პენალტს მართლაც არაერთი ადამიანი, გუნდი თუ ქვეყანა გაუმწარებია, მაგრამ მსაჯები "ჯალათებივით" ცივსისხლიანები არიან
არ გიფიქრიათ, ყურმილის აღებისას მაინცდამაინც "ალოს" რატომ ვამბობთ? ცნობილ გამომგონებელ (ტელეგრაფის, ტელეფონის, კონოაპარატურის...) ტომას ალვა ედისონს პირველი კავშირი რომ დაუმყარებია, სწორედ "ალო" (Hallo, ინგლისურად მისალმება) უთქვამს.

სხვათა შორის, სწორედ მან გამოიგონა ელექტროსკამი, რომელიც დაახლოებით იმ დროს შექმნა, როცა ფეხბურთში 11-მეტრიანი დარტყმა შემოიღეს - მე-19 საუკუნის 90-იან წლებში.

ჰოდა ინგლისელები პირველ წლებში პენალტს სწორედ ელექტროსკამს ადარებდნენ. შემდეგში მტკიცედ დამკვიდრდა ტერმინი "სასიკვდილო განაჩენი", რაც ასევე 11-მეტრიანს აღნიშნავდა. პენალტს მართლაც არაერთი ადამიანი, გუნდი თუ ქვეყანა გაუმწარებია, მაგრამ მსაჯები "ჯალათებივით" ცივსისხლიანები არიან - ცულივით ხმარობენ სასტვენს...

ალბათ მიხვდით, საით მივდივარ: იტალიელების აზრით სამშაბათს "მილანი" არბიტრმა "დაწვა" - ლომბარდიელთა კარში ორი პენალტი დადო. გუნდის მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ამბობს: პირველი თერთმეტმეტრიანი დასანიშნი იყო, მეორე - მსაჯმა გამოიგონა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი დასძენს: თავისი საქციელით არბიტრმა თამაში გააფუჭაო.

სხვა პოზიციაზე არიან ესპანელები. "ბარსელონას" თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ პირდაპირ თქვა: ორივე პენალტი ასპროცენტიანი იყოო.

გამოგიტყდებით, კახა კალაძის გამო "მილანს" ახლაც ვქომაგობ, მაგრამ შეტევითი სტილის ფეხბურთიც მიყვარს და გულგრილი არც "ბარსელონას" მიმართ ვარ.

ასე რომ, ჩემთვის სულ ერთი იყო, რომელი გუნდი მოიპოვებდა ნახევარფინალის საგზურს. ვფიქრობ, ჰოლანდიელი მსაჯული ცოტა სიფრთხილით უნდა მოკიდებოდა "სასიკვდილო განაჩენს" და "მილანის" კარში მეორე თერთმეტმეტრიანი არ უნდა დაენიშნა. თუმცა არბიტრზე უკეთესი განმსჯელი ფორტუნად წოდებული ამქვეყნიური კანონზომიერებაა.

"ბარსელონას" შემდეგ ეტაპზე გასვლა რომ არ დაემსახურებინა, მესი ერთ პენალტსაც ვერ გაიტანდა. გემახსოვრებათ, 29 თებერვალს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ორი პენალტი მოიპოვეს და ორივე გააფუჭეს. უარესსაც გეტყვით: 1999 წელს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე არგენტინელმა მარტინ პალერმომ სამჯერ დაარტყა თერთმეტმეტრიანი და სამივეჯერ ააცილა.

მოკლედ, რა განაჩენიც უნდა გამოიტანოს მსაჯმა, თუ დასჯილი არ იმსახურებს, გოლს გადაურჩება. დაახლოებით ისე როგორც შუმერში ხდებოდა: როცა "არბიტრებს" დამნაშავისთვის სასჯელის დამტკიცება უჭირდათ, მდინარეში აგდებდნენ, თუ გადარჩებოდა უდანაშაულოდ სცნობდნენ...

პენალტისტორია

თუ სიტყვა "ალოს" წარმოშობაზე დავწერეთ, რატომ არ უნდა შევეხოთ 11-მეტრიანი დარტყმის ისტორიას?

1891 წელს "სტოკ სიტიმ" "ნოტს ქაუნთისთან" 0:1 წააგო. საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე "ნოტსის" მცველმა ბურთი საკუთარი კარის ხაზიდან ხელით გამოიტანა. დაინიშნა საჯარიმო დარტყმა (მაშინ პენალტი ჯერ არ არსებობდა). "ნოტს ქაუნთის" მთელი შემადგენლობა კარში ჩადგა და გოლს ასე გადაურჩა.

"სტოკის" ხელმძღვანელობამ ფედერაციაში საჩივარი შეიტანა, თან 1000 ფუნტის ოდენობის კომპენსაციას ითხოვდა. საჩივრის განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ საჯარიმოში წესების დარღვევის შემთხვევაში დაინიშნებოდა 12-იარდიანი (10.97 მეტრი) დარტყმა, რომლის დროსაც "ცოცხალი კედელი" აღარ აღიმართებოდა.

პენალტის "დაბადებიდან" რამდენიმე წელიწადში "სტოკ სიტის" კიდევ ერთი უსიამოვნება შეემთხვა. "ასტონ ვილასთან" შეხვედრის ბოლო წუთზე სტოკელებმა 12-იარდიანი დარტყმის უფლება მოიპოვეს. საჯარიმოში წესების დამრღვევმა ასტონვილელმა იმდენად შეიცხადა, რომ ბურთი გულშემატკივრებში გადააგდო. ვიდრე ბურთი იპოვნეს, თამაშისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა და "სტოკმა" ამჯერადაც წააგო - 0:1.

იყო მოსაზრება, რომ 11-მეტრიანს "პენალტი" ირლანდიელმა ექსპერტმა ჯონ მაკპენალტიმ დაარქვა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ასეთი პიროვნება არ არსებობდა. სინამდვილეში სიტყვა "პენალტი" ირლანდიელი მილიონერის ვაჟმა უილიამ მაქკრამმა დაამკვიდრა, რომელიც თავისუფალ დროს "მილფორდის" კარში იდგა.

1974 წელი. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი. ჰოლანდია-გფრ 1:2.

რაც პენალტს წინ უძღვოდა, ტოტალური ფეხბურთის აპოგეა იყო: თამაში ჰოლანდიელებმა დაიწყეს, 17 გადაცემა შეასრულეს, რის შემდეგაც იოჰან კრუიფი საჯარიმოში შეიჭრა და პენალტი გამოიმუშავა. ნეესკენსი 11-მეტრიანის ნიშნულიდან ზუსტი იყო. გერმანელები 0:1 ისე ჩამორჩნენ, რომ ბურთს ერთხელაც არ შეხებიან.

1986 წელი. მსოფლიოს ჩემპიონატი. ბრაზილია-საფრანგეთი 1:1.

1:1-ზე საფრანგეთის საჯარიმოში კალუდიო ბრანკო წააქციეს. პენალტის დარტყმა ზიკომ იკისრა, რომელსაც მანამდე კარიერაში მხოლოდ ორი 11-მეტრიანი ჰქონდა გაცუდებული.

საფრანგეთთან ეს მესამედ მოუვიდა და ბრაზილია ჩემპიონატს მიღმა დარჩა.

1990 წელი. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი. არგენტინა-გფრ 0:1.

არგენტინის მეკარე სერხიო გოიკოეჩეას ბურთის აღებამდე ცოტა დააკლდა. 1990 წლის შემდაგ, როცა შანსი ეძლევა დიეგო მარადონა ყოველთვის იხსენებს, რომ მსაჯი შეცდა - დეზოტის ფიოლერი არ წაუქცევია.

1994 წელი. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი. ბრაზილია-იტალია 0:0.

რობერტო ბაჯომ თერთმეტმეტრიანების სერიაში იტალიელთა მხრიდან ბოლო პენალტი დაარტყა...

"მინდოდა ბურთი მეკარის მაღლა გამეგზავნა, მაგრამ კარის მაღლა მომივიდა", - იხსენებს ცხენისკუდა.

1999 წელი. სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი. არგენტინა-კოლუმბია 0:3.

მარტინ პალერმო ჯიუტი ვინმე ყოფილა. ორი აცილებული პენალტის შემდეგ 11-მეტრიანის ნიშნულთან მესამედაც მივიდა, თუმცა კარისთვის არ აუცილებია - მეკარემ აუღო.

2006 წელი. მსოფლიოს ჩემპიონატი. იტალია-ავსტრალია 1:0.

მატჩის 93-ე წუთზე მსაჯმა საეჭვო თერთმეტმეტრიანი დანიშნა და ავსტრალიელები შინ გაამგზავრა.

2006 წელი. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი. იტალია-საფრანგეთი 1:1.

ზინედინ ზიდანმა გაძევებამდე პენალტი სწორედ ისე შეასრულა, როგორც ბრიტანელი მეცნიერები გვირჩევენ. თუმცა, საბოლოოდ 11-მეტრიანების სერიისას ზიზუ მოედანზე აღარ იყო და მსოფლიოს ჩემპიონი იტალია გახდა.

როგორ გავიტანოთ 11-მეტრიანი?

ლივერპულის ჯონ მურსის სახელობის უნივერსიტეტის სწავლულებმა იდეალური პენალტის ფორმულა შეიმუშავეს. მათი მტკიცებით ბურთი აუცილებლად გაეხვევა ბადეში თუ ზედა კუთხეში ხარიხასა და ძელს შორის ნახევარი მეტრის დაშორებით 105 კმ/სთ სიჩქარით გაფრინდება. ამასთან, გამორბენისთვის საჭიროა 4-6 ნაბიჯი, ხოლო დარტყმისას ფეხბურთელი ბურთს 20-30 გრადუსიანი კუთხით უნდა მიუდგეს.

ისე, მეცნიერებს რომ არ ეთქვათ, ნებისმიერმა ფეხბურთელმა იცის, რომ "ცხრიანისკენ" გაგზავნილი ბურთი იოლად აღწევს მიზანს. თუმცა დამიზნებაა მეტად რთული: ზედა კუთხეში ბურთი იშვიათად რომ ხვდება, ამიტომაც ამბობდა ჩემი მწვრთნელი - "აბლაბუდა ჩამოხსნაო".

პენალტის შესრულებისას ყველაზე მთავარი ფსიქოლოგიური მდგრადობაა. ბრიტანეთში ექსეტერის უნივერსიტეტის პროფესორებმა ფეხბურთელებზე დაკვირვების შედეგად დაადგინეს: 11-მეტრიანი შედეგიანად ხშირად მაშინ სრულდება, როცა მოთამაშე კონცენტრაციას იმ წერტილზე აკეთებს, სადაც ბურთის გაგზავნას აპირებს. კიდევ უფრო უკეთესი შედეგი მოაქვს შემთხვევას, როცა დამრტყმელი მეკარის არსებობას ივიწყებს.

ჩატარდა გამოკვლევა, რომელშიც 18 მოხალისე მონაწილეობდა. მათ, ვისაც პენალტის რეალიზებისთვის ფულს დაჰპირდნენ 55 პოცენტიანი სიზუსტით დაარტყეს, ხოლო ვისაც არაფერს შეჰპირდნენ - 80-პროცენტიანით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nika
მილან ბარსელონაში მეორე პენალტი არ იყო
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე