"ორლანდოს" კრიზის მთავარი მიზეზი დუაიტ ჰოვარდისა და მწვრთნელის სტენ ვან განდის კონფლიქტი გახდა
კრიზისში იმყოფება "ორლანდო", რისი მთავარი მიზეზიც კლუბის ლიდერის დუაიტ ჰოვარდისა და მწვრთნელის სტენ ვან განდის კონფლიქტი გახდა.

შეგახსენებთ, რომ "სუპერმენმა" ვან განდის გადაყენება მოითხოვა - ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია გაავრცელა ამერიკულმა პრესამ. მოგვიანებით, ეს ცნობა დაადასტურა თავად "მეჯიქის" დამრიგებელმა და განაცხადა, რომ ჰოვარდი სპეციალურად არ აჩვენებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, რადგან მწვრთნელის განთავისუფლება სურს.

რთულია მწვრთნელის სიტყვებში ეჭვის შეტანა მას შემდეგ, რაც გუშინ, "ნიუ იორკთან" მატჩში დუაიტმა მხოლოდ რვა ქულა და რვა მოხსნა დააგროვა. გარდა ამისა, "სუპერმენმა" ყველა საჯარიმო ააცილა და ხუთჯერ დაკარგა ბურთი. ცენტრს მხარი აუბეს ნელსონმა (თამაშიდან - 3/14) და თურქოგლუმ, რომელმაც 19 წუთის განმავლობაში ვერც ერთი შედეგიანი პასი ვერ შეასრულა.

"ახლა მე ნაკლებად მაღელვებს, ვიქნები თუ არა გუნდის სათავეში, არც დუაიტის სურვილები მაინტერესებს. უფრო მნიშვნელოვანია გუნდად დავრჩეთ და კრიზისიდან გამოვიდეთ", - განაცხადა ვან განდიმ.

გასაკვირი არ არის, რომ "ორლანდომ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო.

ორლანდო-ნიუ იორკი 80:96

21:23, 23:33, 17:20, 19:20

ო: რიჩარდსონი (16), დევისი (15+7 მოხსნა), უაფერი (13), ნელსონი (10+6 მოხსნა+5 პასი), რედიკი (10).

ნ-ი: ენტონი (19+8 მოხსნა), სმიტი (15+9 პასი), დუგლასი (15+5 მოხსნა+6 პასი), ჩენდლერი (12+12 მოხსნა), ფილდსი (10).

დეტროიტი-ვაშინგტონი 99:94

28:21, 23:19, 25:24, 23:30

დ: მონრო (18+7 მოხსნა), სტაკი (15), პრინსი (14), გორდონი (13), მაქსიელი (11+11 მოხსნა).

ვ: უოლი (28+10 პასი), სერაფინი (15+9 მოხსნა), მეისონი (11), ვესელი (10+5 მოხსნა).

საკრამენტო-კლიპერსი 85:93

23:27, 19:21, 20:19, 23:26

ს: ტომასი (17+5 მოხსნა), ტომპსონი (15+16 მოხსნა), ევანსი (14+6 პასი), უილიამსი (11+3 აეპეხვთით).

კ: ფოიე (20+6 მოხსნა), ბატლერი (14), გრიფინი (14+9 მოხსნა), პოლი (13+5 მოხსნა+8 პასი+5 ჩაჭრა), კაზინსი (13).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა