ოტო რეჰაგელმა "ფრაიბურგთან" მატჩი გადარჩენისთვის ბრძოლაში "პირველ ფინალად" შერაცხა და "ჰერტამ" ეს "ფინალი" წააგო
ოტო რეჰაგელმა "ფრაიბურგთან" მატჩი გადარჩენისთვის ბრძოლაში "პირველ ფინალად" შერაცხა და "ჰერტამ" ეს "ფინალი" წააგო.

ლევან კობიაშვილმა და კომპანიამ საკუთარ "ოლიმპიაშტადიონზე" უშუალო კონკურენტს ვერაფერი მოუხერხეს და 1:2 დამარცხდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბერლინური კლუბის მდგომარეობა დამძიმდა. თუმცა, რაკი სხვა კონკურენტებმაც ვერ იხეირეს ("აუგსბურგმა" "შტუტგარტთან" 1:3 წააგო, "კიოლნი" მაინცში 0:4 განადგურდა), ბერლინელები 30-ე ტურის შემდეგ გამოუვალ სიტუაციაში მაინც არ არიან.

სწორედ ამას გაუსვა ხაზი რეჰაგელმა მატჩის შემდეგ - თუკი "ფრაიბურგთან" შეხვედრამდე ამბობდა, სამივე საშინაო მატჩს თუ მოვიგებთ, გადავრჩებითო, ამ წაგების შემდეგ ბევრი ითვალა თუ ცოტა, გამოითვალა, რომ "ჰერტას" ახლა ოთხივე დარჩენილი შეხვედრის მოგება სჭირდება.

"სიტუაცია, ფაქტობრივად, იგივეა, რაც ამ ტურამდე იყო. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ფინიშს კიდევ ერთი ტურით მივუახლოვდით და შესაბამისად, ახლა უფრო დაძაბულები ვიქნებით," - აღნიშნა რეჰაგელმა.

სხვა რა უნდა ეთქვა? მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "მეფე ოტო" უსიცოცხლო და ნირწამხდარი ჩანდა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია: 30 ტურის შემდეგ "ჰერტა" 27 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და სარელეგაციო მე-16 ადგილზე მყოფ "კიოლნს" ორი ქულით ჩამორჩება, მე-15 ადგილზე მყოფ "აუგსბურგს" კი - სამით.

მისი ხელმძღვანელობით "ჰერტას" 8 მატჩში მხოლოდ 7 ქულა აქვს აღებული და ასეთი ბალანსის გათვალისწინებით, რთული წარმოსადგენია, რომ კობიმ და კომპანიამ ოთხივე თამაში მოიგოს.

თანაც, არც კალენდარი აქვთ მაინცდამაინც იოლი: მომდევნო ტურში ბერლინელები ლევერკუზენში ჩადიან, საიდანაც "ჰერტასთვის" სამი ქულის წაღება უდიდესი გმირობის ტოლფასი იქნება.

32-ე ტურში რეჰაგელის შეგირდებს მართლა იოლი მატჩი ელით "კაიზერსლაუტერნთან", რომელიც, დიდი შანსია, იმ დროისთვის უკვე გავარდნილი იყოს. მერე "შალკეს" სტუმრობენ, ხოლო ბოლო ტურში კი "ჰერტა" "ჰოფენჰაიმს" უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა