ფრანგული "ლე მანის" 21 წლის ქართველ მეკარეს უმძიმესი ბრძოლები წინ აქვს
გიორგი მაკარიძისთვის მიმდინარე სეზონი განსაკუთრებულია. "ლე მანის" 21 წლის ქართველმა მეკარემ ძირითადი შემადგენლობიდან ჩვენთვის კარგად ნაცნობი გაბონის ნაკრების წევრი დიდიე ოვონო ამოაგდო, რომელიც თბილისის "დინამოში" სამი წელი თამაშობდა.

სეზონში გუნდის მიერ ჩატარებული 30 მატჩიდან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარემ 25 ითამაშა, ოვონომ კი მხოლოდ - 4.

ახლა მათ გუნდს უჭირს: ლიგა 1-იდან გავარდნილ "ლე მანს" ლიგა 2-შიც გაუჭირდა. ბოლოდან მესამე ადგილზეა და ადგილის შესანარჩუნებლად უმძიმესი ბრძოლების გადატანა ელის.

მაგრამ უცნაური ისაა, რომ ლიდერ "ბასტიას" შემდეგ ყველაზე ნაკლები გოლი "ლე მანს" აქვს გაშვებული. შესაბამისად, გიორგი ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მეკარეა.

- სეზონი პირადად შენთვის გამორჩეულია, რადგან "ლე მანის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდი...

- შეიძლება ითქვას, რომ ასეა. ლიგა 2-ში 25 თამაში ვითამაშე, საფრანგეთის თასზე კიდევ 5 მატჩი. მეკარისთვის სათამაშო პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია და საბედნიეროდ, ეს პრობლემა აღარ მაწუხებს. მიმაჩნია, რომ სეზონში 30 თამაში ურიგო არ არის.

- დიდიე ოვონო ძირითადიდან როგორ ამოაგდე?

- როგორც ხდება ხოლმე: ოვონომ 4 შეხვედრა ითამაშა და კმაყოფილები არ იყვნენ. მე კი, როგორც ჩანს, შანსი გამოვიყენე და ნელ-ნელა ძირითადი მეკარე გავხდი. ფაქტია, რომ წელს სულ მე ვთამაშობ, მწვრთნელი მენდობა და ჩემთვის ყველაფერი ნორმალურად აეწყო.

- როგორც ჩანს, საფრანგეთში გატარებულ სამ წელს უკვალოდ არ ჩაუვლია...

- რა ვიცი, ალბათ, ასეა. საფრანგეთში ფეხბურთი და მასთან დაკავშირებული ყველაფერი - მოსამზადებელი პირობები, საწვრთნელი მეთოდები, სტადიონები, მოედნები - ძალიან მაღალ დონეზეა. ვარჯიშებიც იმაზე ბევრად უკეთესია, ვიდრე შეჩვეული ვიყავი. რა თქმა უნდა, აქაურ თამაშებშიც დიდი გამოცდილება მივიღე. ასეთ გარემოში, როდესაც სხვებს უყურებ, შენც ცდილობ, რომ გაიზარდო, პროფესიონალურად იცხოვრო და ნელ-ნელა ასეც მოხდა.

სამწუხარო ისაა, რომ ეს ნაკრებში არ გამოჩნდა. ესპანეთთან და შვეიცარიასთან დიდი ანგარიშებით წავაგეთ და მეც ბევრი გოლი გავუშვი. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მიზეზით მოხდა, მაგრამ გუნდი დიდი ანგარიშით რომ აგებს, ეს ყველას ბრალია და თითოეულ ჩვენგანზე ცუდად მოქმედებს.

- არაერთგვაროვანი სეზონი გაქვს: შენ კი თამაშობ ბევრს, მაგრამ "ლე მანს" ცუდად აქვს საქმე და გასავარდნ ზონაშია...

- ამ მძიმე პერიოდსაც რამენაირად გადავიტანთ.

- გუნდთან კონტრაქტი როდის გიმთავრდება?

- 2015 წელს.

- ცუდია... და თუ "ლე მანი" მაინც გავარდა, გუნდში დარჩები?

- დარწმუნებული ვარ, არ გავვარდებით. ამაზე ფიქრიც არ მინდა. ვნახოთ, რა მოხდება, წინასწარ ლაპარაკი არ ღირს.

- მაგრამ ამაზე აუცილებლად იფიქრებდი...

- დამიჯერეთ, ახალ გუნდში გადასვლაზე ნაკლებად ვფიქრობ. ჩემპიონატის დასრულებამდე 8 თამაშია დარჩენილი და იმედია, კარგად ვითამაშებთ და ადგილს შევინარჩუნებთ.

- ასეა თუ ისე, საკმაოდ წარმატებულ სეზონს ატარებ, რადგან 21 წლის მეკარისთვის პრაქტიკა აუცილებელია...

- რომ არ დავმალო, მეც კმაყოფილი ვარ, რადგან, ფაქტობრივად, ლიგა ბ-ში სადებიუტო სეზონი მქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა