საქართველოს ჩემპიონატი. მეორე ეტაპი. პლეი აუტი. მეექვსე ტური
6.04. თბილისი. ბენდელა. 400 მაყურებელი

სპარტაკი-ჩიხურა 2:3

0:1 ნ.კვასხვაძე(22.დეკანოიძის პასით), 1:1 შარაშენიძე (53. ნ.მაისურაძის პასით), 2:1 მელქაძე(72.თუხარელის პასით), 2:2 ლილუაშვილი (81, იაშვილის პასით), 2:3 ბერიანიძე(90, იაშვილის პასით)

სპარტაკი ჩიხურა

4-4-2 4-2-3-1

ნადირაძე რ. თევდორაძე

ჭაფოძე მურველაშვილი

ლომაია ჭელიძე

მაჭავარიანი ბერიანიძე

ორბელაძე სალარიძე

შარაშენიძე ზაბახიძე

ჩივაძე ძამსაშვილი

სამხარაძე კირკიტაძე

ნ.მაისურაძე ფიფია

გაბაშვილი ნ.კვასხვაძე

მელქაძე დეკანოიძე

მწვრთნელი მწვრთნელი

ვ.ხაჩიძე ს.ფრუიძე

სპარტაკი

55.გაბაშვილი - თუხარელი

79. სამხარაძე - გიორგი გურეშიძე

სათადარიგოები: ძაგანია, თ. შონია, ტეტუნაშვილი, მერეჩკო, ბურძენაძე

ჩიხურა

55. ნ.კვასხვაძე - ლილუაშვილი

68. დეკანოიძე - იაშვილი

78. ძამსაშვილი - ლ. ნოზაძე

სათადარიგოები: მწყერაშვილი, ჩიკვაიძე, ბაკურაძე, მუმლაძე

გაფრთხილება: მაჭავარიანი (32), ფიფია (37), ორბელაძე (62)

არბიტრი: დ.ხარიტონაშვილი

ერთადერთი, რაც ამ თამაშს დაეწუნებოდა, გულშემატკივართა სიმცირე იყო. ხუთი გოლი, დრამატიზმი, საინტერესო ეპიზოდები და ცალკეული ფეხბურთელების გამონათებები - აფსუსია, ხალხი რომ არ დადის ასეთ მატჩებზე.

"ჩიხურამ" დამსახურებულად გაიმარჯვა, რადგან უფრო ფეხბურთი ითამაშა, ვიდრე მეტოქემ.

ნამატჩევს ცხინვალის "სპარტაკის" დამრიგებელმა ვლადიმერ ხაჩიძემ დაიჩივლა, საშუასეზონო მოსამზადებელი პერიოდი ჩაგვივარდა, თბილისსა და ურეკში დიდთოვლობის გამო ხეირიანად ვერ მოვემზადეთო. რა თქმა უნდა, ეს ობიექტური მიზეზია, თუმცა "ჩიხურას" სამქულიან თამაშს ვერ დააკნინებს.

სტუმრები თავიდანვე უფრო მონდომებულები ჩანდნენ და პირველივე წუთზე მიიტანეს მეტოქეზე მწვავე იერიში - დავით კირკიტაძემ გიორგი ნადირაძის ხელებს შეაწყვიტა ბურთი. ამის შემდეგ გოგი ფიფია გამოირჩა ჩვეული დრიბლინგით, ძლიერადაც დაარტყა და კვლავ მასპინძელთა მეკარემ იმარჯვა.

სოსო ფრუიძის გუნდს 12-ე წუთზე მართებდა დაწინაურება - ნიკა კვასხვაძემ კარისკენ დაარტყა და ბურთი ხელზე მოხვდა ლევან მელქაძეს, პენალტი კი ფიფიამ ვერ გამოიყენა, ბურთი განზე წავიდა.

"ჩიხურა" უფრო კარგად და სწრაფად აგორებდა ბურთს მოედნის ცენტრში და პირველ რიგში ამის ხარჯზე დაეუფლა უპირატესობას, თუმცა კინაღამ აქეთ გაუშვა გოლი - ირაკლი სამხარაძის დარტყმას "რიკოშეტი" მოჰყვა და ბურთი ძელმა აისხლიტა. სამხარაძეს ერთხელაც მიეცა შანსი, როცა გიორგი ჩივაძის ჩინებული პასით აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში, მაგრამ "ჩიხურას" მეკარეს ვერ აჯობა.

საჩხერელები სწრაფი კონტრშეტევის შედეგად დაწინაურდნენ - ბესიკ დეკანოიძემ კარგად მიიღო და დაამუშავა ბურთი, მარცხენა ფლანგზე გაუჭრა პასი ფეხმალ ნიკა კვასხვაძეს, რომლის დარტყმაც "სპარტაკის" მეკარემ ვერ მოიგერია.

ფიფიას შორეული გასროლა ხარიხას მოხვდა, ლევან ჭაფოძის დარტყმა რევაზ თევდორაძემ მოიგერია, მელქაძის პასი სერგო ორბელაძემ ვერ შეიშნო - სახიფათო მომენტების სიმცირეს შეხვედრა ნამდვილად არ უჩიოდა.

მეორე ტაიმის დასაწყისი სტუმართა აქტიური თამაშითა და შორეული დარტყმებით წარიმართა, მაგრამ ბურთი "სპარტაკმა" გაიტანა - თემურ შარაშენიძე მარჯვნიდან შეიჭრა "ჩიხურას" საჯარიმოში და ძლიერი დარტყმით შანსი არ დაუტოვა თევდორაძეს.

ამის შემდეგ "სპარტაკი" დაეუფლა მნიშვნელოვან უპირატესობას, ემოციური მუხტი მასპინძელთა მოკავშირე გახდა.

"ჩიხურას" მალევე შეეძლო ხელმეორედ გასულიყო წინ, თუმცა საჯარიმოში შეჭრილ კირკიტაძეს სიზუსტე დააკლდა.

"სპარტაკი" ზეწოლას აძლიერებდა და ამ დროს მოედანზე მაწანწალა ძაღლი გამოჩნდა. ოთხფეხამ უცბად არ ინება ფეხბურთელთა სარბიელის დატოვება, წუთზე მეტი მოუწია მოედანზე ყოფნა. ძაღლის ცელქობამ "ჩიხურას" საშუალება მისცა, ამოესუნთქა, თუმცა "სპარტაკის" ჟინი ვერ გაანელა.

თორნიკე თუხარელმა მარჯვნიდან ჩააწოდა, ჯაბა ბერიანიძემ ბურთი ვერ მოიგერია და მელქაძემ ახლო მანძილიდან გაიტანა - 2:1.

აქედან ცოტა ხანში თუხარელს უკვე თვითონ შეეძლო ბურთის ბადეში გახვევა, მაგრამ მიზანი ვერ გაისწორა.

"ჩიხურას" შეცვლებმა გაუმართლეს. სანდრო იაშვილმა მაღალი ბურთი მკერდით ჩამოიღო, ოსტატურად გადააწოდა ირაკლი ლილუაშვილს, ვინაც თვრამეტიოდე მეტრიდან დაბალ კუთხეში გაიტანა.

მატჩის ბოლო მონაკვეთი უკვე "ჩიხურასი" იყო. ნაკუთხურალ ბურთს იაშვილი შესწვდა, შემდეგ ბერიანიძემ დაუხვედრა თავი და 2:3.

"ჩიხურა" ქვედა რვიანში ისევ ლიდერია - ასეთი თამაშით ეს პოზიცია ფრუიძის გუნდისთვის ალალია.

პლეი აუტის მეექვსე ტურის სხვა მატჩები

ვიტ ჯორჯია-ბათუმი 3:1

გოლები: 0:1 ბერიძე (37), 1:1 ჩიმაკაძე (49), 2:1 კასრაძე (57), 3:1 კორიფაძე (70).

გაგრა-სიონი 2:1 (იხილეთ ვრცლად)

მერცხალი-გურია 0:2 (იხილეთ ვრცლად)

სატურნირო ცხრილი

მომდევნო ტური

14 აპრილი, შაბათი

სიონი-მერცხალი

ჩიხურა-გაგრა

ბათუმი-სპარტაკი

გურია-ვიტ ჯორჯია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"