"ჩვენ ყველა საჭირო ინგრედიენტი გვაქვს იმისთვის, რომ მოვიგოთ წლევანდელი ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ სიჩქარე არ გვარგებს, უნდა გადავდგათ ყოველი ნაბიჯი მიზანმიმართულად, დაუშვებელია გუნდზე უაზრო ფსიქოლოგიური ზეწოლა", - განუცხადა მადრიდის "რეალის" ოფიციალურ სატს გუნდის ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ

"ჩვენ ყველა საჭირო ინგრედიენტი გვაქვს იმისთვის, რომ მოვიგოთ წლევანდელი ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ სიჩქარე არ გვარგებს, უნდა გადავდგათ ყოველი ნაბიჯი მიზანმიმართულად, დაუშვებელია გუნდზე უაზრო ფსიქოლოგიური ზეწოლა", - განუცხადა მადრიდის "რეალის" ოფიციალურ სატს გუნდის ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ, რომელიც მიიჩნევს, რომ "ერკულესმა" ყველას დაანახა - "ბარსელონა" არ არის დაუმარცხებელი.

"სეზონი ახალი დაწყებულია და რადგან "ბარსელონამ" წააგო, ვერ ვიტყვი, რომ ეს გუნდი შარშანდელზე სუსტია. ასეთი დასკვნებისთვის მეტისმეტად მცირე დროა გასული. "ერკულესთან" მარცხი მართლაც ძალიან მოულოდნელი იყო. როცა გავიგე, კარგა ხანს არ მჯეროდა, თუმცა ამ მოგებით "ერკულესმა" დაგვანახა, რომ "ბარსას" დამარცხება შეიძლება".

რონალდო სეზონში პირველი მოგებით კმაყოფილია, თუმცა თავად უკეთ უწყის, რომ გუნდს კარგად არ უთამაშია: "ახლა მთავარი შედეგია, რომელსაც ჩვენ "ოსასუნასთან" მივაღწიეთ. ამიტომ კმაყოფილი ვარ. ჩვენ უკეთ თამაში და მეტი გოლის გატანა შეგვიძლია და ეს დროც მალე მოვა. "რეალს" მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს, გუნდი კი შენების პროცესშია - ჩვენ ერთმანეთსაც კი არ ვიცნობთ კარგად. ყველაფერი მოვა, ოღონდ, არა ერთბაშად".

გახსოვთ, ალბათ, ჟოზე მოურინიო მსაჯებს შემოსწყრა კრიშტიანო რონალდოს ხშირად გამეტებით ურტყამენ ფეხებში, მსაჯები კი ხშირად აქეთ რონალდოს სჯიანო. მადეირელი ამ საკითხსაც შეეხო: "ვფიქრობ, მოურინიო მართალია, იმ ფეხბურთელებს, რომელთაც შექმნა შეუძლიათ ხელ-ფეხი უნდა გაეხსნათ, უხეშობა უნდა აღიკვეთოს. ვიცი, რომ მოურინიომ ეს განცხადება მხოლოდ ჩემი გულისთვის და მხოლოდ "რეალისთვის" არ გააკეთა, ის პრინციპული წინააღმდეგია უხეშობით ფონს გასვლის, სურს, რომ ფეხბურთში იმან გაიმარჯვოს, ვინც უკეთესია".

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა