ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ევრო 2020-ის მასპინძლობის შანსსა და გიორგი დემეტრაძის საკითხზე ისაუბრა
ზუსტად ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ამჟამად იტალიური "ჯენოას" წევრი, კახა კალაძე "ქართულ ოცნებას" შეუერთდა და ამ ხნის განმავლობაში მისგან არაერთი მწვავე განცხადებაც მოვისმინეთ.

სახელგანთქმულმა ფეხბურთელმა "ევრო-2020"-ის მასპინძლობის შანსსა და გიორგი დემეტრაძის საკითხზე ისაუბრა.

- ევრო 2020-ის მასპინძლობა - მითი თუ რეალობა?

- არ შეიძლება, ამ საკითხს გულშემატკივარი ან პროფესიონალი ფეხბურთელი სერიოზულად აღიქვამდეს. ეს არის მმართველი რეჟიმის შიდა მოხმარების პიარი, რომელსაც არავითარი საფუძველი არა აქვს.

რა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზეა ლაპარაკი, როცა საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბები საშინელ მოედნებზე თამაშობენ; ეროვნულ ნაკრებს კი ბაზა მხოლოდ ახლახან გაუჩნდა, რაც ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

- იმ ხალხზე რას იტყვით, ვინც "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანებისთანავე შემოგიტიათ და ვისაც, თურმე, კახა კალაძისგან მხოლოდ ნაკრებში გატანილი ორი ავტოგოლი ახსოვს?

- საბედნიეროდ, ასეთ ადამიანთა რიცხვი ძალიან მცირეა. ესენი, ძირითადად, ჯიბის ჟურნალისტები და ცირკის ადმინისტრატორის დონის მოხელეები არიან. მე ჩემი ცხოვრებით ყოველთვის ქართველ ხალხს ვემსახურები და არა - ხელისუფლებას.

ზოგჯერ ადამიანს უნებლიეთ მოსდის შეცდომა. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, მე კონკრეტულ თამაშში დავუშვი ორი შეცდომა და ამისთვის ბოდიშიც მოვიხადე, მაგრამ არავის სმენია იმ ხალხისგან ბოდიში, ვინც მთელი ცხოვრება საბედისწერო ავტოგოლებით მოდის და მიზანმიმართულად განაგრძობს საკუთარი კარის დალაშქვრას.

- სააღდგომოდ პატიმრების შეწყალება იგეგმება, მაგრამ, ალბათ, გიორგი დემეტრაძეს არ გაათავისუფლებენ...

- აი, სწორედ ასეთი აზროვნების გამო უნდა შეიცვალოს ხელისუფლება! სასამართლო სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი და არა იმაზე დამოკიდებული - კალაძეს რა სურს და სააკაშვილს - რა.

დღეს დემე ამ სისტემაზე მაღლა დგას. მან იცის, რომ ციხეში ზის არა დანაშაულისათვის, არამედ იმისათვის, რომ ვიღაცას ასიამოვნონ, ვიღაცას კი გული ატკინონ.

როგორ შეიძლება, სასამართლო სისტემა ჯიბრზე ან პრინციპზე იდგეს, როდესაც საქმე ადამიანს ეხება? სასამართლო უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს და კანონის წინაშე პასუხი ყველამ თანაბრად უნდა აგოს. დემე რომ დამნაშავე ყოფილიყო, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ როცა ხედავ, რომ უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში, რკინის ქალამნები უნდა ჩაიცვა, ამ ქვეყანაში თუ არა, მის ფარგლებს გარეთ მაინც რომ მიაღწიო სამართალს.

სამწუხაროდ, დღეს დემეს მსგავსად, შეკერილი საქმეებით უამრავი უდანაშაულო ადამიანი იტანჯება საპატიმროებში. მინდა, ვანუგეშო მათი ახლობლები - აუცილებლად მივაღწევთ, რომ თითოეული ასეთი საქმე ხელახლა გადაიხედოს!

(იხილეთ სრულად)

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

Tornike
ჩემო დემე, სამწუხაროდ 100%-ით სიმართლე არავინ იცის, გარდა იმ ხალხისა ვინც მაგ მოვლენების მონაწილე იყო. ამიტომ ვცდილობ, რომ ლოგიკას მივყვე და არა მხოლოდ ცარიელ ვარაუდებს. ლოგიკით კი მე მთავრობის გადასახედიდან ვერ ვხედავ დემეს დაკავების მიზეზს და სარგებელს (თუ უდანაშაულოა რათქმა უნდა).
deme
კალაძე ჭკვიანი და წესიერი კაცია და ჩვენთვის ბევრი სიხარულიც მოუნიჭებია. ისევე, როგორც დემეტრაძეს, რომელიც ტყუილად ზის და სტრასბურის სასამართლოს დადგენილებაც რომ იქნება თავის დროზე და ბევრი რამეც რო გაირკვევა ყველასთვის (ზოგისთვის უკვე ყველაფერი ნათელია), მერე ამ ორკაპიკიან პროპაგანდას აყოლილ ხალხს შეგრცხვებათ, უსამართლოდ რომ ლანძღავთ ადამიანებს და ამართლებთ ძალადობას.
ilia
კალაძე ბერლუსკონიმ მოგწამლა პუტინის რეცეპტით? ქართველი ხალხის სახელით ნუ ლაპარაკობ.წადი ჯენოას მოხედე არ გავარდეთ სერია ა-დან
ilia
კალაძე წადი რა გაა..ი რა.დარწმუნებული ვარ ეუროპაში ვინმემ რომ კითხოს კალაძეს რა აზრის ხართ საქართველოში ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაზეო იტყვის არა რეალურია და ხელს შეუშლის,იმის მაგივრად რომ დადებითად შეაფასოს ეს აზრი,ჯიბრზეო რომ ამბობს ამ სიტყვებს რასაც ლაპარაკობს მთავრობის ჯიბრზე არ ამბობს,თუ უყვარს თავისი ქვეყანა და ქართველი ხალხი სიტყვით მაინც კარგი თქვას საქართველოზე.ან ის თქავს რომ გაუხარდებოდა ევროპის ჩემპიონატი ჩატარება საქართველოში. ჟურნალისტებო ამას უდა კითხოთ ჯენოას ამბები და არა საქართველოსი
55555
ეეეჰ რა გვჭირს ამ ქართველებს ჩვენი სამშობლოა ეს ქვეყანა თუ მტრის კალაძე ბიჭო ნაკრები მიშას ნაცებს და ბიძინას არ ეკუთნის ერს ეკუთვნის და ასეთი არაკაცობა არ უნდა გეკადრებია . მაგრამ გასაკვირი რაა მშობლიური გუნდი სამტრედიაში უფულობით დაიშა მოსახლეობა აჩმევდა საჭმელს ფეღბურთელებს და ფეხბურთელ კაცს მილონერს კაპიკი მაინც გაგეღო ფუი შენს კაცობას. ადრე მაინც წასულიყავი ნაკრებიდან იმედი მაინც არ ექნებოდა მწვრთნელს და იმ ბიჭებს ვინც შენ გაყიდე.
beso
daviti- მერე აღიაროს რაც გააკეთა და გამოუშვებენ.რა დამნაშავე არ არის მთელმა თბილისმა იცის რო მაზავშიკობდა და ვატო ყიფიანის ძმაკაცი როა. კალაძეზე კიდე აზრი არა აქვს ლაპარაკს ყველა ხედავს რეებს მიედმოედება
Tornike
დავით, მართლა მადლობა ძმაო, რომ შეურაწყოფაზე არ გადასულხარ და რეალურ საკითხებზე წერ. ბევრ რამეში გეთანხმები. უბრალოდ იმას ვერ ვხვდები, მართლა რას იგებენ დემეს დამჭერები, თუ დემე უდანაშაულოა. შენ იმას ამბობ რომ ფული უნდოდათ მისგან საპროცესოზე? რამდნეი უნდა აეღოთ ვეტერანი ფეხბურთელისგან? არა მგონია ბევრი... რაც შეეხება ევროს, როდესღაც ხომ უნდა დავიწყოთ ამაზე ფიქრი, სულ ჭაობში ხომ არ უნდა ვიყოთ?
gaga
რატო არაა რეალური evro 2020 რო მიიგოს საქართველომ 8 წელში ვერ გაკეთდება სტადიონი და ბაზა 8 წელი ცოტა ხო არ არი არაა
daviti
Tornike ერთი მითხარი,რა უფრო დიდი დანაშაულია,ვეტერანი ფეხბურთელი სხვის თამაშებზე რომ არალეგალურ ფსონებს აკეთებს თუ მოქმედი ფეხბურთელების თავიანთი თამაშებზე მაიმუნობა?თან, ამაში ჩართო ლამის მთელი გუნდი და ფულის სანაცვლოდ,აუტებს,ყვითლებს,შეცვლებს,საბოლოო შედეგს და კიდე ბევრ რამეს "უკეთებდეს ზაკაზშიკს".თან,დემე ამ ფსონების გამო რომ გაესამართლებინათ,მგონია საპროცესისაც დათანხმდებოდა და გარეთ აც იქნებოდა უკვე,მაგრამ ის გაასამართლეს ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო და აი ამას არ აღიარებს ,თორემ ბევრჯერ ქონდა საპროცესოს სეთავაზება და ამისათვის ფულის მოძიებაც არ გაუჭირდებოდა.ხელისუფლებასაც ეგონა დაითანხმებდა საპროცესოზე,ახლა კი უკან დახევა არ უნდათ.ახლა შენ ამიხსენი,კანონიერია თუ არა დემე რომ ზის და ონიანი ბეჭვაია და ძმანნი მისნი არათუ არ დაუჭერიათ ერთი დღითაც კი,რამოდენიმე თვეში თამაშის უფლებაც კი დართეს,თან ბეჭვაია შსს-ს გუნდში ჩაირიცხა დისკვალიფიკაციის შემდეგ პირდაპირ!?რაც შეეხება ევრო 2020 მასპინძლობას,ვისაც ეს განაცხადი სერიოზულად მიგაჩნიათ,ნახეთ ერთი ამ უფლების მისაღებად რამდენი რამის გაკეთებაა საჭირო,რამდენი დრო უნდა და რა თანხები(არ დაგავიწყდეთ თან ლაზიკა გვაქვს "ასაშენებელი").მერე დაწერეთ ეს რეალურად მისაღწევადი არის თუ არა,აქვს თუ არა,ამ საქმეში მეტნაკლებად ჩახედულ ადამიანებს,ამ იდეას არასერიოზული უწოდოს.
dudu
საღოლ, კახა. მაგარი კაცი ხარ. წარმატებებს გისურვებ! თავისუფლება გიორგი დემეტრაძეს!
negredo
გ****ი რა კალაძე, არასერიოზული შენ და ბორის ივანიშვილი ხართ!!!!
Tornike
უბრალოდ ამიხსენით ხალხნო, დემეს დაჭერით რა სიამოვნებას იღებს ხელისუფლება?.. გამოჩენილი ფეხბურთელის დაკავება, თუ ის მართლა უდანაშაულოა, არავის უნდა აწყობდეს. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობას, თუ ახლავე არ დავიწყეთ განაცხადების შეტანა და მზადება, სულ უფრო და უფრო შორეულ მომავალში გადაიწევს რეალური შანსი. ისე, გული მწყდება, რომ კალაძე უფრო და უფრო არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც "ქართულ ოცნებასთანაა". ევრო 2020-ის ჩატარებაზე ივანიშვილს რომ გამოეთქვა წინადადება, დარწმუნებული ვარ კალაძე და მისი სხვა მომხრეები აღტაცებით შეხვდებოდნენ. ნუთუ არ ესმით, რომ ევრო-ს ჩატარების სურვილის თუნდაც ოფიციალური განაცხადი ბევრად უფრო წინ წაწევს საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეს, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ბოლოს ვიტყვი, რომ კალაძემ ივანიშვილთან თანამშრომლობით უდიდესი ზიანი მიაყენა თავის როგორც მომავალი პოლიტიკოსის იმიჯს. გავა დრო და ამას თავად მიხვდება.
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
Le Parisien: კვარაცხელიას ნაკრებში თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს - ლიონელთათვის ყველაზე სახიფათო უნდა იყოს
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია