ტურნირზე მივლენილი 288 მოთამაშიდან 272-ს მიეცა თუნდაც ერთი წუთი თამაშის საშუალება...

ტურნირზე მივლენილი 288 მოთამაშიდან 272-ს მიეცა თუნდაც ერთი წუთი თამაშის საშუალება.

ჯამში ჩატარებულ 80 შეხვედრაში ამ კალათბურთელებმა 12 388 ქულა ჩააგდეს, აქედან 9076 ქულა ჯგუფურ ეტაპზე მოდის. ასე რომ, მატჩში შედეგიანობის საშუალო მაჩვენებელმა 154,2 ქულა შეადგინა (ერთი გუნდისთვის - 77,1). საინტერესოა, რომ მხოლოდ 12 ნაკრებმა შეძლო შედეგიანობის საშუალო ზღვრის გადალახვა.

ტურნირზე ყველაზე შედეგიანი მატჩი ამერიკასა და ანგოლას შორის ჩატარდა, რომელიც 121:66 დასრულდა - 187 ქულა. იგივე შედეგი გაიმეორეს მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ლიტვამ და სერბეთმა (99:88). შემდეგ მოდის მერვედფინალი არგენტინასა და ბრაზილიას შორის (93:89) და მეოთხედფინალი - სერბეთი-ესპანეთი (92:89).

ყველაზე დაბალი შედეგიანობა ორ მატჩში (ორივე ჯგუფურ ეტაპზე) დაფიქსირდა - 121 ქულა. ეს შეხვედრებია: თურქეთი-რუსეთი (65:56) და ავსტრალია-გერმანია (78:43).

სწორედ გერმანიის მიერ დაგროვილი 43 ქულა გახდა ტურნირის ანტირეკორდი. რეკორდი კი ამერიკას ეკუთვნის, რომელმაც მერვედფინალში ანგოლას 121 ქულა ჩაუგდო. გარდა ამისა, გერმანიამ იმით გამოიჩინა თავი, რომ მის გარდა ორი ოვერტაიმი არც ერთ გუნდს არ უთამაშია.

გუნდური სტატისტიკა

ქულა (საშუალო)

1. აშშ 92,8

2. სერბეთი 88,9

3. ესპანეთი 85,2

4. არგენტინა 83,3

5. ლიტვა 82,9

ქულა (სულ)

1. აშშ 835

2. სერბეთი 800

3. ესპანეთი 767

4. არგენტინა 750

5. ლიტვა 746

მოხსნა

1. აშშ 41,7

2. პუერტო რიკო 40,4

3. ლიტვა 37,8

პასი

1. ესპანეთი 18,2

2. აშშ 18,2

3. სერბეთი 18,1

დაფარება

1. ესპანეთი 4,9

2. კოტ დ'ივუარი 4,8

3. აშშ 4,0

ჩაჭრა

1. აშშ 10,4

2. კოტ დ'ივუარი 8,4

3. ბრაზილია 8,2

შეცდომა

1. ირანი 18,4

2. ლიბანი 16,8

3. საფრანგეთი 16,2

პირადი სტატისტიკა

ბომბარდირები

1. ლუის სკოლა (არგ) 27,1

2. კირკ პენი (ზელ) 24,7

3. კევინ დურანტი (აშშ) 22,8

4. კარლოს დელფინო (არგ) 20,6

5. იი იანლიანი (ჩინ) 20,2

ტურნირის რეკორდი დაამყარა კევინ დურანტმა, რომელმაც ნახევარფინალში ლიტვას 38 ქულა ჩაუგდო. მეორე ადგილზეა კირკ პენის გმირობა ტურნირის პირველ დღეს, აგრეთვე ლუის სკოლას კიდევ ერთი ბრწყინვალე თამაში ბრაზილიის წინააღმდეგ - 37 ქულა.

ქულები (სულ)

1. ლუის სკოლა (არგ) 244 (9)

2. კევინ დურანტი (აშშ) 205 (9)

3. კარლოს დელფინო (არგ) 185 (9)

4. ლინას კლეიზა (ლიტ) 171 (9)

5. კირკ პენი (ზელ) 148 (6)

მოხსნა

1. იი იანლიანი (ჩინ) 10,2

2. ჰამედ ჰადადი (ირა) 8,6

3. ზაიდ აბაასი (იორ) 8,4

იი იანლიანს, საშა კაუნს (რუსეთი), ჰოაკიმ გომეშსა (ანგოლა) და არსალან ქაზემის (ირანი) ეკუთვნის ერთ მატჩში საუკეთესო შედეგი - 14 მოხსნა.

პასი

1. პაბლო პრიჯიონი (არგ) 6,4

2. მარსელო უერტასი (ბრა) 5,8

3. მილოშ ტეოდოშიჩი (სერ) 5,6

ესპანელებმა აქ მაინც გამოიჩინეს თავი. რიკი რუბიომ ახალ ზელანდიასთან მატჩში 11 პასის დარიგება მოახერხა. თუმცა ტურნირის რეკორდში ესპანელს რუსი ანტონ პონკრაშოვი (პუერტო რიკო წინააღმდეგ) და სერბი მილოშ ტეოდოშიჩი (თურქეთის წინააღმდეგ) შეეცილნენ.

დაფარება

1. მამადუ ლამიზანა (კ-დივ) 3,2

2. ჰამედ ჰადადი (ირა) 2,6

3. მარკ გასოლი (ესპ) 2,3

ლოგიკურია, რომ მამადუ ლამიზანა გახდა ერთ მატჩში დაფარებების რაოდენობით რეკორდსმენი. თანაც აფრიკელმა ორ მატჩში - პუერტო რიკოსთან და თურქეთთან მიითვალა ხუთ-ხუთი დაფარება. მისი შედეგი გაიმეორეს ირანელმა ჰამედ ჰადადიმ და ტუნისელმა სუად მეჯრიმ - ორივეს ბრაზილიასთან მატჩებში გამოიჩინეს თავი.

ჩაჭრა

1. არსალან ქაზემი (ირა) 2,8

2. ალი მაჰმუდი (ლიბ) 2,6

3. მულუკუ დიაბატე (კ-დივ) 2,4

ჩაჭრების რაოდენობით რეკორდი სინან გიულერს ეკუთვნის. თურქმა, რომელიც საშუალო მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე გავიდა (2,1 ჩაჭრა მატჩში), ჩინეთთან შეხვედრაში რვა ჩაჭრა მოიპოვა. 7 ჩაჭრა ჰქონდა ივუარელ მულუკუ დიაბატეს რუსეთთან მატჩში.

შეცდომა

1. ოსამა დაგლასი (იორ) 4,0

2. მეჰდი ქარმანი (ირა) 3,8

3. ჯავად დავარი (ირა) 3,6

აქ ერთპიროვნული ლიდერია კევინ დურანტი - ბრაზილიასთან ურთულეს შეხვედრაში ამერიკელთა ლიდერმა და ტურნირის MVP-მ შვიდჯერ დაკარგა ბურთი.

წუთი

1. კარლოს დელფინო (არგ) 36,3

2. ლიუ ვეი (ჩინ) 36

3. ლუის სკოლა (არგ) 35,9

"გადარჩენილი უკანალი და მისი სითბო" - ბაგატსკისმა გამარჯვებების შემდეგ კომენტარები გააკეთა
გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ზედიზედ მეორედ - აშშ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა