ATP-ის რეიტინგ-ლისტში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთბაშად 200-ზე მეტი ადგილით დაიხია უკან. ამის მიზეზი მისი მონაგარიდან შარშან სოჭში მოგებული ტურნირისთვის დარიცხული ქულების ამოღებაა, ერთი წელიწადი გავიდა

ATP-ის რეიტინგ-ლისტში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთბაშად 200-ზე მეტი ადგილით დაიხია უკან. ამის მიზეზი მისი მონაგარიდან შარშან სოჭში მოგებული ტურნირისთვის დარიცხული ქულების ამოღებაა, ერთი წელიწადი გავიდა, ნიკამ ეს ქულები ვერ "დაიცვა" და წესის მიხედვით, მას ისინი დააკლდა. დღეისათვის 18 წლის ჩოგბურთელს 12 სარეიტინგო ქულაღა შერჩა და ის მსოფლიოს 865-ე ჩოგანია. ბასილაშვილი დაკარგულის ანაზღაურებას კალიფორნიის ქალაქ კლარმონტში გეგმავს, სადაც 10-ათასიან ტურნირში მე-3 ნომრად განთესეს.

მიუხედავად ამისა, ბასილაშვილი კვლავ ქვეყნის პირველი ჩოგანია - ჩვენში ვაჟთა ჩოგბურთის კრიზისის კიდევ ერთი მანიშნებელი: სპორტსმენს სულ რაღაც 12 ქულა აქვს რეიტინგში და მაინც პირველია ქვეყანაში. 10 ქულა აქვს ლადო ჩიხლაძეს, რომელიც მსოფლიოს 890-ე ჩოგანია. ლაზარე კუხალაშვილი 2 ქულით 1334-ე ადგილზეა.

ახალგაზრდულ რეიტინგში კიდევ რამდენიმე ქართველია, თუმცა ქულათა სოლიდური მარაგი მხოლოდ ალექსანდრე მეტრეველს აქვს, 17 წლის მეტრეველი 235 ქულით 146-ე პოზიციაზეა თანატოლთა შორის.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე