სანამ უეინ რუნის "ევერტონთან" შეხვედრიდან გაათავისუფლებდა, სერ ალექს ფერგიუსონმა მას "ჭკუა გამოურეცხა". "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულ მწვრთნელს...

სანამ უეინ რუნის "ევერტონთან" შეხვედრიდან გაათავისუფლებდა, სერ ალექს ფერგიუსონმა მას "ჭკუა გამოურეცხა". "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულ მწვრთნელს 24 წლის ფორვარდისთვის კატეგორიულად უთქვამს, ამიერიდან სწორ გზას აღარასოდეს გადაცდეო. როგორც ჩანს, ინგლისურმა მას-მედიამ ჯეროვნად ვერ აღწერა, როგორ იმოქმედა ფერგიზე მისი საყვარელი ფეხბურთელის "სექს სკანდალმა" - მოგეხსენებათ, კვირაზე მეტია, რაც ბრიტანული გაზეთების პირველი გვერდებიდან არ ჩამოდის ამბავი იმის შესახებ თუ როგორ ღალატობდა რუნი ფეხმძიმე ცოლს 1200 გირვანქად ღირებულ მეძავთან.

მაინც, რატომ არ ათამაშა ფერგიუსონმა რუნი შაბათს მისი ბავშვობის გუნდთან, "ევერტონთან"? თავად მწვრთნელმა განაცხადა, რომ არ უნდოდა "ევერტონის" ფანებს თავიანთი ოდინდელი კერპისთვის ტრიბუნებიდან შეურაცხყოფა მიეყენებინათ და დღეს, როდესაც მას ცხოვრებაში რთული პერიოდი უდგას, დამატებით დაეთრგუნათ, "იუნაიტედიდან" კი ხმა გამოვიდა, რომ სინამდვილეში ამით სერ ალექსმა რუნი სულელური საქციელისთვის დასაჯა. შოტლანდიელი გაბრაზებულია, თავდამსხმელმა თავი ასეთ დღეში რომ ჩაიგდო და მკაცრად მოსთხოვა მომავალში სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამს მეტი იფიქროს.

"ევერტონთან" შეხვედრამდე 24 საათით ადრე რუნიმ ჩვეულებრივ ივარჯიშა გუნდთან ერთად და სასტუმრო "ლოურიშიც" შეკრებაზე თანაგუნდელებთან ერთად იყო. სხვათაშორის, სასტუმრო "ლოური" ერთ-ერთი იმ ადგილთაგანია სადაც მას სკანდალური ამბები გადახდა თავს. ხოლო შაბათ დილას, როდესაც ფერგიუსონმა გამოაცხადა, რომ რუნი შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს (მანჩესტერს და ლივერპულს შორის 50 კილომეტრია და გუნდი თამაშზე შაბათს გაემგზავრა), მანჩესტერელთა ბანაკში ბევრმა გაოცებისგან პირი დააღო.

ეს ამბავი გასაოცარი იმიტომაც იყო, რომ თავად ფეხბურთელს ძალიან უნდოდა მოედანზე გასვლა. ბევრმა ისიც კი აღნიშნა, რომ ეს ფერგიუსონის საქციელს არ ჰგავდა - სერ ალექსი ჩვეულებრივ სხვანაირად იქცევა, ხოლმე. იხსენებდნენ დევიდ ბექჰემის, ერიკ კანტონას და კრისტიანო რონალდოს შემთხვევებს, როდესაც მწვრთნელმა ისინი პირდაპირ მოედანზე, ბრძოლაში დააბრუნა, მაგრამ იმასაც დასძენენ, რომ მათი შემთხვევები ფეხბურთთან იყო დაკავშირებული და არა სექსთან.

მოგეხსენებათ, "ევერტონისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრა 3:3 დასრულდა. მანჩესტერელები 3:1-ს იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა მსაჯის წამატებულ წუთებში მოახერხეს ორი გოლის გატანა და ანგარიშის გაქვითვა. მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ფერგიუსონის ასისტენტმა მაიკ ფილანმა სიტყვასიტყვით ასე თქვა: "რუნი მზად არ იყო", ხოლო "ევერტონის" თავკაცმა, სერ ალექსის თანამემამულემ და უმცროსმა მეგობარმა დევიდ მოიესმა რუნის "შინ" დატოვებაზე ასე ბრძანა:

"ყველაფერი ხალხის სამსჯავროზე კი არ უნდა გამოვიდეს. რა ხდება მისი ფეხბურთელების თავს ყველაზე კარგად მწვრთნელმა იცის და სერ ალექსმაც გააკეთა ის, რაც მისი აზრით დღეს ყველაზე სწორი იქნებოდა. შესაძლოა, ფერგიუსონის გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ ყველა, ვინც "იუნაიტედში" თამაშობს ვალდებულია ქცევის გარკვეულ ნორმებს დაექვებდებაროს და ამასთან, არავის უნდა ეგონოს, აქაოდა ვარსკვლავი ვარ, ჩემთვის ყველაფერი შეიძლებაო".

მაგრამ, სად-სად და ჩემპიონთა ლიგაში ვარსკვლავების გარეშე არაფერი გამოდის. ჯობს ფეხბურთელი პრემიერლიგის შეხვედრაში დასაჯო, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის მატჩში - ფერგიუსონმა კვირასვე გამოაცხადა, რომ რუნი "ოლდ ტრეფორდზე" "რეინჯერსთან" ითამაშებს. მართალია ფორვარდი "ევერტონთან" მოედანზე არ იყო, მაგრამ უქმადაც არ მჯდარა - მანჩესტერში დატოვებულ ფეხბურთელებთან ერთად კერინგტონის ბაზაზე ვარჯიშობდა. ისე კი, რომ იცოდეთ, გლაზგოელი ფანები იმუქრებიან, ბოლოდროინდელი ამბების გათვალისწინებით მაგ რუნის ტრიბუნიდან ნახეთ რა დღეში ჩავაგდებთო. თან, გაითვალისწინეთ, თამაში მანჩესტერშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა