ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ერთი კვირის ათასი წვრილმანი: გახსოვთ რინუს მიხელსი?

ერთი კვირის ათასი წვრილმანი: გახსოვთ რინუს მიხელსი?

დავუშვათ, "დინამოში" კიდევ ერთხელ შეიცვალა მწვრთნელი - როგორ ფიქრობთ, ამით საქმეს ეშველება?
ერთმა ქართველმა მწვრთნელმა მათხოვა რინუს მიხელსის წიგნი "გუნდის შენება". ეს სახელმძღვანელო პირველ რიგში მწვრთნელისთვისაა განკუთვნილი და არ წარმოადგენს ავტობიოგრაფიას.

მწვრთნელობა ჩემი პროფესია არ არის და ბევრ რამეს ვინძლო ვერც ჩავუღრმავდი ამ წიგნში, თუმცა იმაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფეხბურთიცა და საფეხბურთო გუნდის მწვრთნელობაც გვარიანად რთული საქმეა.

მიხელსის წიგნი ქართულად არ არის ნათარგმნი და მასზე ხელი ალბათ ბევრ ჩვენებურ მწვრთნელს არ მიუწვდება, თუმცა მხოლოდ წიგნების კითხვაც ვერ არის საკმარისი. მწვრთნელი მოწოდებით უნდა იყო და ვფიქრობ, "დინამო თბილისის" დამრიგებელიც მასეთია.

გიორგი დევდარიანის გუნდმა 6 აპრილს ზედიზედ მეექვსე ფრე ითამაშა ჩემპიონატში - ასეთია სტატისტიკა, რომელიც ხანდახან ოდენ დამხმარე საშუალებაა, ხანდახან კი ყველაფერზე მეტყველებს.

"დინამოში" რომ ყველაფერი რიგზე არ არის, მხოლოდ დევდარიანის და მისი წინამორბედის ბრალი არ უნდა იყოს. სტატისტიკაზე კი, გინდა არ გინდა, პირველ რიგში მწვრთნელია პასუხისმგებელი.

დავუშვათ, "დინამოში" კიდევ ერთხელ შეიცვალა მწვრთნელი - როგორ ფიქრობთ, ამით საქმეს ეშველება?

მწვრთნელის შეცვლა სეზონის ბოლოს - როცა კლუბის ხელმძღვანელობა ამაზე დაფიქრდება, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ უკვე დაშვებული აქვს მძიმე შეცდომები. ასეთი იაღლიშები კი უცბად ვერ გამოსწორდება.

ჰოდა, მეც მგონია, რომ მიხელსის წიგნი მხოლოდ მწვრთნელებმა არ უნდა წაიკითხონ, წიგნი იმ ხალხმაც უნდა გადაშალოს, ფეხბურთში შემთხვევის და მომენტის წყალობით რომ მოგვევლინებიან და ჰგონიათ, ადვილად გაუძღვებიან საქმეს.

"დინამოს" უწინდელი მმართველი დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახლდათ, დიპლომატი, ნასწავლი და განათლებული კაცი. მაშინ ყველამ არ იცოდა, თუ რა იყო ჩადებული პოლოლიკაშვილის ასეთნაირად დაწინაურებაში, კულუარებში მერეღა გაჩნდა ინფორმაცია იმაზე, რომ პოლოლიკაშვილს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ამზადებდნენ და "დინამო" მისთვის აუცილებელი ეტაპი იყო.

რა გაეწყობა, საქართველო დღეს ასეთი ქვეყანაა, ყველაფერი, რაც მაღალ დონეზე კეთდება, რაღაცას უნდა დაუკავშირონ, მიხელსი და მისი წიგნი კი არავის არ სჭირდება, რეფორმატორებმა ყველაფერი ისედაც კარგად იციან და ეს "დინამოც" ამ ყველაფრის პროდუქტია.

საქართველოს ჩემპიონატში დაიწყო მწვრთნელობა გია გურულმა. ის მუყაითი კაცი ჩანს. საფრანგეთში სამწვრთნელო საქმეს რომ ვსწავლობდი., დილის შვიდ საათზე მეწყებოდა დღის გრაფიკიო - ასე თქვა ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში და ისიც დააყოლა, სიყრმიდან მიყვარდა სირთულეებთან ბრძოლაო.

გურულმა სეზონის ბოლოს ჩაიბარა "ბათუმი" და ბევრის გამოსწორებას ვერ შეძლებს. მას ევროპაში უთამაშია ფეხბურთი, საქართველოს ნაკრებში ალენ ჟირესის თანაშემწე იყო - გემოვნების ჩამოსაყალიბებლად საკმაოდ კარგი ბიოგრაფია აქვს.

გურულის აქტივშია ისეთი კონტაქტებიც, საქართველოში კარგი აფრიკელი ფეხბურთელების ჩამოყვანა რომ შეუძლია. გურული ქართულ ფეხბურთში "ბათუმის" მწვრთნელობამდეც იყო ფიგურა - ზურგს ავტორიტეტი და რეპუტაციაც უმაგრებს.

ახლა ჯერი იმაზეა, რა საშუალებები ექნება გურულის დამსაქმებელ კლუბს. ბათუმში ფეხბურთის აღორძინება, რა ხანია, აქტუალურია, თუმცა ჯერ ჭაჭის შადრევანის ჯერია, მერე კი ვნახოთ....

6 აპრილს სანდრო იაშვილის თამაშმა მნიშვნელოვნად განაპირობა "ჩიხურას" გამარჯვება. რაღაცნაირი, თითქოს სევდიანი ამბავია, რადგან იაშვილი ნიჭიერია და გაცილებით დიდ სარბიელზე უნდა შემოეტრიალებინა თამაშები.

ასეთი ფეხბურთელი მართლაც ძვირი სანახავია, კარგი ცენტრფორვარდი "დინამოსაც" უჭირს. იაშვილი მალე ალბათ გოლების გატანასაც დაიწყებს და ჩვენს ჩემპიონატსაც უფრო გააფერადებს.

სევდა კი დარჩა და ესეც ფეხბურთის ნაწილია. მხოლოდ იაშვილს შეუძლია ასე მაღლა აიწიოს ჰაერში და ბურთი თავით თუ მკერდით მოათვინიეროს, მას სხვა კარგი ფორვარდული თვისებებიც აქვს და ის ისევ მოედანზეა, მისი გამოჩენით ალბათ ქომაგიც მოიმატებს "ჩიხურას" თამაშებზე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• WARNING!

ბატონო დავით მომეჩვენა რომ არ არის სრულფოფილი ეს სტატია, გაგრძელება იქნება?

• dega

კარგი სტატიაა. რაც მთავარია არ არის მიკერძოებული და ჩანს რომ ჟურნალისტი იმას წერს რასაც ფიქრობს. დევდარიანი კარგი კაცი და კარგი მწვთნელი მგონია. გურულმა გვაჩვენოს რა შეუძლია. სანდრო იაშვილი მიმაჩნია რომ ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, თუმცა საკმრაისად ჭკვიანი ვერ გამოდგა. რაც შეეხება პოლიკას: კარგი ბიჭია მაგრამ დინამს პრეზიდენტობას ჭირდება საფეხბურთო ჭკუა, ფეხბურთის და დინამოს ფანატიკური სიყვარული. ფიფიას კიდე სულ რა ძალით შეტენს დინამო აი ეგ არის პრობლმა ისევე როგორც სიჭინავას. სიჭი საერთოდ რა სპორტშია მგონი დარწმუნებული არაა. გაუმარჯოს დინამოს საქართველოს ნაკრებს. პ.ს. ჟურნალისტებო გააგრძელეთ ო ბ ი ე ქ ტ უ რ ა დ წერა

• dudu

კარგი სტატიაა.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა