ავსტრიული გამოცემა Kleine Zeitung ინფორმაციით, ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდრიდან ერთ-ერთი აზიური გრან-პრის ამოღებასა და მის ნაცვლად...

ავსტრიული გამოცემა Kleine Zeitung ინფორმაციით, ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდრიდან ერთ-ერთი აზიური გრან-პრის ამოღებასა და მის ნაცვლად ავსტრიული ეტაპის დაბრუნებას პირებს. ეს რბოლა სავარაუდოდ რეკონსტრუირებულ "A1-რინგზე" გაიმართება.

ბოლოს ავსტრიამ ფორმულა 1-ის ეტაპს 2003 წელს უმასპინძლა, თუმცა მოძველებული ტრასის გამო ამ ქვეყანაში რბოლა აღარ ჩატარებულა. ორი წლის წინ კონცერნ "რედ ბულის" შეფმა დიტრიხ მატეშიცმა "A1-რინგის" რეკონსტრუქცია გადაწყვიტა. ეს პროექტი 70 მილიონ ევროდ შეფასდა. განახლებულ კომპლექსში დაგეგმილია პიტლეინის ახალი შენობისა და ახალი ტრიბუნების მშენებლობა.

მაშინ მატეშიცი ამტკიცებდა, რომ არ განიხილება ავსტრიაში ფორმულა 1-ის დაბრუნების საკითხი, თუმცა Kleine Zeitung ამტკიცებს, რომ ბერნი ექლსტოუნი "A1-რინგის" მიმართ სერიოზულ დაინტერესებას იჩენს.

მანამდე კი პირველი სერიოზული რბოლა, რომელიც განახლებულ ავტოდრომზე გაიმართება, DTM-ის სარბოლო სერიის ეტაპი იქნება. ის მომავალი წლის აპრილში გაიმართება.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა