საუდის არაბეთი, რომელიც უარს ამბობს ლონდონში ქალი სპორტსმენების გაგზავნაზე, შეიძლება სულ დაუშვან ოლიმპიადაზე
საუდის არაბეთი უარს ამბობს ლონდონის ოლიმპიადაზე ქალი სპორტსმენების გაგზავნაზე.

ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, პრინც ნავაფ იბნ ფეისალის მკაცრი პოზიციის გამო, საუდის არაბეთი, შესაძლოა, საერთოდ არ დაუშვან 2012 წლის ოლიმპიადაზე.

პრინცმა გამორიცხა ზაფხულის თამაშებზე სამეფოს ქალთა გუნდის გამოსვლა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრიტანეთის დედაქალაქში მხოლოდ მამაკაცი სპორტსმენები გაემგზავრებიან.

"ჩვენ არ მივესალმებით ქალების მონაწილეობას ოლიმპიადებსა და მსოფლიოს ჩემპიონატებში, - ამბობს ნავაფ იბნ ფეისალი. - არსებობენ

ათასობით არაბი ქალები, რომლებიც სპორტს მისდევენ, მაგრამ ამას კერძო ხასიათი აქვს".

რამდენიმე წლის წინ, ქვეყნის მთავრობამ ყველა სპორტული დარბაზი დახურა, რომლებიც ქალებისთვის იყო განკუთვნილი. გარდა ამისა, შემოიღეს უფრო მკაცრი კანონები იმაზე, როგორი ტანსაცმელი უნდა ატარონ სპორტსმენმა ქალებმა. შარიათის წესებით დადგენილი ტანსაცმლის მიხედვით, დილით სირბილიც კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

მთავრობის აზრით, თუ ქვეყანაში ქალები სპორტით აქტიურად დაკავდებიან, ისინი "უხამსი ტანსაცმლის" ტარებას მიეჩვევიან და ბევრ დროს გაატარებენ სახლის მიღმა. გარდა ამისა, მათ უცხო მამაკაცებთან ურთიერთობის საშუალება ექნებათ, რაც შარიათის მიხედვით, აბსოლუტურად დაუშვებელია.

მარტში საუდის არაბეთში გამოქვეყნდა ლონდონის ოლიმპიადაზე წამსვლელთა პოტენციური სია, რომელშიც რამდენიმე ქალის გვარიც ეწერა. მაშინ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა იმედი გამოთქვა, რომ საუდის არაბეთი მზად არის პირველად გაუშვას ქალი სპორტსმენები უმაღლეს სპორტულ ფორუმზე. მაგრამ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პოზიცია უცვლელი დარჩა, რამაც სპორტული საზოგადოების კრიტიკა გააძლიერა.

ასე მაგალითად, ქალთა სპორტისა და ფიტნესის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა სიუ ტიბალსმა საუდის არაბეთის ოლიმპიადიდან მოკვეთა მოითხოვა.

"იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი თავისი რიგებიდან გარიცხავს საუდის არაბეთს, - განაცხადა მან. - ქალის სპორტსმენებისთვის დაწესებული აკრძალვები ეწინააღმდეგება სოკ-ის ფუნდამენტალურ პრინციპებს. ოლიმპიური ქარტია გვეუბნება, რომ ქვეყნის ან ადამიანის მიმართ ნებისმიერი დისკრიმინაცია შეუთავსებელია ოლიმპიურ მოძრაობასთან".

"მოლაპარაკებები გრძელდება და ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ იმაზე, რომ იქაურ ქალებს ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება მისცენ", - თავის მხრივ, წერია სოკ-ის განცხადებაში.

2012 წლამდე სამი ქვეყნის ქალები არ იყვნენ წარმოდგენილი ოლიმპიადაზე - საუდის არაბეთი, ბრუნეი და კატარი. ამ უკანასკნელის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ორ სპორტსმენს გაგზავნის ლონდონში - მოცურავე ნადა არკაჯისა და ნურ აო-მაქლის, რომელიც მოკლე მანძილებზე სირბილში ცდის ბედს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში