არა გვყავს. რას ვიზამთ, ასეთია რეალობა დღევანდელ ქართულ ვაჟთა ჩოგბურთში...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე