საქართველოს ჩემპიონატი. მეორე ეტაპი. პლეი ოფი. გადადებული მატჩი
10.04. ქუთაისი. ცენტრალური. 3500 მაყურებელი

ტორპედო-მერანი 2:0

1:0 საბანაძე (37.დოლიძის პასით), 2:0 ვ.ბოლქვაძე (86)

ტორპედო მერანი

4-4-2 4-4-1-1

მიგინეიშვილი შეროზია

იოსელიანი მელიავა

კვახაძე იობაშვილი

გამეზარდაშვილი გ. ჟვანია

გურული სუხიაშვილი

დოლიძე ვართაგავა

დიღმელაშვილი ტორონჯაძე

გ. დათუნაიშვილი დიდავა

თარხნიშვილი ამბროლაძე

საბანაძე ე.გრიგალაშვილი

გოცირიძე ტაპე

მწვრთნელი: მწვრთნელი:

გ.გეგუჩაძე მ. ჟვანია

ტორპედო

62. გოცირიძე-ვ.ბოლქვაძე

72. დოლიძე-კუხიანიძე

88. საბანაძე-დ. ჯანელიძე

სათადარიგოები: ქვილითაია, ტაბატაძე, ფარულავა, ფირცხალავა.

მერანი

59. ამბროლაძე-ფონიავა

65. ვართაგავა-წოწორია

73. ტორონჯაძე-ბოხუა

სათადარიგოები:შენგელია, კიკალიშვილი, ტორაძე, კაკულია.

გაფრთხილება: ვართაგავა (13), გურული (32)

არბიტრი: ო.ხეცაძე

დიდთოვლობის გამო გადადებული პლეი ოფის შეხვედრა ქუთაისელებისთვის ყოველმხრივ წარმატებული გამოდგა. გია გეგუჩაძის გუნდმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და მარტვილელთა დამარცხებით სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე მყარად დამკვიდრდა.

"ტორპედო" უახლოეს მდევარს, თბილისის "დინამოს", უკვე 3 ქულით უსწრებს და არც ლიდერებთან აქვს ისეთი ჩამორჩენა, რომლის აღმოფხვრაც შეუძლებელი იქნება.

რაც შეეხება "მერანს", როგორც ჩანს, მალხაზ ჟვანიას გუნდმა პლეი ოფში მოხვედრით პროგრამა მაქსიმუმი შეასრულა. 10 აპრილს გამართულ შეხვედრაშიც იგრძნობოდა, რომ "ტორპედო" უფრო მოტივირებული და გამარჯვების წყურვილით აღსავსე იყო, ვიდრე სტუმართა გუნდი, რომელიც პლეი ოფში მოხვედრის შემდეგ სასურველ თამაშს ვეღარ აჩვენებს.

ქუთაისელებმა მეტოქეს თავიდანვე აქტიურად შეუტიეს. განსაკუთრებით, მარცხენაფლანგელი თორნიკე თარხნიშვილის კარგი თამაშია აღსანიშნავი, რომლის ფლანგურ გარღვევებს, სახიფათო ჩაწოდებებსა თუ კარში დარტყმებს სტუმრები გაჭირვებით უმკლავდებოდნენ.

მეტად ნაყოფიერად ირჯებოდა გიორგი დათუნაიშვილიც, რომლის აქტიურობასაც მარტვილელთა კართან პირველი რეალური საგოლე მომენტი მოჰყვა - იგი კარგად შეიჭრა საჯარიმოში, მეურვესაც გასცდა და ბურთი დაუცველ კუთხეში გადაგზავნა. სტუმართა მეკარე ჯონი შეროზია ამ ეპიზოდში უძლური იყო, თუმცა ბურთი კარის ხაზიდან მცველმა გამოიტანა.

სტუმრები კონტრშეტევებით ცდილობდნენ ტორპედოელთა კართან მიახლოებას, რომლის ახლომახლოსაც კოტდივუარელი ფორვარდი მუნინი ტაპე ტრიალებდა, თუმცა აფრიკელ ლეგიონერამდე ბურთი იშვიათად აღწევდა.

სტუმრები პირველ ტაიმში ელგუჯა გრიგალაშვილის ორ, მეტ-ნაკლებად სახიფათო დარტყმას გამორჩნენ. პირველი ეპიზოდისას მეკარე ომარ მიგინეიშვილს არ გასჭირვებია ბურთის დაუფლება, მეორე დარტყმა კი მიზანს საერთოდ ასცდა.

სხვა მხრივ, ქუთაისელთა უპირატესობა აშკარა იყო და გოლიც "მწიფდებოდა", თუმცა მანამდე ერთი საკამათო ეპიზოდიც ვიხილეთ.

თარხნიშვილის ფლანგური გარღვევისას ერთ-ერთ მარტვილელს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა. მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა. გაბრაზებულ გულშემატკივრებს ქუთაისელთა გოლმა სულზე მოუსწრო, შეროზიას კარების დალაშქვრა კი ძალზედ ლამაზ კომბინაციას მოჰყვა - თარხნიშვილმა დიაგონალური გადაცემით მარჯვნიდან გრიგოლ დოლიძე ჩართო შეტევაში, რომელმაც მცველს იოლად აუარა გვერდი და საჯარიმოში შეჭრილ ნიკა საბანაძეს ზუსტი გადაცემა გაუკეთა. ახალგაზრდა ფორვარდმაც შეტევა ერთი შეხებით გოლით დააგვირგვინა.

შესვენების შემდეგ მატჩის სცენარი არ შეცვლილა. ტორპედოელები უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიშის გაზრდის არაერთი შესაძლებლობაც ჰქონდათ. თითქმის მატჩის განახლებისთანავე გრიგოლ დოლიძემ მარცხნიდან შეასრულა საჯარიმო. რევაზ გოცირიძემ მცველებს საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო და თავით შორეულ ძელთან გაგზავნა ბურთი, სადაც ალექსანდრე კვახაძე მარტოდმარტო იმყოფებოდა, მაგრამ მას ბურთი ფეხებში აებლანდა და ვერ გაიტანა.

ცოტა ხანში საბანაძის დრიბლინგი და ძლიერი დარტყმა მცველისგან ასხლეტით ხარიხას გადასცდა და მარტვილელები კიდევ ერთხელ გადარჩნენ.

მე-80 წუთზე გიორგი დათუნაიშვილის უძლიერესი დარტყმა შეროზიამ შესანიშნავ ნახტომში მოიგერია.

ქუთათურებს აქტიურობა და კარგი გარჯა ბოლოს მაინც დაუფასდათ: 86-ე წუთზე ვალერი ბოლქვაძემ დაახლოებით 25 მეტრიდან ჯარიმა ბრწყინვალედ შეასრულა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

ბოლოს, შეცვლაზე შემოსულ დავით ჯანელიძესაც ჰქონდა გატანის შანსი, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

მატჩის შემდეგ

მალხაზ ჟვანია (მერანი): "ძალიან რთული გრაფიკი გვაქვს და არ მეგონა, "ტორპედოს" გასვლაზე ასეთ წინააღმდეგობასაც თუ გავუწევდით. გადატვირთულმა კალენდარმა, ტრავმებმა და შეკრების გაუვლელობამ თავი ერთიანად იჩინა. ამ ყველაფრის გათვალისწინებითა და მარცხის მიუხედავად, ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილი ვარ".

გია გეგუჩაძე (ტორპედო): "საკმაოდ რთული თამაში იყო. ამასთან ერთად, გულშემატკივარმა ბევრი საინტერესო და ლამაზი ეპიზოდი იხილა. ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და ჩვენი გამარჯვება ლოგიკური იყო. ბიჭების გარჯითა და თამაშით კმაყოფილი ვარ. თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში ისევ მოვიკოჭლებთ და ამ მხრივ ბევრი სამუშაო გვაქვს".

სატურნირო მდგომარეობა. პლეი ოფი

ბომბარდირები

დვალი (ზესტაფონი) 16

ჩისკო (დინამო) 12

ტატანაშვილი (მეტალურგი) 10

გოცირიძე (ტორპედო) 9

მომდევნო ტური

14 აპრილი, შაბათი

მეტალურგი-კოლხეთი

ბაია-დინამო

დილა-ტორპედო

მერანი-ზესტაფონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
"ტორპედო" ევროთასებისთვის ძლიერდება - ლაცაბიძე საქართველოში დაბრუნდა
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
[VIDEO] პირველი მერვედფინალოსანი ცნობილია - კანადამ სამხრეთ აფრიკას სძლია
[VIDEO] გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
ჯგუფიდან ვერგასვლა არ აპატიეს - შოტლანდიამ სტივ კლარკი დაითხოვა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
ორი შემტევი გაუშვეს და შევსებაც მალევე მიიღეს - პსჟ 24 წლის ვინგერით ძლიერდება
[VIDEO] თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - როგორ გამოიყურება ქართველი ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
[VIDEOS] ვისამ კონგო პლეი-ოფში გაიყვანა - პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდება
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ