"ბარსელონას" ფორვარდმა "სარაგოსასთან" დუბლით მთავარ მეტოქეს კრიშტიანო რონალდოს გადაუსწრო
კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ "სარაგოსასთან" (4:1) ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩში დუბლი შეასრულა და "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში თავის მთავარ მეტოქეს კრიშტიანო რონალდოს გადაუსწრო.

8 აპრილს მადრიდის "რეალმა" "ვალენსიას" უმასპინძლა. გუნდებს შორის მატჩი უგოლო ფრეთი დასრულდა. "ბარსელონამ" კი გასვლით შეხვედრაში "სარაგოსას" უპრობლემოდ, ანგარიშით 4:1 სძლია.

არგენტინელმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და ყველა ტურნირში მისი გატანილი გოლების რაოდენობამ 60-ს უწია.

ამ დროისთვის მესის ანგარიშზე ესპანეთის ჩემპიონატზე 38 გატანილი ბურთია, რაც ერთით მეტია კრიშტიანო რონალდოს შედეგზე.

გერმანიის ჩემპიონატში მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა მარიო გომესმა "აუგსბურგს" ორი გოლი გაუტანა, ხოლო მისმა გუნდმა საბოლოოდ ანგარიშით 3:1 მოიგო. ამ გოლების წყალობით, "ოქროს ბურთის" რეიტინგში გერმანელი მე-4 პოზიციაზე ავიდა.

გომესს ორი ქულით ჩამორჩება "შალკეს" თავდამსხმელი კლას-იან ჰუნტელაარი, რომელმაც "ჰანოვერის" კარის აღება ერთხელ მოახერხა.

გასულ უქმეებზე თითო ბურთი შემატეს თავიანთ ანგარიშს უეინ რუნიმ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

"ოქროს ბურთის" პრეტენდენტები ( 2012 წლის 9 აპრილის მდგომარეობით)

1.ლიონელ მესი (ბარსელონა) 38X2=76

2.კრიშტიანო რონალდო (რეალი) 37X2=74

3.რობინ ვან პერსი (არსენალი) 26X2=52

4.მარიო გომესი (ბაიერნი) 25X2=50

5-6.კლას-იან ჰუნტელაარი (შალკე) 24X2=48

5-6.ბურაკ ილმაზი (ტრაბზონსფორი) 32X1.5=48

7-8.ალექსანდრს ჩეკულაევსი (ტრანს/ვალეტა) 46X1=46

7-8.ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი) 23X2=46

9.უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) 21X2=42

10.სეიდუ დუმბია (ცსკა) 27X1.5=40.5

შენიშვნა: ჩეკულაევსი ამ დროისთვის "ვალეტას" ღირსებას იცავს.

"ოქროს ბუცის" წესები

ევროპის ხუთ წამყვან ჩემპიონატში (ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი) ერთი გოლი ორად ითვლება.

თუ ფეხბურთელი იმ ჩემპიონატში თამაშობს, რომელიც გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზეა (მაგ. ნორვეგია) და სხვა ჩემპიონატში გადაბარგდება, რომელიც შემოდგომა-გაზაფხულის სიტემაზეა (მაგ. ესპანეთი), მაშინ ამ ფეხბურთელის მიერ დაგროვილი ქულები არ ჯამდება.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა