43 წლის ამერიკელმა ხელი მოსტეხა ბობი განს და სუპერმძიმე წონაში ნაკლებად პრესტიჟული ვერსიით (IBU), ჩემპიონატის ტიტული მოიპოვა
წარსულში ცნობილი მოკრივე ჯეიმს ტონი მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი გახდა. 43 წლის ამერიკელმა ხელი მოსტეხა ბობი განს და სუპერმძიმე წონაში ნაკლებად პრესტიჟული ვერსიით (IBU), ჩემპიონატის ტიტული მოიპოვა. ბრძოლა მისისიპიში გაიმართა და ის მეხუთე რაუნდში ტონის ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა.

ესთეტიკური და სპორტული თვალსაზრისით, ბრძოლა მაინცდამაინც მომხიბვლელი არ ყოფილა. IBU-ს ვერსია კრივის სამყაროში თითქმის არავის აინტერესებს, თუმცა ტონი და მისი მენეჯერები დიდი ხანი აცხადებდნენ, რომ ეს იყო საჩემპიონო ბრძოლა IBA-ს ვერსიით, რომელიც შედარებით მეტად პრესტიჟულია.

რა თქმა უნდა, ამას ხანმოკლე სკანდალი მოჰყვა IBA-ს მხრიდან, რომელმაც არაფერი იცოდა ტონის თავხედური გეგმების შესახებ (IBA-ს რეიტინგში ძმები კლიჩკოები ლიდერობენ, ტონი და განი კი იქ რეიტინგში საერთოდ არ ფიგურირებენ). ბოლოს გადაწყდა, რომ გათამაშდებოდა IBU-ს საჩემპიონო ქამარი. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელად IBU-ს ტიტული სუპერმძიმე კატეგორიაში 2006 წელს გათამაშდა ჯენი პუკალსა და ინგო ჯედეს შორის. სხვათა შორის, ბევრიც რომ ეცადოთ, ამ მოკრივეების შესახებ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

აწონვის ოფიციალურ ცერემონიაზე გაირკვა, რომ ტონი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დამძიმებულა - ახლა მისი წონა 112 კილოგრამია. არადა, ბოლო ბრძოლისას 90 კილოგრამს იწონიდა. რაც შეეხება განს, მან მხოლოდ 95 კილოგრამი დააფიქსირა.

წონაში დიდი განსხვავების მიუხედავად, ტონი რინგზე უფრო ცოცხლად გამოიყურებოდა და მეხუთე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. დებიუტში 43 წლის მოკრივემ ინიციატივა მოიპოვა, უკეთ გადაადგილდებოდა და იმდენად დაღალა თავისი მეტოქე, რომ მეხუთე რაუნდის შემდეგ განის გუნდი იძულებული გახდა ბრძოლა შეეჩერებინა; მით უმეტეს, ექიმებმა მას ხელის მოტეხილობა დაუდგინეს. ტონიმ ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველი ვადაზე ადრე გამარჯვება მოიპოვა.

მაგრამ, საერთო ჯამში, ამ ბრძოლამ დაგვანახა, რომ ტონის საუკეთესო წლები ჩავლილია და მისი გამოსვლა ბევრს არავის აინტერესებს. ამის თქმის საშუალებას ისიც გვაძლევს, რომ ამერიკაში არცერთ საკაბელო ტელევიზიას არ გასჩენია ამ შეხვედრის ტრანსლირების სურვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა