"ჰიტმა" საშინაო შეხვედრაში "ბოსტონს" 107 ჩაუგდო, მაგრამ "სელტიქსმა" წყალში ჩაყარა "დიდი ტრიოს" მონდომება
ერთი კვირის წინ "ბოსტონ სელტიქსმა" შესანიშნავი დაცვითი თამაშით საკუთარ მოედანზე დაამარცხა "მაიამი". ამჯერად კი ვეტერანმა "კელტებმა" იგივე მეტოქეს შეახსენეს, რომ შეტევაში თამაშიც არ დავიწყებიათ. "ჰიტმა" საშინაო შეხვედრაში "ბოსტონს" 107 ჩაუგდო. თითქოს საკმარისი უნდა ყოფილიყო მოსაგებად, მაგრამ "სელტიქსმა" წყალში ჩაყარა "დიდი ტრიოს" მონდომება.

თამაშიდან სიზუსტის 60.6 პროცენტი და გამოყენებული სამქულიანების 64.3 პროცენტი - ასეთი მაჩვენებლები დოკ რივერსის გუნდს წელს არ ჰქონია.

ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ სტუმრები, უბრალოდ, არ აცილებდნენ ბურთს. თვით რონდომაც კი ჩააგდო სამქულიანი. სხვათა შორის, "ბოსტონის" გამთამაშებელმა 18 ქულასთან ერთად 15 შედეგიანი პასიც დააგროვა. ასე რომ, უკვე ზედიზედ მე-18 მატჩია, მინიმუმ ათშედეგიან გადაცემას ასრულებს - ასეთი რამ NBA-ში 20 წელია, არ მომხდარა.

"ჩიკაგომ" კარგად ისარგებლა კონკურენტის წაგებით და გაიმყარა ლიდერობა აღმოსავლეთ კონფერენციაში. "ხარებმა" საკუთარ მოედანზე დაამარცხეს "ნიუ იორკი". ტიბოდოს გუნდმა რევანში აუღო "ნიქსს" ორი დღის წინ "მედისონ სკვერ გარდენში" დამარცხებისთვის.

მასპინძლებს ამაში ხელი თავად მეტოქემ შეუწყო: "ნიუ იორკმა" 17 შეცდომა დაუშვა და პირწმინდად წააგო ფარი (33-51). რომ არა კარმელო ენტონი (ფორვარდმა 29 ქულა დააგროვა, 19-იდან 11 ტყორცნა ჩააგდო, აგრეთვე 5 პასი, 4 ჩაჭრა და 2 მოხსნა შეასრულა), "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით მოიგებდა ამ მატჩს.

არადა, "ხარებს" კვლავ დერიკ როუზის გარეშე მოუწიათ თამაში. თუმცა ჰემილტონის 20 ქულის (21 წუთში), დენგის ორმაგი დუბლისა და სათადარიგოების აქტიურობის წყალობით, მასპინძლებს არ შეუმჩნევიათ გასული სეზონის MVP-ის არყოფნა.

ბოლო დროს "ფილადელფიამ" მოუკლო თამაშს, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი პლეი ოფში გასვლის საკითხი. "სიქსერზს" შეცდომის უფლება არ აქვს. ამიტომაც მან მაქსიმალური მონდომებით ითამაშა სტუმრად "ნიუ ჯერსის" წინააღმდეგ.

ფილადელფიამ გადამწყვეტ უპირატესობას მეორე და მესამე მეოთხედებში მიაღწია. სტუმრების რიგებში სასტარტოს თითქმის ყველა წევრმა ჩააგდო მატჩი. სამაგიეროდ, ბრწყინვალედ გამოიყურებოდა სამი სათადარიგო მოთამაშე - ლუი უილიამსი, იანგი და ჰეივსი - მათ ჯამში 58 ქულა დააგროვეს, რაც საერთო გუნდურის მონაგარის ნახევარზე მეტია. გარდა ამისა, თითოეულმა მათგანმა 8 მოხსნა მიითვალა.

სწორედ მათი მონდომებით, მეორე და მესამე მეოთხედებში "ფილადელფიამ" 16 ქულა მოიგო და შემდეგ უპრობლემოდ შეინარჩუნა ეს უპირატესობა; უფრო მეტიც, ამ სხვაობას კიდევ სამი ქულა დაუმატა და 107:88 გაიმარჯვა.

კლივლენდი-შარლოტი 103:90

30:22, 19:23, 23:26, 31:19

კ: ჰადსონი (25+8 მოხსნა+6 პასი), პარკერი (19), ჯეიმისონი (17), გი (13+6 მოხსნა), კასპი (12).

შ: ჰენდერსონი (21+5 მოხსნა), უოკერი (20), ოგუსტინი (16+11 პასი), ბიიომბო (12+8 მოხსნა+3 დაფარება).

ვაშინგტონი-ორლანდო 93:85

18:29, 23:12, 19:20, 33:24

ვ: სერაფინი (24+12 მოხსნა+4 დაფარება), კროუფორდი (21), უოლი (15+7 პასი), სინგლტონი (12+8 მოხსნა), მარტინი (12).

ო: ნელსონი (19+7 პასი), რედიკი (15+3 ჩაჭრა), რიჩარდსონი (14), დევისი (12+10 მოხსნა).

დალასი-საკრამენტო 110:100

25:27, 32:23, 26:27, 27:23

დ: ნოვიცკი (15+8 მოხსნა), ბობუა (15+5 მოხსნა), უესტი (13), ტერი (13+5 პასი), ჰეივუდი (11+5 მოხსნა+3 დაფარება), მერიონი (10+14 მოხსნა).

ს: კაზინსი (25+18 მოხსნა+6 ჩაჭრა), ტორნტონი (16), ტომასი (16+5 პასი), ევანსი (16+5 პასი), ფრედეტე (13).

მაიამი-ბოსტონი 107:115

22:33, 35:32, 24:24, 26:26

მ: ჯეიმსი (36+7 მოხსნა+7 პასი), უეიდი (20+5 პასი+3 ჩაჭრა), ჩელმერსი (18+3 ჩაჭრა), ბოში (13+9 მოხსნა).

ბ: პირსი (27+7 მოხსნა), გარნეტი (24+9 მოხსნა), რონდო (18+15 პასი), ბასი (12+10 მოხსნა), ბრედლი (11).

ნიუ ჯერსი-ფილადელფია 88:107

20:20, 23:32, 25:32, 20:23

ნ-ჯ: ჰემფრიზი (20+10 მოხსნა), უილიამსი (14+6 მოხსნა+5 პასი), პეტრო (12), ბრუქსი (10+5 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ფ: უილიამსი (20+8 მოხსნა+5 პასი), იანგი (19+8 მოხსნა), ჰაუსი (19+8 მოხსნა+3 დაფარება), ჰოლიდეი (14).

ჩიკაგო-ნიუ იორკი 98:86

22:25, 25:10, 25:27, 26:24

ჩ: ჰემილტონი (20+5 პასი), დენგი (19+10 მოხსნა), კორვერი (14+7 მოხსნა+3 დაფარება), ბუზერი (10+8 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ნ-ი: ენტონი (29+5 პასი+4 ჩაჭრა), სმიტი (14), შუმპერტი (12), ჩენდლერი (10+15 მოხსნა+3 დაფარება).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე