საქართველოს სუპერლიგის 2012 წლის "ყველა ვარსკვლავის მატჩი" განსხვავებული იქნება
6 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში "ყველა ვარსკვლავის მატჩთან" დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სუპერლიგის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ზაბახიძე დამსწრე საზოგადოებას 2012 წლის "ოლ სტარზე" ესაუბრა.

გიორგი ზაბახიძე: "წლევანდელი სეზონის "ყველა ვარსკვლავის მატჩი" წინა წლებისგან განსხვავებული იქნება. ადგილობრივი გუნდი ლეგიონერთა გუნდს დაუპირისპირდება და 29 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში 13:00 საათზე გაიმართება.

"ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქციის" გამოკითხვები სუპერლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე 6 აპრილს 18:00 საათზე დაიწყება და 26 აპრილს 23:00 საათზე დასრულდება.

ქართველ მოთამაშეებს "არმიის" მწვრთნელი კოტე ტუღუში უთავკაცებს, ხოლო ლეგიონერთა გუნდს შსს აკადემიის მწვრთნელი გიორგოს კეცელიდისი გაწვრთნის.

"ყველა ვარსკვლავის მატჩის" ხმის მიცემის პროცედურა ამგვარი იქნება: ერთ მხარეს თავს მოიყრიან ქართველი მოთამაშეები, ხოლო მეორე მხარეს უცხოელი კალათბურთელები.

გამოკითხვაში მონაწილე გულშემატკივარი ირჩევს სასტარტო ხუთეულებს ორივე მხრიდან და ხმას აძლევს ხუთეულების საკუთარ ვერსიას. ხმის მიმცემმა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილე თითოეული გუნდის ხუთეულისთვის უნდა აირჩიოს 2 უკანახაზელი, 2 ფორვარდი და 1 ცენტრი.

გამოკითხვის შედეგად შეირჩევა "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილე გუნდების სასტარტო ხუთეულები. ვინაიდან თითოეული გუნდის განაცხადში 12 მოთამაშეა, დარჩენილ 7–7 მოთამაშეს მწვრთნელები საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩევენ.

"ყველა ვარსკვლავის მატჩთან" ერთად ჩატარდება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ბურთის ჩატენვებში. სნაიპერთა კონკურსში მონაწილეობას ის მოთამაშეები მიიღებენ, რომლებსაც მიმდინარე სუპერლიგის გათამაშებაში სამქულიანების ჩაგდების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებლები აქვთ. რაც შეეხება ჩატენვებს, აქ მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

superleague.ge

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"