მატჩის შემდეგ "მაინცის" მენეჯერმა კრისტიან ჰაიდელმა 26 წლის პოლდის საჯაროდ მოუბოდიშა და თქვა, პოლიცია ამ საქმეს უკვე იძიებსო
კიოლნში სრული ქაოსია! ჯერ იყო და, გასულ უქმეებზე "თხების" პოლონელმა ფეხბურთელმა სლავომირ პეჟკომ ერთი ღამე გამოსაფხიზლებელში გაატარა, რის გამოც კლუბიდანაც მოკვეთეს და პოლონეთის ნაკრებიდანაც; სამშაბათს კი, "კიოლნი" მაინცში 0:4 განადგურდა და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ახლა უკვე სერიოზულად ემუქრება.

და ეს ყველაფერი არ არის: "მაინცთან" მატჩის 28-ე წუთზე, სანამ კუთხურს ჩააწვდიდა, "თხების" ლიდერ ლუკას პოდოლსკის ტრიბუნებიდან სახეში მონეტა მოარტყეს - ეს "მაინცის" ერთ-ერთი ფანის მიერ ნასროლი ერთცენტიანი გახლდათ, რომელიც ლუკასს მარჯვენა ყვრიმალში მოხვდა.

მატჩის შემდეგ "მაინცის" მენეჯერმა კრისტიან ჰაიდელმა 26 წლის პოლდის საჯაროდ მოუბოდიშა და თქვა, პოლიცია ამ საქმეს უკვე იძიებს და რამდენიმე ეჭვმიტანილიც არსებობსო. მაინცელებს იმედი აქვთ, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირი ერთ-ერთი ფანის ცუდი საქციელის გამო მაგრად არ დასჯით. ისე კი, ჯარიმა გარდაუვალია.

11 აპრილს მთელი საფეხბურთო გერმანია ელოდა, რომ "კიოლნის" ხელმძღვანელები მთავარ მწვრთნელ სტალე სოლბაკენს გაათავისუფლებდნენ, მაგრამ ეს არ მოხდა.

თუმცა ჩვენი გერმანელი კოლეგები დარწმუნებულები არიან, რომ ნორვეგიელი სპეციალისტის გაგდება მხოლოდ დროის ამბავია და სოლბაკენი დღეს თუ არა, ხვალ მაინც დარჩება უმუშევარი.

"ბილდის" ინფორმაციით, "კიოლნის" ბოსები სტალეს სავარაუდო შემცვლელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და როგორც კი სასურველ კანდიდატს დაითანხმებენ, სოლბაკენს დაიფრენენ. "კიოლნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფავორიტი ჰოლგერ სტანისლავსკია, რომელიც ცოტა ხნის წინ "ჰოფენჰაიმიდან" დაითხოვეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა