მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა "ვალენსიასთან" მატჩის შემდეგ შედეგით იმედგაცრუება არ დამალა
მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა იკერ კასილიასმა "ვალენსიასთან" ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩის შემდეგ შედეგით (0:0) იმედგაცრუება არ დამალა.

თუმცა, ამასთან, თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს მოუწოდა, ამ წარუმატებლობაზე ნუ გაამახვილებენ ყურადღებას.

"ჩვენ უფრო მეტი საგოლე მომენტი გვქონდა, ვიდრე "ვალენსიას", მაგრამ ჩვენს კარს მეტოქეც ემუქრებოდა. ასე რომ, შეიძლებოდა, ორ ქულაზე მეტიც დაგვეკარგა. არადამაკმაყოფილებელი შედეგია, მაგრამ ვფიქრობ, რომ სიამოვნება სტადიონზე მყოფმა გულშემატკივრებმაც მიიღეს და ტელემაყურებლებმაც.

ახლა გუნდის მენტალიტეტია მთავარი. დიახ, ჩვენი უპირატესობა ცხრილში შესამჩნევად შემცირდა, მაგრამ ამაზე ტირილის დრო არ არის. ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია და ყურადღება თამაშზე უნდა გავამახვილოთ.

"ატლეტიკოსთან" გამარჯვება გვჭირდება. დერბი რთული იქნება იმიტომ, რომ "ატლეტიკო" "ლევანტესთან" მარცხის შემდეგ განრისხებულია და თან დიდი ხანია, არ დავუმარცხებივართ.

რაც შეეხება მსაჯობას, მას არ განვიხილავ. ტელევიზორით ყველამ ყველაფერი ნახა. უბრალოდ, დერბიზე ვფიქრობ", - თქვა კასილიასმა.

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო