იაპონიის რალიმ სპორტის ამ სახეობის მოყვარულებს პირველობისთვის ლამაზი ბრძოლა აჩუქა. პირველ რიგში ეს იმიტომ მოხდა, რომ საერთო ჩათვლის ლიდერმა სებასტიან ლოებმა ვერ იპოვნა თავისი ტემპი. ფრანგი, რომელსაც სამი კვირის შემდეგ სამშობლოში შეუძლია მორიგი ჩემპიონობის გაფორმება, ამჯერად წარუმატებლად გამოვიდა.

იაპონიის რალიმ სპორტის ამ სახეობის მოყვარულებს პირველობისთვის ლამაზი ბრძოლა აჩუქა. პირველ რიგში ეს იმიტომ მოხდა, რომ საერთო ჩათვლის ლიდერმა სებასტიან ლოებმა ვერ იპოვნა თავისი ტემპი. ფრანგი, რომელსაც სამი კვირის შემდეგ სამშობლოში შეუძლია მორიგი ჩემპიონობის გაფორმება, ამჯერად წარუმატებლად გამოვიდა. რა თქმა უნდა, მეხუთე ადგილი ბევრისთვის საოცნებოა, მაგრამ არა სებასტიანისთვის, რომელიც წელს მუდმივად პოდიუმზე ადიოდა.

სხვა ფავორიტებმა იაპონიის ეტაპი სტაბილურად გაიარეს. ვინ იცის, როგორი იქნებოდა საბოლოო შედეგი, "ფორდის" მანქანებს პრობლემები რომ არ შექმნოდათ. შაბათის სპეცმონაკვეთების შემდეგ ლიდერთა მჭიდრო ჯგუფი ჩამოყალიბდა და ნებისმიერს შეეძლო გამარჯვებაზე ფიქრი. კვირას პირველი ბრძოლას ლატვალა გამოაკლდა. "ფორდის" მეორე ნომერი ისევ ჯობდა თანაგუნდელს, მე-15 სპეცმონაკვეთის შემდეგ ლიდერთა შორის იყო, მაგრამ ტექნიკური პრობლემა შეექმნა. ფინელმა მხოლოდ მესამე ადგილისთვის იბრძოლა, არადა, გაცილებით მეტი შეეძლო.

კვირას "ფორდის" ბოლო იმედი მიკო ჰირვონენი იყო, მაგრამ მან მაშინვე წააგო - ფინელის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი გამოვიდა მწყობრიდან. საერთოდ ასე ხდება - თუ "ფორდის" პილოტები დისტანციას შეცდომების გარეშე გადიან, მაშინ მათ ტექნიკური პრობლემები უშლით ხელს. იაპონიაში ასეთი რამ ორ მანქანას დაემართა. იმედი ვიქონიოთ, რომ გუნდი ტყუილად არ ხარჯავს ენერგიას Ford Fiesta S2000-ის გასაძლიერებლად.

პირველობისთვის ბრძოლა გააგრძელეს პეტერ სოლბერგმა და სებასტიან ოჟიემ. ნორვეგიელი პირველი გავიდა ტრასაზე და ე. წ. "მწმენდავის" როლს ასრულებდა. შესაძლოა, ამის გამო აგებდა ოჟიესთან, მაგრამ დროის მთავარი დანაკარგი შეცდომამ გამოიწვია. ამის წყალობით ოჟიემ კარიერაში მეორე ეტაპი მოიგო, რაც ბრწყინვალე შედეგია ამ ახალგაზრდა რალისტისთვის. ჯერ კიდევ შარშან, ოჟიე ქულათა ზონასთან მიახლოების გამო ხარობდა, ახლა კი ორი გამარჯვება დაუგროვდა. უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ფრანგი კლასის

ხარჯზე იგებს სპეცმონაკვეთებს.

X ეტაპი. იაპონიის რალი

1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 3:10.26,4; 2. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +15,7; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - +26,0; 4. დანიელ სორდო (ესპანეთი, "სიტროენი") - +35,2; 5. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - +53,3; 6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდი") - +1.13,5; 7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +3.03,1; 8. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, "ფორდი") - +10.17,9; 9. იარი კეტომაა (ფინეთი, "ფორდი") - +14.47,1; 10. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, "ფორდი") - +15.20,8...

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 201 ქულა; 2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 158; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - 132; 4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 118; 5. დანიელ სორდო (ესპანეთი, "სიტროენი") - 107; 6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდი") - 94; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "სიტროენი") - 56; 8. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 31; 9. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, "ფორდი") - 30; 10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 21.

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა