ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჰოჯსონი მკითხაობას არავის უკრძალავს

ჰოჯსონი მკითხაობას არავის უკრძალავს

სტივენ ჯერარდმაც კარგად იცის, როი ჰოჯსონმაც და დანარჩენმა ინგლისმაც - "ლივერპულის" ფეხზე დაყენებას კოსმეტიკური რემონტი არ ეყოფა...
სტივენ ჯერარდმაც კარგად იცის, როი ჰოჯსონმაც და დანარჩენმა ინგლისმაც - "ლივერპულის" ფეხზე დაყენებას კოსმეტიკური რემონტი არ ეყოფა. კვირას "ბირმინგემმა" მერსისაიდელებს ყველაფერში აჯობა და მოუგებდა კიდეც, მეკარე პეპე რეინას ბრწყინვალე თამაში რომ არა. მოგეხსენებათ, შეხვედრა 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ "წითლების" მწვრთნელმა ჰოჯსონმა თქვა:

"თუ მეკითხებით, შეუძლია თუ არა ამ "ლივერპულს" პრემიერლიგის ტიტულის მოპოვება, მე გპასუხობთ - არ ვიცი. ოთხი ტურის შემდეგ ასეთი კითხვის დასმა და მასზე სერიოზული პასუხის გაცემა მხოლოდ არასერიოზულ ხალხს შეუძლია. მე ნებისმიერ შეხედულებას პატივს ვცემ, მაგრამ გეტყვით, რომ კონკრეტული მიზნები არ დამისახავს. ერთადერთი, რისკენაც ვისწრაფვი, კარგად თამაშია. კარგი იქნება, შეძლებისდაგვარად ბევრ ქულას თუ დავაგროვებთ, ხოლო საბოლოოდ თავს სად ამოვყოფთ, გამოჩნდება. რაც შეეხება იმას, შევძლებთ თუ არა ჩემპიონობის მოპოვებას, ვიმეორებ - ამ კითხვაზე პასუხს არ გაგცემთ, თუმცა სხვას მკითხაობას ნამდვილად ვერ ავუკრძალავ".

ბარი ფერგიუსონთან შეჯახების გამო ლივერპულელთა კაპიტან სტივენ ჯერარდს სისხლდენა აუტყდა. ამის შესახებ ჰოჯსონმა ასე ბრძანა: "დიდი არაფერი მომხდარა. ჯერარდი სერიოზულად არ დაშავებულა, უბრალოდ, ახლანდელ დროში სისხლის დანახვა ხალხში პანიკას იწვევს. სისხლდენა სტივენისთვის ოდნავი დაბრკოლება გახდლათ. ის შემდგომ შეხვედრებში ჩვეულებრივად მიიღებს მონაწილეობას".

"ლივერპულის" ყოფილმა ვარსკვლავმა და "დეილი ტელეგრაფის" მიმომხილველმა ჯეიმი რედნაპმა კი მერსისაიდელთა ესპანელი ვარსკვლავი ფერნანდო ტორესი გააკრიტიკა: "როდესაც ფეხბურთელი ბურთს ვერ ინარჩუნებს და მეტოქეს აბარებს, ფანებს კიდევ ესმით, მაგრამ, როდესაც ტრიბუნებიდან აშკარად ჩანს, რომ ის არ ინდომებს, ეს უკვე გაუგებარი ხდება. ტორესი მთელი 45 წუთის განმავლობაში საშინლად თამაშობდა. ის ბურთისთვის არ იბრძოდა, არ იხსნებოდა და ასე შემდეგ. მე ეს ფეხბურთელი ძალიან მიყვარს და მისი თამაშის ნახვა ყოველთვის მსიამოვნებს, მაგრამ რაც "ბირმინგემთან" ვნახე, ასეთი არაფერი მინდა. რასაკვირველია, როდესაც თავდამსხმელი ცუდად თამაშობს მეტოქის მცველების დამსახურებაც არის, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ იყო. ტორესი პასიურად და უგულოდ თამაშობდა".

რედნაპის ეს კომენტარი ჰოჯსონმა უპასუხოდ არ დატოვა: "ამ შეხედულებას ვერაფრით გავიზიარებ. ტორესმა გუნდისთვის ბევრი იმუშავა. დღევანდელი თამაშის მიწურულსაც გამოჩნდა, რომ ის მეტოქის დაცვაში მუდამ ეკალივით არის გაჩხერილი", - ბრძანა მწვრთნელმა, ჩვენ კი, რაკიღა სიტყვამ მოიტანა, ბარემ რედნაპის სხვა შეფასებებსაც გადავხედოთ. რითი იყო ვეტერანის აზრით მეოთხე ტური საინტერესო?

იან ჰოლოვეი

იან ჰოლოვეი ერთი შეხედვით მომღიმარი, მხიარული ადამიანის შთაბეჭდილებას სტოვებს, მაგრამ მე მის წინააღმდეგ მითამაშია და ვიცი, რომ ფეხბურთისადმი ძალიან სერიოზული დამოკიდებულება აქვს. ის "ბლექპულთან" ერთად თვალშისაცემ წარმატებებს აღწევს და და რაც მთავარია, სტილით პირწმინდა ინგლისელი მწვრთნელია. ფეხბურთელებს მისი სწამთ.

ტრავმები

როგორც ხედავთ, პრემიერლიგა ტრავმების ახალმა ტალღამ მოიცვა. მიზეზი? ჩემი აზრით, მსოფლიოს ჩემპიონატის გამო გუნდებს სეზონის წინ მოსამზადებლად ცოტა დრო ჰქონდათ და ჯეროვნად ვერ ივარჯიშეს. სამწუხაროა, რომ ფეხი ბობი ზამორამაც მოიტეხა - ის ხომ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ყოფილა.

ვესტ ჰემი

ძნელი წარმოსადგენია, როგორ აპირებს "ვესტ ჰემი" ამ სეზონში გოლების გატანას. ოთხი თამაშიდან ოთხი მარცხი... საშინელებაა, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ არ ჩანს ის ორი-სამი ფეხბურთელი, რომელთაც სეზონში ათზე მეტი გოლი უნდა გაიტანონ. შაბათს სკოტ პარკერმა გულის მოსაფხანად ლამაზად კი შეაგდო "ჩელსის" კარში, მაგრამ ასეთი ლამაზი დარტყმებით მთელი სეზონი ფონს ვერ გახვალ.

სესკი

დიდებულია, რომ სესკ ფაბრეგასი "არსენალში" ისევ საუცხოოდ ათამაშდა. ფეხბურთელმა მთელი ზაფხული "ბარსელონასთან" ფლირტში გაატარა, მაგრამ არ გაუშვეს და, როგორც ხედავთ ამის გამო მან ცხვირი არ ჩამოუშვა. ის კვლავ საუცხოო პასებს აწვდის თანაგუნდელებს.

ენდეთ ფერგის

ერთი ამბავი ატყდა იმის გამო, რომ ალექს ფერგიუსონმა "ევერტონთან" შეხვედრაში უეინ რუნი არ ათამაშა. დიახ, ამ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ქულები დაკარგა, მაგრამ მერწმუნეთ, ფერგიუსონი ნაბიჯს ტყუილად არ გადადგამდა. ის მოვლენათა სწორად შეფასების ოსტატია.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა