ლუკა მოდრიჩს ფეხი არ მოუტეხავს! ამ სასიხარულო ცნობით ფრთაშესხმულმა "ტოტენჰემ ჰოთსპურის" მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა 25 წლის ხორვატს შეუცვლელი ფეხბურთელი უწოდა...

ლუკა მოდრიჩს ფეხი არ მოუტეხავს! ამ სასიხარულო ცნობით ფრთაშესხმულმა "ტოტენჰემ ჰოთსპურის" მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა 25 წლის ხორვატს შეუცვლელი ფეხბურთელი უწოდა.

მოგეხსენებათ, შაბათს "სფურზმა" ვესტ ბრომვიჩში 1:1 ითამაშა და იმ შეხვედრაში მოდრიჩი დაშავდა. ექიმებს პირველი შთაბეჭდილება პესიმისტური ჰქონდათ, თითქოს შემტევმა ნახევარმცველმა შარშან მოტეხილი ძვალი დაიზიანა და ამიერიდან სამთვიანი მკურნალობა დასჭირდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, რენტგენზე საფუძვლიანად გაშუქების შემდეგ დადგინდა, რომ მას არაფერი სჭირს და ბრემენის "ვერდერის" წინააღმდეგ სათამაშოდ გერმანიაში გამგზავრება შეუძლია.

"მართალია, ჩვენ როგორც გუნდი ვართ ძლიერი, მაგრამ ყოველთვის, ყველგან არის ერთი ან ორი ფეხბურთელი, რომლებიც მეტოქესთან განსხვავებას ქმნიან. ჩვენთან ერთ-ერთი ასეთი მოდრიჩი გახლავთ. ლუკა იმ დონის ფეხბურთელია, რომ მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში შეძლებდა თავის გამოჩენას. ის ტოპმოთამაშეა, ფანტასტიკურია. მე თუ მკითხავთ, ლუკა მოდრიჩის შეცვლა შეუძლებელია".

"ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრაში "ტოტენჰემი" 27-ე წუთზე სწორედ მოდრიჩმა დააწინაურა, მაგრამ 32-ეზე ის დაშავდა და მოედნიდან მისი გასვლის შემდეგ "სფურზი" საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. შეგახსენებთ, რომ რედნაპის გუნდს ამ სეზონში უკვე დაუშავდა ორი წამყვანი ფეხბურთელი, ჯერმაინ დეფო და მაიკლ დოუსონი. მათ ტრავმები სანაკრებო შეხვედრებში მიიღეს და ახლა, როდესაც კარს ჩემპიონთა ლიგაა მომდგარი, კიდევ ერთი ვარსკვლავის გამოკლება კატასტროფა იქნებოდა.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო