ფრანგული დერბი უკვე თავისთავად ნიშნავს დაძაბულობას და ასე იყო 8 აპრილსაც "პარკ დე პრენსზე"
ცნება ფრანგული დერბი უკვე თავისთავად ნიშნავს დაძაბულობას. ასე იყო 8 აპრილსაც "პარკ დე პრენსზე".

მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო. პირველი მომენტი უკვე მე-4 წუთზე შეიქმნა, როცა მოჰამედ სისოკოს პასის მერე ხავიერ პასტორე ურტყამდა, მაგრამ არგენტინელის გასროლილი ხარიხას გადასცდა.

მე-6 წუთზე ანგარიში გაიხსნა. ეს ცოტა უცნაურად მოხდა. ნენემ მარცხენა ფლანგიდან ბურთი კრისტოფ ჟალეს საჯარიმოს მისადგომებთან დაუგორა. უკანასკნელის დარტყმული ჟერემი მენეზს მოხვდა. ის უმალ გამოერკვა და ახლო მანძილიდან სტივ მანდანდას შანსი არ დაუტოვა.

"მარსელმა" პირველი მომენტი 28-ე წუთზე შექმნა. ანდრე აიუმ ფლანგზე ნენეს სისწრაფეში აჯობა და მორგან ამალფიტანოს გადააწოდა. უკანასკნელის დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

პირველი ტაიმის დასრულებას ბევრი არაფერი უკლდა, როცა მატიე ვალბუენას საჯარიმოს სტეფან მბია მარტოდმარტო დახვდა, მაგრამ კამერუნელის დარტყმა სალვატორე სირიგუს კარს სანტიმეტრებში ასცდა.

56-ე წუთზე კიდევ ერთი ხიფათი შექმნა მენეზმა. მან ფლანგიდან რბილი ბურთი დაკიდა საჯარიმოში. ნენეს დარტყმამ ძელს სანტიმეტრებში ჩაუარა.

მე-60 წუთზე ანგარიში გათანაბრდა. ლოიკ რემიმ ალექსს საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო და აიუს პასი გაუკეთა. განელს ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. ალბათ წუთზე ცოტა მეტი იქნებოდა გასული, როცა მასპინძელი ისევ წინ გავიდა.

ალექსმა შეცდომა გამოისყიდა და კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ალუ დიარას მაღალ ნახტომში მოუგო. მანდანდას ნახტომი ამაო გამოდგა.

თამაშში ბოლო შანსი ხელიდან ბრუნო შეირუმ გაუშვა. არადა, აიუს პასით ის დიდებულ პოზიციაში იდგა.

აიაჩო-სტ. ეტიენი 1:1

გოლები: 0:1 სინამა-პონგოლე (72), 1:1 მეჯანი (78)

ბრესტი-ლილი 3:1

გოლები: 1:0 დაფი (5), 2:0 გრუჟი (10-პენ), 2:1 პაიე (27), 3:1 ალფონსი (52)

დიჟონი-ნანსი 0:2

გოლები: 0:1 ბ. ტრაორე (6), 0:2 ბ. ტრაორე (86)

ევიანი-რენი 1:3

გოლები: 1:0 ლერუა (34), 1:1 ჰაჯი (47), 1:2 პიტრიოპა (88), 1:3 ერდინჩი (90)

მონპელიე-სოშო 2:1

გოლები: 1:0 ბელჰანდა (4), 1:1 მაიგა (28), 2:1 კამარა (55)

ვალანსიენი-ტულუზი 2:0

გოლები: 1:0 დანიჩი (62), 2:0 სამასა (89-პენ)

ლიონი-ოსერი 2:1

გოლები: 1:0 ლ. ლოპესი (29-პენ), 1:1 ა. ტრაორე (42), 2:1 ლ. ლოპესი (72-პენ)

კანი-ბორდო 1:0

გოლები: 1:0 სეუბე (2)

ნიცა-ლორიანი 1:0

გოლები: 1:0 მუნიე (49), 2:0 სიველი (57)

პსჟ-მარსელი 2:1

გოლები: 1:0 მენეზი (6), 1:1 ა. აიუ (60), 2:1 ალექსი (61)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. მონპელიე 30 19 6 5 55-28 63

2. პსჟ 31 18 9 4 56-33 63

3. ლილი 31 15 11 5 56-35 56

4. ლიონი 31 16 5 10 49-38 53

5. ტულუზი 31 14 8 9 32-28 50

6. რენი 31 13 9 9 41-35 48

7. სტ. ეტიენი 31 13 8 10 38-35 47

8. ბორდო 31 10 12 9 36-34 42

9. მარსელი 30 10 10 10 37:32 40

10. ევიანი 31 10 9 12 43-46 39

11. ნანსი 31 10 9 12 31-37 39

12. ვალანსიენი 31 10 7 14 31-36 37

13. ნიცა 31 8 10 13 32-36 34

14. დიჟონი 31 9 7 15 37-51 34

15. ბრესტი 31 6 15 10 27-30 33

16. კანი 31 8 9 14 33-44 33

17. აიაჩო 31 7 12 12 32-50 33

18. ლორიანი 31 7 11 13 28:40 32

19. სოშო 31 7 9 15 32-48 30

20. ოსერი 31 5 12 14 36-46 27

ბომბარდირები

18 - ოლივიე ჟირუ (მონპელიე); 14 - ედენ აზარი (ლილი), ნენე (პარი სენ-ჟერმენი); 12 - ბაფეტიმბი გომისი, ლისანდრო ლოპესი (ორივე ლიონი); 11 - პიერ-ემერიკ აუბამეიანგი (სენტ ეტიენი), კევინ გამეირო (პარი სენ-ჟერმენი); 10 - დენის ოლიეჩი (ოსერი), ლოიკ რემი (მარსელი)

გამოტოვებული მატჩი:

11 აპრილი - მარსელი-მონპელიე

მომდევნო ტური:

15 აპრილი: ლილი-აიაჩო, ლორიანი-მონპელიე, ნანსი-ბორდო, სტ. ეტიენი-ბრესტი, სოშო-დიჟონი, ვალანსიენი-ევიანი, ოსერი-პსჟ

16 აპრილი: რენი-ნიცა

18 აპრილი: მარსელი-კანი, ტულუზი-ლიონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"