მიუხედავად იმისა, რომ ბაჰრეინის გრანპრის დასრულებამდე ორ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი, ეტაპის ბედი დღემდე გაურკვეველია
მიუხედავად იმისა, რომ ბაჰრეინის გრანპრის დასრულებამდე ორ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი, ეტაპის ბედი დღემდე გაურკვეველია.

სპარსეთის ყურის ამ პატარა ქვეყანაში არეულობამ შარშან ეტაპის გაუქმება გამოიწვია და ახლა, ფორმულა 1-ის ორგანიზატორები არ ჩქარობენ პრინციპული გადაწყვეტილების მიღებას - ამ ინფორმაციას თავად გუნდების წარმომადგენელები ადასტურებენ.

ერთბაშად რამდენიმე წყარო წერს იმის შესახებ, რომ ჩემპიონატის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია: ბაჰრეინის ეტაპის ბედი მხოლოდ 13-15 აპრილს ჩინური სარბოლო უქმეების დროს გახდება ცნობილი. გუნდებს შანხაის რბოლის ფინიშის შემდეგ აცნობებენ - მანამაში გაემგზავრონ თუ საკუთარ ბაზებზე უნდა დაბრუნდნენ.

თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ამგვარი გაურკვევლობა დიდად იმოქმედებს ფორმულა 1-ის პრესტიჟზე. საქმე ისაა, რომ ბევრ გულშემატკივარს შეკვეთილი აქვს ავიაბილეთები და სასტუმროს ნომრები. ეტაპის გაუქმების შემთხვევაში, ისინი მატერიალურად დაზარალდებიან. თანაც, გუნდებიც გაურკვევლ სიტუაციაში არიან დარჩენილი...

იტალიური ჟურნალის - Autosprint-ის ინფორმაციით, 2013 წელს ფორმულა 1-ის კალენდარში რბოლების რაოდენობა 20-ს არ გადაცდება, ამასთან, გაისად ეტაპების სიას დაემატება ამერიკის (ნიუ ჯერსი) და არგენტინის რბოლები.

ადრე იტყობინებოდნენ იმის შესახებ, რომ 2012 წლის მაისში არგენტინის გრანპრის ორგანიზატორები სამწლიან კონტრაქტს მოაწერენ ხელს ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერთან - ბერნი ექლსტოუნთან.

ერთ-ერთი გრანპრი, რომელთანაც არგენტინამ, შესაძლოა, მონაცვლებით ჩაატაროს ეტაპი, ვალენსიის ქუჩის რბოლაა. გარდა ამისა, იტალიური გამოცემა წერს:

"კორეის გრანპრის ორგანიზატორები უკვე ვეღარ ასრულებენ ექლსტოუნის წინაშე ფინანსურ ვალდებულებებს და ალბათ, დატოვებენ კალენდარს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს